თეონა ვეშაგური
16.11.2022

დონალდ ტრამპმა 2024 წლის აჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წარადგინა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თანაშემწეებმა აღნიშნულზე ოფიციალური განაცხადი უკვე შეიტანეს. ექსპერტი კახა გოგოლაშვილი "რაზონანსთან" ამბობს, რომ 2024 წლის არჩევნებში ტრამპის გასვლა თავად აშშ-საც კარგს არაფერს მოუტანს.

ტრამპმა არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, ფლორიდაში მის რეზიდენციასთან შეკრებილ მხარდამჭერებსაც განუცხადა.

„ამერიკის დაბრუნება ზუსტად ახლა იწყება" - განაცხადა ექსპრეზიდენტმა.

რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებულ შტატებს 2017-დან 2021 წლამდე მართავდა. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ის ჯო ბაიდენთან დამარცხდა.

გოგოლაშვილის თქმით, 2024 წლისთვის უკრაინაში ომი დასრულებული იქნება, ხოლო საქართველო ისედაც არ არის პრიორიტეტი ტრამპისთვის. მეტიც, მისი მიდგომები და პოლიტიკა კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა, რაც თავად ამერიკის შეერთებულ შტატებსაც კარგს არაფერს მოუტანს. ამასთან, ნაკლები შანსია იმისა, რომ ტრამპმა იმ დროისთვის საერთოდ შეძლოს არჩევნებში მონაწილეობა.

„ერთი, რომ 2024 წლისთვის უკრაინაში ომი დასრულებული იქნება. მეორეს მხრივ, სენატში და კონგრესში ჩატარებული ახლანდელი არჩევნების შემდეგ, არ მგონია ტრამპმა პრაიმერისი გაიაროს და რესპუბლიკელებმა ის წამოაყენონ საპრეზიდენტო კანდიდატად. ფლორიდის ახლანდელ გუბერნატორს, რონ დესანტისს უფრო მეტი შანსები აქვს ვიდრე ტრამპს.

„მთლიანობაში ტრამპის არჩევნებში გამარჯვება, თუ ეს მოხდა, ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნის თავად აშშ-ს, იმიტომ, რომ მისი მიდგომები და პოლიტიკა კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა, მას შემდეგ რაც პრეზიდენტი აღარ არის. უკრაინასთან მიმართებაშიც კარგად ვიცით მისი დამოკიდებულება. მისი ინტერესია მთელს სამყაროსთან ვაჭრობა განავითაროს. ცხადია ისიც, რომ მისთვის საქართველო პრიორიტეტი ნამდვილად არ იქნება". - განაცხადა გოგოლაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×