თეონა ვეშაგური
29.09.2022

„პარტიაში მიმდინარე პროცესების გარდაუვალი შედეგი რომელიც დიდი ხანია მწიფდება"- ასე აფასებს „ნაციონალურ მოძრაობაში" ბოლო დროს გაღვივებულ კრიზისს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" საუბრისას.

მისი თქმით, ენმ-ში მიმდინარე მწვავე დაპირისპირების საბოლოო შედეგს საზოგადოება რამდენიმე თვეში იხილავს, მაგრამ იქამდე მოვლენათა განვითარების ორ გზას განიხილავს.

„ენმ-ში არსებული დაპირისპირება არის პარტიაში მიმდინარე პროცესების გარდაუვალი შედეგი. ეს დაპირისპირება მოსალოდნელიც იყო და მწიფდებოდა კიდეც. ვნახოთ, კიდევ როგორ განვითარდება მოვლენები, დრო გვიჩვენებს ყველაფერს," - განაცხადა ანჯაფარიძემ.

კითხვაზე, ხომ არ მივა პარტია დაშლამდე და როგორი იქნება მათი რეიტინგი აღნიშნული პროცესების შემდეგ, ექსპერტის პასუხია, რომ არსებობს ორი სავარაუდო მიმართულება.

„როდესაც ორგანიზაციაში პრობლემები იქმნება, იქნება ეს პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ორგანიზაცია, მისი წევრები იღებენ შესაბამის ზომებს, საუბრობენ, თანხმდებიან და ხდება შექმნილი ფაქტორების ლიკვიდაცია, რის შემდეგაც ორგანიზაცია თუ პოლიტიკური პარტია კრიზისიდან გამოდის უფრო გაძლიერებული, იმ ცნობილი გამოთქმის მსგავსად - „რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს" .

„ამასთან, არ არის გამორიცხული სხვა შედეგიც დადგეს. როდესაც მდგომარეობა ისეა გამწვავებული, რომ შესაძლოა ამან საბოლოოდ ჩაიყოლოს და შეაწყვეტინოს კიდეც არსებობა. თუმცა მე მაინც მგონია, რომ რამდენიმე თვეში გამოჩნდება, რამდენად აქვს „ნაცინალურ მოძრაობას" კრიზისიდან გამოსვლის რესურსი," - განაცხადა ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×