ია აბულაშვილი
18.11.2022

კონსტიტუციონალისტმა ავთანდილ დემეტრაშვილმა ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებზე საუბრისას აღნიშნა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" სწორი პოზიცია აირჩია შიდაპარტიული არჩევნების სახით, რადგან სხვაგვარად მოსალოდნელი იყო პარტიის გაყოფა და დაპირისპირება.

მოქმედი თამჯდომარე ნიკა მელიას კონკურენტებად რჩებიან ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე. პარტიაში კატეგორიულად გამორიცხავენ „ბანაკების" არსებობას და ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის პარტიას ხელში ვერავინ ჩაიგდებს.

„ის, რაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში," ჩვეულებრივი მოვლენაა. როგორც ჩანს, მიშას გვერდზე გადგომამ პარტიაში პრობლემები გამოიწვია. შიდა დემოკრატია მოითხოვს თავმჯდომარის ლეგიტიმაციას, თავმჯდომარეს სჭირდება ჩვეულებრივი ადამიანების არჩევა, ლეგიტიმაცია. ამიტომ დაინიშნა თავმჯდომარის ვადამდელი არჩევნები, ასევე პოლიტსაბჭოსა და სამდივნოს არჩევნები. არჩევნები ჩატარდება ონლაინრეჟიმში, დასახელებელი იქნებიან კანდიდატები და ვინც მეტ ხმას მიიღებს, ის გახდება თავმჯდომარე. „ნაციონალურ მოძრაობას" სწორი პოზიცია აქვს არჩეული - შიდაპარტიული არჩევნების ჩატარება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოსალოდნელი იყო გაყოფა და დაპირისპირება. რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა უმრავლესობა მიშას მომხრეა, მაგრამ მიშას ფიზიკურად აღარ შეუძლია, მართოს პარტია, თანაც თქვა, რომ არ ჩავერევიო. ამიტომ არანაირი პრობლემა არ არის, მიშას მომხრეებმა ერთ-ერთ კანდიდატს დაუჭირონ მხარი," - აღნიშნა „რეზონანსთან" ავთანდილ დემეტრაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×