ელზა პაპოშვილი
28.10.2022

ოპოზიციურ ველზე გარკვეული გადაჯგუფება შეინიშნება, თუმცა დიდ გაერთიანებაზე უარი ოპოზიციის ნაწილმა უკვე თქვა. ამ ეტაპზე თანამშრომლობაზე მხოლოდ  „სტარტეგია აღმაშენებელი“, „გირჩი -მეტი თავისუფლება“ და „დროა“ შეთანხმდნენ. ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ურეიტინგო პოლიტიკოსების გაერთიანების გარდა სხვა არც არაფერი პერსპექტივა არ ჩანს.  მათი ძირითადი ასპარეზი სოციალური ქსელი და ვირტუალური სამყაროა. საქმე საქმეზე რომ მიდგება, ქუჩაში ეს სამეული თავს 200 კაცსაც ვერ უყრიან.          

„რეზონანსი“: ოპოზიციაში გარკვეული მოძრაობა და გადალაგების მცდელობა შეინიშნება, თუმცა ჯერჯერობით თანამშრომლობა მხოლოდ ვაშაძემ, ხოშტარიამ და ჯაფარიძემ შეძლეს. როგორ უყურებთ მათ  შესაძლებლობებს?   

გია აბაშიძე: წლებია, რომ ამ დესტრუქციული პარტიის წარმომადგენელბს საერთო სახალხო მხარდაჭერა არ გააჩნიათ. ჰგონიათ, რომ სოციალურ ქსელში თუ ბევრი გამოხმაურება აქვთ, ეს ავტომატურად ელექტორატის განწყობებზე აისახება. ერთგვარად კუთხეში არიან მიმწყვდეულები და სასოწარკვეთილება აქვთ დაუფლებული. ხედავენ, რომ ვერაფერს აკეთებენ. სწორედ ამ სუბიექტების - ვაშაძის, ჯაფარიძის და ხოშტარიას - დამსახურებაა, რომ უკრაინასთან ურთიერთობა გაფუჭდა. ე.წ. ცნობილი სანქციების სიაზე სწორედ მათ იმუშავეს. ხოშტარია, ვაშაძე ჯაფარიძე, მუდმივად უკრაინის მაღალჩინოსნებთან მუშაობენ იმისთვის, რომ უკრაინასთან ურთიერთობა დააზიანონ. ეს სასოწარკვეთილი სუბიექტები ყოველდღიურად ცდილობენ ჩვენს ქვეყანას ჩირქი მოსცხონ. მავნებლობის გარდა სხვა არაფერს აკეთებენ. მათი ფუნქცია მხოლოდ ისაა, საქართველოს სახელი ქვეყნის გარეთ მაქსიმალურად დააზიანონ. 

„რ“: როგორ ფიქრობთ, რატომ თქვეს უარი „ნაცმოძრაობამ“ და „ლელომ“ ამ  გაერთიანებას შეერთებოდნენ? 

გ.ა: „ნაციონალებს“ ახლა საკუთარი პორბლემებიც თავზე საყრელად აქვთ. ამიტომ დამატებით ამ პატარა პარტიების აკიდება აღარ უნდათ. ფაქტია, რომ ასეთი ე.წ. დიდი ოპოზიციური გაერთიანებები არ ამართლებს. მსგავსი გაერთიანება არაერთხელ ვნახეთ, რომელმაც არც არაფერი მოიტანა. პირიქით, პატარა პარტიები დააზიანა და მათი რეიტინგი სადამდეც არის დაშვებული, ვხედავთ. სავარაუდოდ, ახლა ცდილობენს, 2024 წლის არჩევნებსითვის თავი გაიდაირჩინონ და 5%-იანი ბარიერი გადალახონ. სხვა მათი ინტერესი არაფერია. ყველა თავის გადარჩენაზე ფიქრობს. მეორეს მხრივ კი „ლელომ“ დაინახა, რომ ენმ-თან თანამშრომლობამ ზიანის მეტი არაფერი მოუტანა. ამიტომ მსგავს შეცდომას კიდევ ხომ არ დაუშვებენ. 

„რ“: ჯაფარიძე და ვაშაძე სტრასბურგიდან დაბრუნებულები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმარ ევროკომისიის წარმომადგენლები სკეპტიკურად არიან განწყობილები და დიდი ალბათობით კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი პასუხი არ იქნება. ხელისუფლება კი მათ ქვეყნის რეპუტაციის დაზიანებაში ადანაშაულებს... თქვენი  დაკვირვებით, რამდენად რეალურია ოპოზიციის ლიდერების განცახდებები?  

გ.ა: არაერთხელ ვნახეთ დესტრუქციული ოპოზიცია საქართველოს წინააღმდეგ შავი პიარით როგორ არის  დაკავებული. გიორგი ვაშაძე ამერიკიდან რომ ჩამოვიდა, მაშინაც ამტკიცებდა, ამერიკა საქართველოს ხელისუფლების წანააღმდეგ სანქციებს იწყებსო, მაგრამ სიმართლე არ აღმოჩნდა. გიორგი ვაშაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და სხვა ოპოზიციის ლიდერები დღეს საქართველოში პოლიტიკურად სრულიად გაკოტრებულები არიან. ამიტომ, ცდილობენ რამენაირად ე.წ. პოლიტიკური ლეგიტიმაცია უცხოეთში  მოიპოვონ.  

„რ“: ანუ ეს სამი ლიდერი ცდილობს, რომ ევროპაში ხელისუფლების  წინააღმდეგ იმოქმედონ? კონკრეტულად რაზეა საუბარი? 

გ.ა: დიახ, ეს სრულიად განულებული პოლიტიკოსები ცდილობენ, რომ ქვეყანას იმიჯი გარეთ გაუფუჭონ და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან რას აღარ ლაპარაკობენ. სულაც არ ადარდებთ ამით ქვეყნის იმიჯი დაზიანდება თუ არა და რა სახის ზიანი მიადგება. თავისი პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილებას, რომელსაც საქართველოში ვეღარ ახერხებენ, ევროპარლამენტარებთან ცდილობენ. უნდათ, რომ ამ ფორმით პოლიტიკური ლეგიტიმაცია მიიღონ. თუმცა სასაცილოა, რადგან მათ ლეგიტიმაციას ევროპელები კი არა,  ქართველი ხალხი აძლევს, რომელსაც ეს განულებული პოლიტიკოსები აღარ აინტერესებს. აქედან გამომდინარე, მათი უაზრო, მაგრამ გარკვეულიწილად ქვეყნისთვის დამაზიანებელი შავი პიარი გრძელდება. თუმცა შემდეგ უკვე ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები იძულებულები ხდებიან, რომ ეს ბზარები ამოავსონ. აქედან გამომდინარე, საზოგადოება უნდა ელოდოს, რომ მათგან ბევრ სხვა ტყუილებსაც მოვისმენთ.    

„რ“: რა სახის ზიანზეა საუბარი და რამდენად იჯერებენ ევროპარლამენტარები ვაშაძის, გირჩის და სხვა ოპოზიციური ლიდერების ნათქვამს? რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის რომ მათი ნათქვამი ნაკლებად დამაჯერებელი იყოს? 

გ.ა: ევროპაშიც და ამერიკაშიც ინფორმაციას ყველა წყაროდან იღებენ. ისინი უსმენენ, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე ევროკავშირის ელჩებს და საელჩოს წარმომადგენლებს. თავად ევროპელებმაც კარგად იციან, ვინ რას წარმოადგენს და საქართველოში მოსახლეობის რა სახის მხარდაჭერით სარგებლობენ.   

ვაშაძეს რადგან დეპუტატის სტატუსი აქვს, მას ხვდებიან, მაგრამ ზურაბ ჯაფარიძე იქ რა სტატუსით იყო და რა როლში წარმოდგენილი, არ ვიცი. სავარაუდოდ, ჯაფარიძე ძველი კავშირებით, რაღაცა ლობისტური ხრიკებით ცდილობს, რომ ვითომ ეპიცენტრშია და მათ აზრს ევროპაში ვინმე უსმენს. რამდენიმე  დღე შესაძლოა საზოგადოება ტყუილით კვებონ, მაგარამ ხალხის მათ ერთ სიტყვასაც არ იჯერებს. ეს ადამიანები მხოლოდ დეზინფორმაციით არიან დაკავებულები და მათ სიტყვას თუ ქმედებას საზოგადოებაში არანაირი წონა არა აქვს. მათ პოლიტიკური კაპიტალიდან არაფერი აღარ დარჩა. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×