ია აბულაშვილი
31.10.2022

ქვეყანა მზად არის იმისთვის, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების დემონტაჟი მოახდინოს; შესაძლებელია ოპოზიციური პარტიების გაერთიანება და ხელისუფლების წინააღმდეგ საერთო სტრატეგიის დადება - ასეთია ოპოზიციის ნაწილის გეგმა, რასაც უმრავლესობა უნდობლობას უცხადებს და პრიორიტეტად საკუთარი პარტიის გაძლიერებას მიიჩნევს.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ოპოზიციური სპექტრი ერთხელ უკვე იყო "შესაშურად შეკრული", მაგრამ ერთობის დარღვევაში დიდი წვლილი მიუძღვის თავად "ნაცმოძრაობას" და პარტინორების არასწორ დამოკიდებულებას. "ყველაფერი გააკეთეს, იმისთვის, რომ დაერწმუნებინათ ადამიანების ნაწილი შესულიყვნენ პარლამენტში და დაირღვა ბოიკოტი"- ამბობს მელია.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოუწოდებს ოპოზიციას დატოვოს პარლამენეტი.

"ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც თანამშრომლობაზე იტყვის უარს, მოახდენს ხელისუფლების ლუსტრაციას, გამოიყვანს ოპოზიციას პარლამენტიდან და დაძაბავს სიტუაციას, არის პოზიტიური და მისაღები. პირველ რიგში უნდა დატოვოთ პარლამენტი. ეს არ გადაწყვეტს სიტუაციას, მაგრამ ეს დაძაბავს სიტუაციას და მოახდენს ლუსტრაციას. ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომლისგანაც 24-საათიან ლანძღვას ვიგებთ ჩვენს ხელისუფლებაზე, ამ ნაბიჯში წამოგვყვებიან"- აღნიშნა მარგველაშვილმა "ტვპირველის ეთერში".

დღეის მოცმეულობით, 24 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დიდი ოპოზიციური გაერთიანება სავარაუდოდ არ შედგება, მაგრამ მიუბრუნდება თუ არა ოპოზიცია უკვე არაერთხელ ნაცად ხერხს - ბოიკოტს ჯერ უცნობია.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ ბოიკოტზე ფიქრი გონივრული ნაბიჯი არ იქნება და ოპოზიცია უფრო "გაფარჩაკდება".

"რას ხედავს ოპოზიცია ხელისუფლების წინააღმდეგ სერთო სტრატეგიის დადებაში არ ვიცი. ფაქტია, რომ სრულიად გაუგებარი და ნაჩქარევი აღმოჩნდა, სამი პარტიის განცხადება გაერთიანებასთან დაკავშირებით. არასწორად იყო გაკეთებული, რადგან, თუ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს ელპარაკებიან, წინასწარ უნდა ყოფილიყო შეთანხმება. ტელევიზიით რომ მეტყვი მოდიო, არ მოვალ. როცა ასეთ სერიოზულ ნაბიჯს დგამ, წინასწარ უნდა მოსინჯო ნიადაგი, რა ეფექტი ექნება. პიარისთვის ხომ არ უნდა გააკეთო, ორი დღე რომ იტივტივოს გვარებმა.

"რაც შეეხება ბოიკოტის თემას, ფიქრი ბოიკოტზე არაფრის მომტანია. არ იქნება გონივრული ნაბიჯი. თუ გაფარჩაკებაზეა ლაპარაკი, ოპოზიცია მართლაც გაფარჩაკდება. 2008 წელს ფართომასშტაბიანი აქციებიც იმართებოდა და ოპოზიციამ მანდატებიც დახია, მაგრამ ხელისუთლება დათმობაზე არ წავიდა. იგივეს ვეუბნები ბოიკოტის მიმდევრებს, "ქართლი ოცნება" არ წავა დათმობაზე, არ წავა რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე, მაშინ რა გარანტია აქვთ, რას მოუტანს ბოიკოტის გამოცხადება.

"ბოიკოტი ერთხელ ხომ ცადეს, მერე შევიდნენ პარლამენტში. შესვლა არ უნდა ყოფილიყო ფორმალური, საბრძოლველად უნდა შესულიყვნენ. სისულელეა ფიქრი იმაზე, რომ პარლამენტს თუ მიატოვებენ და ქუჩაში გამოვლენ, ვაიძულებთ დასავლეთს მხარი დაგვიჭიროს, უარი უთხრას ივანივშილსო;

"საერთაშორისო პოლიტიკას მაინც გადახედონ. ბიკოტის რეჟიმში კი არ უნდა გადავიდნენ, მუშაობის სტილი უნდა შეცვალონ პარლამენტში, უფრო გააქტიურდნენ და დაძაბონ სიტუაცია, ვიდრე ქუჩაში, ქუჩაში ვერაფერს ვერ ააგორებენ. ყველაზე კარგი ვარიანტი არის, პარლამენტში მუშაობის გააქტიურება და პატარა პარტიების გამსხვილება"- განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე დარწმუნებულია, რომ ბოიკოტის პრინციპს დასავლეთი მხარს არ დაუჭერს.

"ბოიკოტის პრინციპს დასავლეთი მხარს არ დაუჭერს. მხოლოდ იმის ძახილი "ოცნება" უნდა წავიდეს, საკმარისი არ არის. საპარლამენტო ოპოზიციამ მუშაობა უნდა გააქტიუროს პარლამენტში, მითუფრო, რომ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით მიდის მუშაობა.

"ოპოზიციამ უნდა გააძლიეროს საინფორმაციო პოლიტიკა, უთხრას საზოგადოებას რას სთავაზობს. რას შეცვლის, ენერგეტიკის კუთხით, გადასახადების დაწევასის, თუ თავისუფალი ეკონომკიური ზონის შექმნასთან დაკავშირებით. სასაუბრო თემები ბევრია, ბოიკოტის თემა კი სუსტია"- განაცხადა "რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×