თამთა ჩაჩანიძე
16.11.2022

ვარჰეიმ არცერთ კონტექსტში არც პატიმარი სააკაშვილი და არც პატიმარი გვარამია არ ახსენა. ეს თემა იქვე მოიხსნა, რომ თითქოს ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ ეს ორი ადამიანი ე.წ. პოლიტპატიმარია და მათ დაუყოვნებლივ გამოშვებას მოითხოვენ. ევროპის აღმასრულებელ სტრუქტურებში საქართველოში მიმდინარე პროცესებს ძალიან ჯანსაღად ხედავენ და აბსოლუტურად ობიექტურ განცხადებებს აკეთებენ - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ განაცხადა, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის საქართველოში ვიზიტსა და ამაზე ოპოზიციის შეფასებებზე საუბრისას.

ვარჰეის ვიზიტს ოპოზიციის ნაწილისგან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა, როგორც „ლელოს" ლიდერმა სალომე სამადაშვილმა თქვა: „ოლივერ ვარჰეი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანისპარტიის მიერაა წარდგენილი, ორბანის პარტია კი განეკუთვნება ევროსკეპტიკოსების რიგებს და ეს არ არის ის გზა, რომელიც საქართველოს მოუტანს ევროპულ პერსპექტივას".

როგორც გია აბაშიძე ამბობს, რა გზავნილებიც ვარჰეიმ საქართველოში ვიზიტისას გააჟღერა, ეს ბრიუსელის ოფიციალური მოსაზრება და შეფასება იყო.

„რადიკალურმა ოპოზიციამ საკუთარი ბუნება ახლა უკლე ევროპულ პოლიტიკურ ელიტებს აჩვენა. ვეროკომისრის დამუნათება იმის ამო, რომ მისი განცხადებები ენმ-ს და რევანშისტების დღის წესრიგს არ ემთხვევა, იმაზე მიუთითებს, რომ ისინი არა პოლიტიკოსები, არამედ პოლიტიკანები არიან.

„ისინი ევროკავშირის აღმსარულებელი სტრუქტურის, ევროკომისიის წარმომადგენელს ამუნათებენ, რომელიც არა თავისი სახელით, არამედ ბრიუსელის საერთო გზავნილებით ლაპარაკობს. თუ ე.წ. პროევროპულ ოპოზიციას მიაჩნია, რომ ევროკავშირი საქართველოს მიმართ მხოლოდ კრიტიკული უნდა იყოს, ძალიან ცდებიან.

„ევროკავშირი და სხვა მძლავრი დასავლური ინსტიტუტები სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, ქვეყანაში ვითარებას ობიექტურად აფასებენ. ეს ოლივერ ვარჰეის პირადი მოსაზრებები არ იყო, ეს იმ ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომელიც მას ბრიუსელის ანალიტიკოსებმა მოუმზადეს და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან მიიღეს.

„სალომე სამადაშვილის განცხადებები ორმაგად სამარცხვინოა, წლების განმავლობაში ბრიუსელში დიპლომატად მუშაობდა და იქაური სპეციფიკა მშვენივრად იცის. თუ სამადაშვილმა ფსკერის დონის პოლიტიკოსის თამაში გადაწყვიტა, ეს მისი ნებაა, თუმცა როცა ამბობს, თითქის ვარჰეის შეიძლება პოლიტიკური მომავალი არ ჰქონდეს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან სავალალო მდგომარეობაშია. ერთი, რომ თაღლითების პარტია „ლელოშია" და მეორე, აკეთებს იმ განცხადებებს, რომელიც მის განათლებას და გამოცდილებას ნამდვილად არ შეესაბამება. აქედან გამომდინარე, შეიძლება თამამად ითქვას, რომ თავად სამადაშვილს ქართულ პოლიტიკაში შინაარსიანი მომავალი არ აქვს.

„როგორც ბატონმა ვარჰეიმ თქვა, რასაკვირველია ქვეყანაში პროგრესი არის, მაგრამ სხვადასხვა ამოცანებია მისაღწევი, რომლის შესასრულებლად, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და მოწოდებაც იყო, რომ ამაში ოპოზიციაც ჩაერთოს. რადიკალური ფრთა სწორედ ამის გამოც გაღიზიანდა, რომ ისინი 12 რეკომენდაციის შესრულებას ბოიკოტს უცხადებენ, ამ დროს არა მხოლოდ ვარჰეისგან, არამედ სხვადასხვა ევროპელი აქტორებისგან მუდმივად ისმის, რომ ეს ყოვლისმომცველი პროცესია.

„საქართველოში ანტიევროპული განწყობების გაღვივება მხოლოდ რუსეთს და მის ბინძურ პროპაგანდას აწყობს, ენმ და მისი სატელიტები ნებსით თუ უნებლიედ ანტიდასავლურ პროპაგანდას ემსახურებიან, ეს უკვე მეტყველებს, რომ მათ არანაირი შორსმჭვრეტელური პოლიტიკური გათვლები და ლოგიკური აზროვნება არ აქვთ.

„ვარჰეის საჯარო გამოსვლიდან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მან არცერთ კონტექსტში არც პატიმარი სააკაშვილი და არც პატიმარი გვარამია არ ახსენა. იქვე ის თემა მოიხსნა, რომ თითქოს ევროკავშირსი მიიჩნევენ, რო ეს ორი ადამიანი ე.წ. პოლიტპატიმარია და მათ დაუყოვნებლივ გამოშვებას მოითხოვენ. ეს ასე არაა, ევროპის აღმასრულებელ სტრუიქტურებში საქართველოში მიმდინარე პროცესებს ძალიან ჯანსაღად ხედავენ და აბსოლუტურად ობიექტურ განცხადებებს აკეთებენ", - განაცხადა აბაშიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×