თამთა ჩაჩანიძე
28.10.2022

ფრონტის ხაზზე ხერსონი ისევ ერთ-ერთი ცხელი წერტილია, მდინარე დნეპრის სანაპიროზე გააფთრებული ბრძოლებია. როგორც ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს, ოლქის საკვანძო ადგილები უკრაინელებმა დაიკავეს. მდინარესთან კი რუსული ჯარების მნიშვნელოვანი დაჯგუფება ჰყავთ მიმწყვდეული. ამასთან, ამბობს, რომ ფრონტის ხაზზე რუსებს წარმოუდგენელი ქაოსი აქვთ, ბრძოლაში გამოცდილი რუსი სამხედრო ნაწილის გვერდზე ისეთებიც არიან, რომლებიც გაწვევის სისტემაში საერთოდაც ორი დღის წინ მოხვდნენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროზე რუსულმა ძალებმა პოზიციები 1000-მდე მობილიზებული ჯარისკაცით გააძლიერეს.

უწყებისვე ცნობით, ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან ევაკუაცია გრძელდება და რუსებს სამედიცინო აღჭურვილობა ე.წ. „ნაციონალიზებულ" დაწესებულებებში გადააქვთ.

როგორც მამუკა არეშიძე ამბობს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეორგანიზაციის რეჟიმშია, რუსებს კი ფრონტი კბილებით უჭირავთ. რაც შეხება უკრაინელების პოზიციას, მიუხედავად იმისა, რომ საკვანძო წერტილები მათ ხელშია, იმის რესურსი ჯერ არ აქვთ, რომ მასშტაბური კონტრშეტევა წამოიწყონ, ისეთი, როგორიც ხარკოვის ან ხერსონისკენ ჰქონდათ.

„მდინარის იქითა ნაპირზე უკრაინელებმა ბევრი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, მაგრამ არის უბნები, სადაც რუსებმა უფრო ძლიერი თავდაცვის ზღუდეები შექმნეს და ამის დაკავება უკრაინელებმა ჯერ ვერ მოახერხეს. რუსებს ფრონტი კბილებით უჭირავთ, შედარებით უფრო ორგანიზებულები არიან, ვიდრე რამდენიმე კვირის წინ, მაგრამ საბოლოო ჯამში ფრონტის შენარჩუნება არასანდოა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის გამო. ჯერ ერთი ძალიან ეკლექტური შემედგენლობაა, ისეთებია, რომლებიც პარალელურ დაქვემდებარებაში არიან - რაღაც ნაწილები თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარება, რაღაც შსს-ს. საბოლოო სარდლობა კი თავდაცვის სამინისტროსია, მაგრამ მაინც ნახევრად ანარქიული მდგომარეობაა.

„უკრაინელებს უკვე აღარ აქვთ რესურსი იმისა, რომ ისეთი მასშტაბური შტევები წამოიწყონ, როგორიც ხარკოვის, ან რამოდენიმე ხნის წინ ხერსონის მიმართულებით იყო, თუმცა უპირატესობა უკრაინელების მხარესაა", - განაცხადა არეშიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×