თეონა ვეშაგური
29.09.2022

ოპოზიციაში კვლავ აქტუალური გახდა საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხი. პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ხატია დეკანოიძის თქმით, ყველამ კარგად გაიგო, რომ რუსეთთან დათმობის პოლიტიკა არ მუშაობს და უკუშედეგს იძლევა. როგორც ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, ოპოზიციამ იცის, რომ „ოცნება" ამას არ დათანხმდება. მაინც რატომ წამოწიეს ეს თემა? - სხვა სალაპარაკო არ აქვთ. სიღარიბეზე, ეკონომიკურ განვითარებაზე და ა.შ. არ საუბრობენ. საზოგადოებას არაფერს ახალს არ სთავაზობენ, გარდა ამ მომაბეზრებელი ერთი და იგივე თემებისა.

„ოცნება" ამას არ დათანხმდება. მისივე თქმით, ეს ოპოზიციაშიც კარგად იციან, მაგრამ საუბრობენ იმიტომ, რომ ხმაური გამოიწვიონ.

„ეს არის ოპოზიციის დღის წესრიგი, მათ უნდა ისაუბრონ. ოპოზიციის განცხადებებში არავითარი პრობლემა არ არის, მთავარია ხელისუფლება რაზე დათანხმდება. მეც ვეთანხმები იმ აზრს, რომ საჭიროა სანქციებზე მიერთება, მაგრამ „ქართული ოცნება" კატეგორიულ უარს ამბობს ამაზე. მათაც იციან ეს, ამიტომ საკითხი იმიტომ წამოწიეს, რომ ხმაური იყოს.

„ოპოზიციამ ბრწყინვალედ იცის, რომ „ოცნება" ამას არ დათანხმდება. მაინც რატომ წამოწიეს ეს თემა? - სხვა სალაპარაკო არ აქვთ. სიღარიბეზე, ეკონომიკურ განვითარებაზე და ა.შ. არ საუბრობენ. საზოგადოებას არაფერს ახალს არ სთავაზობენ, გარდა ამ მომაბეზრებელი ერთი და იგივე თემებისა. ვეთანხმები, რომ ხელისუფლება იქცევა ცუდად, მაგრამ ოპოზიციამ სხვა რაღაცეები უნდა ილაპარაკოს, რაც საზოგადოებისთვის მისაღებია. ამის ნაცვლად კი სანქციებზე საუბრობენ, რაც საზოგადოებას არაფერში სჭირდება.

„რაც შეეხება ბელარუსთან დაკავშირებულ საკითხს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია მათთან არსებული ხელშეკრულებების გაუქმება, თუ ის აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ეს ახლაც შესაძლებელია, რადგან ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლა ძალიან გამომწვევი ნაბიჯი იყო. მით უფრო, რომ ის საქართველოს მეგობრად თვლის თავს. ამის გამო, შესაძლებელია ხელშეკრულებათა ნაწილის გაუქმება მაინც, თუმცა ეს ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ბელარუსის წინააღმდეგ მოქნეული ჯოხი თავში არ გავირტყათ," - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×