ია აბულაშვილი
14.11.2022

"ნაციონალურ მოძრაობაში" შიდაპარტიული არჩევნებისთვის მზადება ოფიციალურად დაიწყო, შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელმაც უნდა შეიმუშავოს არჩევნების ისეთი წესი, რომ აჩევნების შედეგების სანდოობასთან და გამარჯვებულ კანდიდატთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არავის გაუჩნდეს.

ჯგუფში სულ შვიდი წევრია, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" ვეტერანი გია ბარამიძე ხელმძღვანელობს. როდის და რა ფორმით ჩატარდება არჩევნები უცნობია; სამუშაო ჯგუფში უკვე შეჯერდნენ, რომ არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდება, მაგრამ საბოლო ვერსიაზე გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭო მიიღებს.

რაც შეეხება კანდიდატებს, ორად გაყოფილი პარტიიდან ერთ-ერთი ფრთა თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას განიხილავს, რომელის უკან, გავრცელებული ინფორმაციით, კეზერაშვილი და მერაბიშვილი დგანან. ხაბეიშვილს ამ დრომდე თავისი კანდიდატურა ოფიციალურად არ დაუყენებია. თავმჯდომარის პოსტის შესანარჩუნებლად ისევ იბრძოლებს ნიკა მელია. კანდიდატებს შორის არიან გიორგი ჩალაძე და გიორგი მუმლაძე.

პარტიაში პირობას დებენე, რომ საზოგადოებას აჩვენებენ კონსოლიდაციას და დროზე გადაწყვეტენ თავმჯდომარის საკითხს, ანუ სავარაუდოდ დეკემბრის შუა რიცხვებისთვის დასრულდება ეს პროცესი, რადგან "არ აქვთ ბევრი ფუფუნება, პროცესი მაქიმალურად გაიწელოს"- ამბობენ პარტიის ლიდერები.

"სასურველია, რომ კამპანია ჩატარდეს კორექტულობის ფარგლებში, ისე როგორც ეს შეჰფერის "ნაციონალური მოძრაობის" ტრადიციას. "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი გააკეთებს სწორ არჩევანს და შეარჩევს ისეთ ადამიანს, რომელსაც ამომრჩევლის მხრიდან ექნება მხარდაჭერაც, მაღალი ლეგიტიმურობაც, სანდოობაც და შემდგომში ადეკვატურად უპასუხებს გამოწვევებს, რაც დღეს დგას "ნაციონალური მოძრაობის" წინაშე"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე.

" ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს ეხმაურება მმართველი გუნდი. "ოცნებაში" აცხადებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არსებულ კრიზისს ვერ გადალახავს; ამ დრომდე ვერ გამოკვეთა ახალი ლიდერი, ძველ სახეებზე აქცენტის გაკეთება კი წინსვლის საწინდარი ვერ იქნება;

ვინ ჩაუდგება ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას სათავეში და საით წავა პროცესები, პოლიტოლოგებსა და ექსპერტებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ. პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ არჩევნების ჩატარება რთული ამოცანაა, მით უფრო ელექტრონული არჩევნების.

"არჩევნების ჩატარება რთული და შრომატევადი სამუშაოა, მითუფრო ელექტრონული არჩევნების. ჯერ-ჯერობით, როგორც ჩანს მიდის კანდიდატების შერჩევა, რასაც დრო ნამდვილად დასჭირდება. როგორც "ნაცონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, პროცესი დეკემბერში უნდა დასრულდეს.

რა შეეხება იმას, თუ რამ განაპირობა ასე სწრაფად არჩევნების ჩატარების აუცილებლობა. შეიძლება ვიღაცას უნდოდა ინიციატივის ხელში აღება. ოპოზიცია ხელისუფლებისგან მოითხოვს არჩევნების ჩატარებას და რა დიდი პრობლემაა პარტიაში არჩევნების ჩატარება მოითხოვონ. მეორე ვარიანტი არის, ის, რომ ახლოვდება 2024 წლის არჩევნები. მომავალი წლის შემოდგომამდე პარტიებს აქვთ მონევრირების საშუალება, შემდეგ უნდა დაიწყოს საარჩევნო კამპანია. ცოტა დრო რჩებათ პარტიული სისტემის გადასაწყობად. ასევე საჭიროა მოისნჯოს მიმართულებები. კარგი იქნება თუ "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებამდე არ გაიყოფა, ამის იმედი მაქვს"- განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

პოლიტოლოგი რამაზ საყარალიძე ფიქრობს, რომ დაპირისპირებული მხარეები შეეცდებიან პროცესი გაწელონ.

" ვის დარჩება გამარჯვება, პროგნოზის გაკეთება ძნელია, რადაგან "ნაცმოძრაობაში" არ არის საქმე, საქმე მიხეილ სააკაშვილშია. მიშა თუ იტყვის, მე ამის გვერდით ვდგავარო, მას ექნება რეიტინგი. დღეს მიშას აქვს დროის გაყვანის ტაქტიკა აღებული. სურს ნახოს ვის მხარეს გადაიხრება გამაჯვების სასწორი.

პარტიის ზედა ეშელონებში შეიძლება სააკაშვილის მდგომარეობა არც აღელვებთ, მაგრამ დაბალ ეშელონებში, რომელთაც უყვართ მიშა, მათთვის მიშას სიყვარული გრძელდება; მიშას სიყვარულის მატარებულ ადამიანებზე დგას პარტია და არა პარტიული ელიტა. რაც შეეხება არჩევნებსითვის მზადებას და ახალ წესებს, "ნაცმოძრაობას" ერთმანეთთან ბრძოლაშიც ახალი არაფერი უთქვამს, აგრძელებს აგრესიულ სტილს. იბრძვის არა ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ვინ იქნება ლიდერი. მრჩება შთაბაჭდილება, რომ მოქმედი პირები ვინც ამ პროცესში არიან ჩართული, დროის გაყვანა სურთ, რადგან არ იციან საით წავა პროცესები, რომ იქით აიღონ გეზი"-განაცხადა "რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×