ია აბულაშვილი
03.10.2022

ჭკუა ყოველთვის ჯობნის ძალას, ამაზეა აგებული ქართული ზღაპარი. მელიას არქეტიპული პორტრეტი არის ნაცარქექიასთან დამარცხებული ბაყ-ბაყ დევი - ასე აფასებს პოლიტკური მარკეტინგის სპეციალისტი, პროფესორი კახაბერ ჯაყელი „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ შიდა დაპირიპირებას.

ცნობისთვის, „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები და მხარდამჭერთა გარკვეული ნაწილი პარტიის თავმჯდომარეს ნიკა მელიას სააკაშვილის ციხიდან გამოსახსნელად არასაკმარისი აქტიურობისთვის აკრიტიკებენ და მის გადაგომას მოითხოვენ.

„დამარცხების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო გადაშენების გზაზე დამდგარი დინოზავრი, რომელიც გააცოცხლა ბიძინა ივანიშვილმა. მან სწორად და ცბიერად გათვალა, ფარად დაიყენა სამარცხვინოდ დამარცხებული პარტია. თავისუფალი ადგილი, ნაცვლად ძლიერ პარტიისა, დაიკავა დასუსტებულმა „ნაცმოძრაობამ“. მაგრამ, პოლიტიკურ სცენაზე მყარად ვერ დადგა.

„ამის ბევრი მიზეზი არსებობს. პოლიტტექნოლოგიის კუთხით თუ შევხედავთ, მთავარი მიზეზი ისაა, რომ პარტიას არ ჰყავს პოლიტკიურად გამოცდილი ლიდერი. პოლიტიკა სიტყვისმიერი მეცნიერებაა, პოლიტიკური ლიდერობა კი - ყველაზე საპასუხისმგებლო საქმე. პარტიის ლიდერები წერენ წიგნებს, შრომებს, სტატიებს.  დღეს ჩვენ რას ვხედავთ - პარტიის დიდერები არიან გამოუცდელი პოლიტიკოსები. პოლიტკური სიბეცის ნიშანია, რაც დღეს ჩვენს პოლიტიკაში ხდება. 

„რაც შეეხება მელია, რომელიც ბრძოლას ვერც პარტიის შიგნით იგებს და ვერც გარეთ, ის ნამდვილად გულანთებული მებრძოლი ახალგაზრდაა, მაგრამ ვერ გაიარა პოლიტიკური სკოლა. მელიას არქეტიპული პორტერტი არის ბაყ-ბაყ დევი, რომელიც მხოლოდ ძალას ეყრდნობა, ეშმაკი ნაცარქექია კი ჭკუით ამარცხებს. ასეთი ეშმაკი ნაცარქექიები ბევრია ოპოზიციაში და პოზიციაში. ამაზეა აგებული ეს ზღაპარი - ჭკუა ყოველთვის ჯობნის ძალას“, - განაცხადა „რეზონანსთან“ კახაბერ ჯაყელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×