ელზა პაპოშვილი
03.11.2022

ოპოზიციის ნაწილი პარალმენტის დატოვების შესახებ კვლავ ალაპარაკდა, თუმცა ნაწილისთვის  ეს იდეა მიუღებელი და პოლიტიკურად არაფრის მომცემია. ეს თემა კი აქტულური მას შემდეგ გახდა, რაც ამისკენ ოპოზიციას ექს-პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოუწოდა. 

მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ თუკი ოპოზიცია პარალმენტს დატოვებს, მაშინ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დაიწყებს, ეს სიტუაციას დაძაბავს და დასავლეთი იძულებული გახდება ოპოზიციის გადაწყვეტილება მიიღოს, ხოლო  ხელისუფლებაზე  ზეწოლას გააძლიერებს.  

მის ამ ნათქვამს ოპოზიციაშიც და ხელისუფლებაშიც არაერთგვაროვანი განცხადებები მოჰყვა. ვინც მარგველაშვილის წინადადება დადებითად აღიქვა, ეს თაკო ჩარკვიანი, „სტრატეგია აშმაშენებელი“ იყო. ხოლო „ლელოს“  და „ნაციოანლური მოძრაობისთვის“ ეს მოწოდება პოლიტიკურად მიუღებელი აღმოჩნდა.  

თუმცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია მიიჩნევს, რომ „დეპუტატების მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა პარლამენტის დატოვებაზე ხელისუფლება ჩიხში უნდა შეიყვანოს და სახელმწიფო ჩიხიდან უნდა გამოიყვანოს.“

„ვაცნობიერებ, რომ ოპოზიციურ პლატფორმაზე არის განსხვავებული პოზიციები ამ საკითხზე. მე გიორგი მარგველაშვილის მოსაზრებას პატივს ვცემ, ისე როგორც სხვა ადამიანის მოსაზრებას, რომელსაც განსხვავებული პოზიცია აქვს. მე მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ქართული ოპოზიციის რეალობის, რუსული რეპუტაციის პარლამენტის დატოვება უნდა ნიშნავდეს ხელისუფლებისთვის კრიზისის,“ - განაცხადა მელიამ.   

მათი გასვლით არც არაფერი მიემატება პარლამენტს და არც დააკლდება - მათი თვითმიზანია, ხელი შეუშალონ ევრორეკომენდაციების პირველივე პუნქტის შესრულებას,- დააკომენტარა ვაშაძის განცხადება პარლამენტის დატოვებაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი ასე გააგრძელებს 12 პუნქტის შესრულების საბოტაჟს.

„მათ პარლამენტში ყოფნას არავითარი აზრი არ აქვს - ვაშაძის, ჯაფარიძე თუ არ ვცდები, გასულია უკვე, გასვლით არც არაფერი მიემატება პარლამენტს და არც არაფერი დააკლდება. რაც შეეხება მათ უხამს და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, აქედან ჩანს რა? - 12 პუნქტიდან პირველი არის დეპოლარიზაცია, მათი ერთ-ერთი თვითმიზანი ის არის, რომ ხელი შეუშალონ პირველივე პუნქტის შესრულებას. ისინი ასე გააგრძელებენ მოქმედებას, გააგრძელებენ 12 პუნქტის შესრულების საბოტაჟს, ეს არის მათი არჩევანი, საზოგადოება გამოიტანს დასკვნებს ამ ყველაფრიდან,“ - განაცხადა კობახიძემ. 

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბიარძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება. პირიქით, თუ ახლა სადმე სიტუაციაა  გასამწვავებელი და ტრიბუნა გამოსაყენებელი, ეს პარლამენეტია. ამიტომ ოპოზიციამ უნდა გაანალიზოს, თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს საზოგადოებაში პირიქით, უკურეაქციას გამოიწვევს. რაც შეეხება დასავლეთზე გათვლას, მათ ახლა საქართველოსთვის არ სცალიათ და უკრაინის ომის გამო ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკა ნაკლებად ადარდებთ. მითუმეტეს თუ ხედავენ, რომ ხალხი ოპოზიციას არ მიჰყვება და ეს საერთო სახალხო ნება არ არის.  

„კი ბატონო, დატოვა პარლამენტი ოპოზიციამ, მერე? რა იქნება ამის შემდეგ? ამაზე ვინმე ფიქრობს? რისი ლუსტრაცია უნდა მოხდეს და როგორ უნდა დაიძაბოს ქვეყანაში პოლიტიკა, თუკი ეს გადაწყვეტილება ხალხის სურვილის საწინააღმდეგოდ მოხდება? ბოლო გამოკითხვებიდანაც კარგად ჩანს, რომ ხალხს არ სურს არანაირად, რომ პარლამენტი ოპოზიციამ დატოვოს. პირიქით, მოსახლეობა ითხოვს, რომ მათ იქ იმუშაონ და მინიჭებული მანდატები გამოიყენონ. ამის მაგივრად რას აკეთებენ? დადიან ოპოზიციურ  არხებზე და ხალხს მოძღვრავენ. ეჩხუბებიან, რომ მათი ბარლია, რადგან „ოცნება“ ხელისუფლებიდან ვერ გაუშვეს. რეალობა კი ისაა, რომ ხალხს ხელისუფლება არ უნდა, მაგრამ მასზე ძალიან ოპოზიცია არ მოსწონს.

ხალხს არჩევანი ისევ „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის უდგას, ამიტომ საქმე-საქმეზე რომ მიდგება, ისევ „ოცნებას“ ირჩევს. რაც შეეხება დასავლეთს, ახლა ვინმეს საქართველოსთვის სცალია? პირიქით, თუ ახლა დასავლეთ საქართველოში რამე არ აწყობს, ეს სიტუაციის  დაძაბვა და ქვეყანაში შიდა არეულობაა. ამიტომ დასავლეთმა ხელისულებაზე, ძალიან მაინტერესებს, ზეწოლა როგორ უნდა მოახდინოს, როცა ხედავენ, რომ ხალხი ოპოზიციას არ მიყვება და ოპოზიცია არ უნდათ? ამიტომ არის, რომ 10 წელი ერთიდაიგივე მოჯადოვებულ წრეზე ვტრიალებთ. ოპოზიციაში  ვერ გაანალიზეს, რომ მათი გადაწყვეტილებები ხალხზე უნდა იყოს მორგებული და არა მათ დღის წესრიგზე“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×