ია აბულაშვილი
21.09.2022

როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები ქართულ პოლიტიკურ სცენაზე უახლოეს პერიოდში, არის თუ არა სიახლე პოლიტმარკეტინგის თვალსაზრისით და გაჩნდება თუ არა ახალი კონფიგურაციები, ეს კითხვები საზოგადოებაში კვლავ აქტუალურია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა 4 ოპოზიციური პარტიის კოალიციად ფორმირების შესახებ; "სტარტეგია აღმაშენებელი" "ლელო" "გირჩი" და "დროა" კოალიციას ქმნიან.

პოლიტიკურ სპექტრში პროცესების დაწყებას დადებითად აფასებენ პოლიტოლოგები, თუმცა, ახალი ალიანსების გაჩენას ამ ეტაპზე გამორიცხავენ, რადგან არჩევნებამდე დიდი დროა.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე პოლიტიკურ სპექტრში დღეს არსებულ სიტუაციას დრამატულს უწოდებს და აცხადებს, რომ პარტიები ამომრჩეველს არანაირ სიახლეს არ სთავაზობენ და ძველ მეთოდებს იყენებენ.

"ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი საზოგადოებას ახალს ვერაფერს სთავაზობს, გარდა იმისა, რომ ქუჩაში გამოვლენ და ჩაანაცვლებენ "ოცნებას", "წავიდეს ის და მოვალ მე" არასწორი მიდგომაა, ამიტომაც ვერ არწმუნებენ საზოგადოებას მხარი დაუჭიროს.

"ოპოზიციას ამ ეტაპზე არც გამორჩეული ლიდერი ჰყავს, რომელიც პროცესებს გაუძღვება. რაც შეეხება მოსახლოების განწყობებს, ოპოზიცია ამას არ ითვალისწინებს და საკუთარი სურვილის შესაბამისად მოქმედებს. შენ რაც გინდა ის მოახვიო მთელ საზოგადოებას, არასწორია. საზოგადოება შეიძლებ ყველა ინფორმაციას არ ფლობს რა ხდება პოლიტიკაში, მაგრამ კარგად ხვდება, რომ ხელისუფლება იბრძვის ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ოპოზიცია კი ხელისუფლებაში მოსასვლელად, საზოგადოება კი ნაკლებად აინტერსებთ. ანუ, იგივე ჭაობშია, რაც იყო 30 წლის წინ.

"კარგია ძვრები რომ დაიწყო, მხედველობაში მაქვს განცხადება, რომ 4 ოპოზიციური პარტია კოალიციას ქმნის. ასეთი ალიანსები ძირითადად არჩევნების წინ იქმნება, თუმცა არჩევნებისთვის მზადება აქედანვე უნდა დაიწყონ. ფაქტია და საზოგადოებაც ხვდება, რომ ამ კოალიციაში წამყვანი მაინც იქნება "ნაცმოძრაობა", რადგან დასახელებული პირები, ვაშაძე, ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე ნაციონალური მოძრაობის წევრები იყვნენ.

"ნაცმოძრაობა, რომელიც სავარაუდოდ მომავალ არჩევნებში ოპოზიციკური პარტიებიდან ყველაზე მეტ ხმას აიღებს, თავის პირობებს ისევ წამოაყენებს და პატარა პარტიები მას უნდა დაემორჩილონ. ამიტომ გაერთიანებებთან, კოალიციებთან, ალიანსებთან მიმართებაში პოლიტიკური პარტიების მხრიდან უნდა გაკეთდეს კარგი ანალიზი. პოლიტიკურ პარტიებს სჭირდებათ მეტი ფიქრი და არა ენის ჭარტალი"- განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

ექსპერტი პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ ქართულ პოლიტიკაში პარტიები ერთმანეთთან იდეის გარშემო არ ერთიანდებიან.

"ქართული პოლიტიკისთვის ყოველთვის დამახასიათებელი იყო განხვავებული დაჯგუფებების გაერთიანება, რადგან იციან, რომ მარტო ვერაფერს გახდებიან. არავინ იდეის გარშემო არ ერთიანდება. ვინ იყო ვაშაძე, ხოშტარია, გირჩი- ჯაფარიძე და სხვები, "ნაცმოძრაობის" წევრები.

"ნაცმოძრაობა" კი ერთადერთი პარტიია, რომელიც არჩევნების წაგების შემიდეგ არ გაქრა და დარჩა ოპოზიციაში, რადგან სააკაშვილი ინარჩუნებდა ბირთვულ ამომრჩეველს. ვინც სააკაშვილისგან დისტანცირდა, ყველა ჩაფლავდა. ახლა სააკაშვილი ციხეშია და ბერკეტები ხალში აღარ უჭირავს, ეს მელიაც ჩაფლავდა, ამიტომ ეს "ნაცების" ნამსხვრევები ფიქრობენ როგორი კონფიგურაცია შექმნან, რომ გადარჩნენ.

"ასეთ კონფიგურაციებს არჩევნებამდე კიდევ ვნახავთ, მთავარია ერთმანეთში მოილაპარაკონ. ასე, რომ დღეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მხოლოდ ერთი სიახლეა - "ნაციონალური მოძრაობის" დაშლა. ქარიზმატული ლიდერი, როგორიც სააკაშვილი გახდა ყველასთვის, დღევანდელ ოპოზიციაში არ ჩანს"- განაცხადა "რეზონანსთან" პეტრე მამრაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×