თამთა ჩაჩანიძე
30.09.2022

უცხოური და რუსული წყაროები აცხადებენ, რომ დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანი, რომელიც მაისიდან სეპარატისტული ძალების კონტროლქვეშ იყო, უკრაინულმა ძალებმა ალყაში მოაქციეს, როგორც გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსს" უყვება, ალყა ჯერ საბოლოოდ შეკრული არაა, ეს უფრო ე.წ. საცეცხლე ტომარაა, საცეცხლე ზემოქმედება კი მთელს პერიმეტრს ფარავს. მისი თქმით, რუსებს აღმოსავლეთ მიმართულებაზე გარკვეული ლოჯისტიკური ხაზები აქვთ შემორჩენილი, თუმცაღა ნელ-ნელა ამასაც კარგავენ.

„ლიმანში რამდენი რუსი სამეხდროა ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემი მონაცემებით თვითონ თავდაცვის რაიონში ათი ათასამდე რუს სამხედრო მოსამსახურეზეა საუბარი. ალყა ჯერ ვერა, მაგრამ შეგვიძლია საცეცხლე ტომარა დავარქვათ, რადგან საცეცხლე ზემოქმედება, ამ დასახლებული პუნქტის მთელს პერიმეტრს ფარავს.

„უკრაინელები ცდილობენ ჩრდილო-აღმოსავლეთიდან დრობიშევო-სტავკისა და ამავე დროს, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან სევერსკი-სერებრიანკას მიმართულებებიდან შეუტიონ. მათ ზელიონნაია დალინას რაიონში გარკვეული წინსვლა აქვთ, თუმცა ჯერჯრობით ბრძოლები გრძელდება. რადგანაც ეს საბოლოოდ შეკრული ალყა არაა, რუსებს აღმოსავლეთ მიმართულებით გარკვეული მიწოდების ლოჯისტიკური ხაზები გააჩნიათ, თუმცა ეს ბევრი ნამვდილად აღარაა და ნაწილობრივ საცეცხლე ზემოქმედების ზონაში ხვდება კიდეც. უკრაინელები ცდილობენ, რომ ლიმანი სრულ ალყაში მოაქციონ და შემდეგ მისი გასუფთავება დაიწყონ.

„იქ (რუსების მახრეს)არიან: კაზაკების პოლკი, ადგილობრივი მილიცია და „როსგვარდიის" დანაყოფები. მათი კვალიფიკაცია სამხედროებთან შედარებით კანლები უნდა იყოს, მაგრამ რადგან მათ შემადგენლობაში ადგილობრივი მილიციაცაა, მათი მოტივაცია იმისთვის, რომ ტყვედ არ ჩავარდნენ, ძალიან მაღალია, რადგან ეს მათ სისცოცხლეს ეხება. თუმცაღა რამდენს გაუწევენ წინააღმდეგობას, მაგას ზუსტად ვერ ვიტყვით.

„როგორც დასახლებული პუნქტის ასაღებად რუსებს საკმაოდ მნიშვნელოვანი დრო სჭირდებდათ, უკრაინასაც (ლიმანში)მნიშვნელოვანი დრო დასჭირდება. თუ დასახლებულ პუნქტში მყოფი რუსული კონტინგენტი თავად არ დანებდა, ბრძოლა შეიძლება საკმაოდ გრძელი ვადით გაიჭიმოს. ეს რთული ბრძოლის რთულ სახეს წარმოადგენს, როგორც შემტევებისთვის, ისე დამცველებისთვის",- განაცხადა მან.

გენერალი ამბობს, რომ უკრაინელებისთვის ლიმანი პოლიტიკური და ოპერატიულ-ტაქტიკური მნიშვნელობისაა.

„ეს უფრო პოლიტიკური მნიშვნელობისა, რადგან ლიმანზე გასვლა და მისი გათავისუფლება უკვე ლუგანსკის ადმინისტრაციული საზღვრებისკენ გადანაცვლებას შეუწყობს ხელს გათავისუფლების მიზნით.

„ამ დასახლებულ პუნქტს ოპერატიულ-ტაქტიკური მნიშვნელობაც გააჩნია, რადან მისი განთავისუფლების შემთხვევაში საფრთხე დაშორებული იქნება სლავიანსკი-კრამატორსკის მთავარი თავდაცვითი რაიონის საზღვრებიდან, მაგრამ აქ კიდევ ერთი ფაქტორია, რადგან როგორც ხდება ხოლმე, პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ ლიმანს აუცილებლად აიღებენ და ეს შესაბამისად გარკვეულ პრესს აძლევს სამხედროებს, რომ ამ მიმართულებით იმოქმედონ",- განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან"

რუსი სამხედრო ჟურნალისტები და ტელეგრამის პრორუსული არხები, რომლებიც სეპარატისტული ძალების და უკრაინის აღმოსავლეთში საოკუპაციო ხელისუფლების ინფორმაციას გადასცემენ, იტყობინებიან უკრაინული არმიის მიერ ლიმანის ალყის შესახებ.

ვრცელდება ინფორმაცია რუსული ჯარების გაყვანის შესახებ შემდეგი ქალაქებიდან: იამპოლიდან, სტავოკიდან, დრობიშევოდან. ქალაქისკენ მიმავალი ერთადერთი გზა, რომელზედაც რუს სამხედროებს ჯერ კიდევ შეუძლიათ მოძრაობა, ტორსკოე-დრობიშევოზე გადის და ცეცხლის ქვეშაა. იქ უკრაინული მზვერავი და დივერსიული ჯგუფები მუშაობენ, წერს თავის ტელეგრამის არხზე „კომსომოლსკაია პრავდას" კორესპონდენტი ალექსანდ კოცი.

პრორუსული წყარო „არხანგელ სპეცნაზა" ირწმუნება, რომ შესაძლოა, ქალაქი სულ მალე აიღონ უკრაინულმა ძალებმა, იქ განლაგებული სამხედროები კი დაატყვეონ. მათი ზუსტი რაოდენობაც უცნობია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×