თეონა ვეშაგური
03.11.2022

თეთრი სახლი ჩრდილოეთ კორეას რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მხარდაჭერაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ჩრდილოეთი კორეა შესაძლოა რუსეთს საიდუმლოდ აწვდის საარტილერიო ჭურვებს. ინფორმაციას ამის შესახებ სიენენი ამერიკის დაზვერვასა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერის ჯონ კირბის განცხადებით, ჩრდილოეთი კორეა ცდილობს, ვითარება ისე წარმოადგინოს, თითქოს შეიარაღება ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში იგზავნება, მაგრამ სინამდვილეში ის რუსეთისთვის არის განკუთვნილი.

საყურადღებოა, რომ სექტემბერში ამერიკის დაზვერვა ასევე იტყობინებოდა რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეაში საარტილერიო ჭურვებისა და უმართავი რაკეტების შესყიდვის შესახებ.

ახალ გასაჯაროებულ სადაზვერვო მონაცემებში არ არის იმაზე ლაპარაკი, კონკრეტულად რა რაოდენობის შეიარაღების მიწოდებას აპირებს კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა რუსეთისთვის. მაგრამ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ თქვა, რომ აშშ განაგრძობს ჩრდილოეთ კორეიდან იარაღის შესაძლო მიწოდებისთვის თვალის დევნებას.

გარდა ამისა, თეთრი სახლი არ აკონკრეტებს თუ რა გზით ხდება ტრანსპორტირება და დასავლური ქვეყნები შეეცდებიან თუ არა ამ გადაზიდვების შეჩერებას.

რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ ამ ინფორმაციაზე.

მანამდე, რუსეთმა ირანიდან დრონების დიდი პარტია მიიღო, რასაც მასობრივად იყენებს უკრაინული ქალაქების, სამხედრო სამიზნეებისა და ინფრასტრუქტურის დასაბომბად. მეტიც, გავრცელდა ცნობები, თითქოს ირანელი ინსტრუქტორები ყირიმში ჩაფრინდნენ, რათა რუსებს დრონების ოპერირება ასწავლონ. გარდა ამისა, არის ინფორმაცია, თითქოს რუსეთმა ზოგიერთი ირანული დრონის წარმოება საკუთარ ტერიტორიაზე დაიწყო.

 

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×