თამთა ჩაჩანიძე
03.10.2022

დასავლელი პოლიტიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ პუტინის ბირთვული მუქარა სერიოზულად არ უნდა იყოს აღქმული, თუმცა ნაწილსთვის ეს შეშფოთებას იწვევს და ვერსიებიც კი გაჩნდა იმაზე, თუ როგორ შეიძლება უპასუხოს აშშ-მა რუსეთს უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოიყენების შემთხვევაში. მაგალითად, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორის დევიდ პეტრეუსის თქმით, ასეთ შემთხვევაში აშშ და მისი მოკავშირეები გაანადგურებენ რუსეთის ჯარებსა და საბრძოლო ტექნიკას უკრაინაში, ასევე ჩაძირავენ მის შავი ზღვის ფლოტს.

უკრაინაზე რუსების მხრიდან შესაძლო ბირთვული შეტევის თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც მოულოდნელად გაუჩინარდა სტრატეგიული დანიშნულების რუსული წყალქვეშა ნავი „ბელგოროდი", რომელსაც ბორტზე ექვსი ზებგერითი ბალისტიკური რაკეტა აქვს. მათგან თითოეულს ორ მეგატონიანი ბირთვული ქობინის ტარება შეუძლია.

არაა გამორიცხული, რომ ეს წყალქვეშა ნავი ამჟამად არქტიკის ზონაში იყოს. ეს სწორედ ის ადგილია, საიდანაც რუსებ შეუძლია ისე განახორციელონ უკრაინის დაბომბვა ბირთვული ქობინებით, რომ მათი რაკეტები ყველა ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო თვადაცვითი სისტემებისათვის მიუწვდომელი აღმოჩნდეს.

რუსების ბირთვულ შეტევაზე აშშ-ის შესაძლო პასუხთან დაკავშირებით საკუთარი ვერსია აქვს სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას. ის „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ასეთი პრეცენდენტი ჯერ არ მომხდარა და არც აშშ-ს აქვს უკრაინასთან ამ მხრივ რაიმე სამართლებრივი ვალდებულება. თუმცა, თუ რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენა, შესაძლოა სპონტანური გადაწყვეტილებები იქნას მიღებული და პასუხი მართლაც სერიოზული იყოს.

მაისაიას თქმით, შესაძლოა რუსეთი უკვე ემზადებოდეს უკრაინაზე ტაქტიკური ბირთვული დარტყმისათვის, რადგან, დასავლური მედიის ცნობით, მუდმივი ბაზირების ადგილიდან გაუჩინარდა რუსული წყალქვეშა ნავი, რომელსაც ბორტზე ექვსი ზებგერითი ბალისტიკური რაკეტა აქვს. მათგან თითოეულს ორ მეგატონიანი ბირთვული ქობინის ტარება შეუძლია. ფაქტიურად 12 მეგატონის ბირთვულ პოტენციალზეა საუბარი და არაა გამორიცხული, რომ ეს წყალქვეშა ნავი ამჟამად არქტიკის ზონაში იყოს.

პეტრეუსის ვერსია

უკრაინაზე რუსეთის ბირთვული შეტევის შემთხვევაში, აშშ და მისი მოკავშირეები გაანადგურებენ რუსეთის ჯარებსა და აღჭურვილობას უკრაინაში, ასევე, ჩაძირავენ მის შავი ზღვის ფლოტს, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს - აღნიშნა აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილმა დირექტორმა დევიდ პეტრეუსმა „ეიბისი ნიუსთან" საუბრისას.

„ჰიპოთეტურად რომ გითხრათ, ჩვენ ვუპასუხებდით ნატოს კოლექტიური ძალისხმევის ხელმძღვანელობით, რომელიც მიზანში ამოიღებს ყველა რუსულ კონვენციურ ძალას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და ამოვიცნობთ ბრძოლის ველზე უკრაინაში და, ასევე, ყირიმში და ყველა გემს შავ ზღვაში", - განაცხადა პეტრეუსმა.

კითხვაზე, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინაში მიიყვანს თუ არა აშშ-სა და ნატოს რუსეთთან ომამდე, პეტრეუსმა აღნიშნა:

„ეს არ იქნება სიტუაცია, რომელიც გამოიწვევს ალიანსის მე-5 მუხლის ამოქმედებას, რადგან უკრაინა ნატოს წევრი არ არის. თუმცა, ამის მიუხედავად, აშშ-სა და ნატოს პასუხი იქნება სათანადო".

პეტრეუსის თქმით, თუკი უკრაინაზე ბირთვული თავდასხმის შემთხვევაში რადიაცია გავრცელდება ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე, ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც ალიანსის წევრზე თავდასხმა და შესაბამისად, ამოქმედდეს ნატოს წესდების მე-5 მუხლი.

„აშშ-მა გადაწყვეტილება შეიძლება სპონტანურად მიიღოს..."

ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ პეტრიუსის მოსაზრებას თეორიულად არსებობის უფლება აქვს, თუმცა ასეთი პრეცედენტი ჯერ არ დაფიქსირებულა. ამასთან, არც აშშ-ს აქვს რაიმე სამართლებრივი ვალდებულება უკრაინასთან, მაგრამ თუ მაინც რუსეთმა ეს გარისკა, შესაძლოა აშშ-მაც საერიოზულად უპასუხოს.

„თეორიულად ყველა მოზასრებას აქვს არსებობის უფლება, მათ შორის პეტრეუსის. მგონია, რომ ამ მიმართულებით აშშ-ს და მთლიანად ნატოს ძალიან ფრთხილი პოლიტიკა ექნებათ. თუ რუსეთის ფედერაციამ სუბტაქტიკური იარაღი გამოიყენა, აშშ მხარე არაა და როგორ იმოქმედებს, ვერ ვიტყვი, მაგრამ თუ რუსეთმა სტრატეგიული დანიშნულების იარაღი გამოყენა და თუ უკრაინა მთლიანად გაანადგურა, ეს უკვე სხვა მომენტია. ბაიდენმაც თქვა, რომ ზომებს მივიღებთო.

„ეს პრეცენდენტი ჯერ არ დაფიქსირებულა და ამერიკა როგორ მოიქცევა, ამის გათვლა ცოტა რთულია, სამართლებრივად უკრაინასთან არანარი ვალდებულება არ აქვს. შესაძლოა მერე სპონტანური გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. თუ აშშ-ის ადმინისტრაცია ჩათვლის, რომ მის ეროვნულ ინტერესებს საფრთხე დაემუქრა, ან ამ დარტყმამ მის სტრატეგიულ მოკავშირეს მიაყენა ზიანი, მაშინ უკვე ნატოს ბირთვული დაგეგმარების კომიტეტის ფარგლებში მოხდება რეაგირება. თუმცა, რითი შეიძლება უპასუხონ, ამაზე სუაბარი ძნელია. ალბათ ადეკვატური და სერიოზული პასუხი იქნება", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

სად გაქრა „ბელგოროდი"

იმის შესახებ, რომ „ბელგოროდი" მუდმივი დისლოკაციის ადგილიდან ღია ზღვაშ გავიდა, ორშაბათს დილით გახდა ცნობილი, რის შესახებაც ნატოს სარდლობამ ალიანსის ყველა წევრს საგანგებო შეტყობინება გაუგზავნა. ნატოს განსაკუთრებულ შეშფოთებას ის იწვევს, რომ „ბელგოროდი" მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძნელად აღმოსაჩენ ატომურ წყალქვეშა ნავად ითვლება.

მისი სიგრძე 185 და სიგანე 15 მეტრია. წყალქვეშ გადაადგილების სიჩქარე - 60 კმ/სთ. წყალქვეშა ნავს შეუძლია 120 დღეს უპრობლემოდ გაძლოს წყლის ზედაპირზე ამოსვლის გარეშე. ამასთან, „ბელგოროდის" ძრავები უახლესი ტექნოლოგიითა დამზადებული, რაც მას სონარებისათვის პრაქტიკულად უჩინარს ხდის.

„ბელგოროდის" მოუკოდნელ გაუჩინარებაზე საუბრისას მაისაია ამბობს, რომ რუსეთისგან ბირთული საფრთხე უკვე რეალური ხდება.

„რუსეთმა ეს პროცესი უკვე დაიწყო - სტრატეგიული დანიშულების ბირთული წყალქვეშა ნავი „ბელგოროდი" გაუჩინარდა. ესაა „ა" კლასის ტიპის სუბმარინა, რომელსაც ბორტზე ექვსი ზებგერითი ბალისტიკური დრონი აქვს, თითოეულს ორი მეგატონა ბირთვული ქობინის ტარება შეუძლია, ფაქტიურად 12 მეგატონა ბირთვულ პოტენციალზეა საუბარი და, როგორც ჩანს, ის უკე არქტიკის ზონაშია.

„არქტიკის ზონიდან მისი გადაჭერა ფაქტიურად შეუძლებელია და წარმოუდგენელიც კია. ვერც აშშ და ვერც ნატო ამის გადაჭერას ვერ შეძლებს. ეს ნიშნავს, რომ პუტინმა უკვე ბირთვული ტრიადის ერთ-ერთი კომპონენტი მეორე დონის საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა.

„რუსეთის შავი ზღვის ფლოტი სტრატეგიული დანიშნულების სტრუქტურაა. მასზე თავდასხმა რუსეთის ტერიორიაზე ავტომატური თავდასხმაა და თუ აშშ-მა რუსეთს ამით უპასუხა, რუსეთი დამატებით ბირთულ ტრიადას გამოიყენებს და გაჩაღდება აშშ-რუსეთის ომი.

„ზოგადად, შლეგი პუტინისგან ყველაფერია მოსალოდნელი, თუ უკრაინაზე სუბტაქტიკური იარაღი გამოიყენა, ეს 0-დან 20 კილოტონამდე სიმძლავრისაა, რომელიც ჰიროსიმის ვარიანტი იქნება და სამ დიდ ქალაქს დაფარავს. ტაქტიკურია 20-დან 150 კილოტონამდე სიმძლავრის იარაღი, რაც უკვე სერიოზულია და შესაძლოა რადიაციული ფონი აღმოსავლეთ და ცნტრალურ ევროპასაც გასწვდეს", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×