ია აბულაშვილი
21.11.2022

ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მიღწეული იქნება შეთანხმება და "ნაციონალური მოძრაობა" და სხვა ოპოზიციური პარტიები 12 პუნქტის შესრულებას აღიარებენ. ამ ინიციატივით გამოდის "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია, რომელიც აცხადებს, რომ ეს არის ერთდერთი გამოსავალი.

"მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა ყოფილიყო ევროინტეგრაციის აუცილებელი კომპონენტი. ევროპული რეკომენდაციების შესრულება თუ გვინდა, უნდა გავითვალისწინოთ გზები მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით. მიხეილ სააკაშვილის საზღვარგერეთ გადაყვანა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ "ნაციონალური მოძრაობა" და სხვა ოპოზიციური პარტიები 12 პუნქტის შესრულებას აღიარებენ. ეს იყო პირობა რასაც ყველა პოლიტიკურ ძალას ვთავაზობდით. ეს არის სწორედ ერთადერთი გამოსავალი"- აცხადებს იაგო ხვიჩია.

მმართველი გუნდში დარწმუნებულია არიან, რომ სააკაშვილს ერთადერთი მიზანი აქვს, როგორმე თავი დააღწიოს მართლმსაჯულებას, რომელიც კანონის სრული დაცვით ხორციელდებაო. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი აცხადებს, რომ არ უნდა პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს, ამიტომ ფიქრობს, რომ დამატებით სამკურნალოდ, მისი საზღვარგერთ გადაყვანა უნდა მოხდეს.

"სააკაშვილის შეწყალების ძალაუფლება არ მაქვს, რადგან საბოლოო განაჩენი გამოტანილი არ არის. მისი საქმე ამ დრომდე განხილვის ეტაპზეა. ქართული კანონმდებლობის თანახმად, შეწყალება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა საქმის განხილვა შესრულდება. როგორც სახელმწიფოს მეთაურს, არ მინდა, რომ პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს. მე ვფიქრობ, რომ უნდა მოხდეს მისი საზღვარგერთ გადაყვანა, დამატებით სამკურნალოდ, თუმცა, ეს სასამართლოს გადასაწყვტია"- აცხადებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

შეთანხმების მიღწევას ამ საკითხზე ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის სკეპტიკურად უყურებენ ექსპერტები და პოლიტოლოგები და დარწმუნბული არიან, რომ არანაირი გარიგება არ მოხდება ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით.

"მეეჭვება, რომ ხელისუფლება რაიმე გარიგებაზე წავიდეს, არც ის მგონია, რომ ეს საკითხი ოპოზიციამ აიტაცოს. ჯერ ერთი - სააკაშვილის სამკურნალოდ გაშვება, ხელისუფლების სურვილზე არ არის, ეს უნდა მოხდეს სამედიცინო დასკვნების საფუძველზე.

"მეორე და მთავარი, არის ის - აწყობს კი ოპოზიციას საერთოდ 12 პუნქტის შესრულება? თუ რევოლუციის სცენარით მიდის, არ აწყობს 12-პუნქტიანი რეკომნედაციების შესურლება. კანდიდატის სტატუსს თუ არ მოგვცემენ, ამ ნიადაგზე ხალხი ქუჩაში რომ გამოვიდეს. მეჩვენება, რომ უფრო ეს სცენარი არის სრულიად ოპოზიციაში და არა ის, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის გამო აღიაროს 12 პუნქტის შესრულება"- აცხადებს "რეზონანსთან" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე აღნიშნავს, რომ ხელისუფლება 12-პუნქტიანი რეკომენდაციების მიღებას პარლამენტში ოპოზიციის აღიარების გარეშეც შეძლებს.

"არა მგონია, რომ ამ საკითხზე რაიმე გარიგება მოხდეს, ხელისუფლება არ წავა ამ ნაბიჯზე, რადგან მას ისედაც ჰყავს პარლამენტში უმრავლესობა და ოპოზიციის აღიარების გრეშეც მიიღებს 12 პუნქტს, როგორადაც არ უნდა იყოს ეს რეკომენდაციები შესრულებული.

"გაიტანს თავის ამ ინიციატივებს, არ სჭირდება ამაში ოპოზიცია. ხელისუფლება აკეთებს იმიტაციას, თითქოსდა ასრულებს ევროკავშირის რეკომენდაციებს, მაგრამ თუ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ, იტყვის, რომ რეკომენდაციების შესრულებაში ხელი ოპოზიციამ შემიშალაო"- აცხადებს "რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძე.

ექსპერტი პეტრე მამრაძე კი ვერანაირ კავშირს ვერ ხედავს სააკაშვილის თემასა და 12 პუნქტის შესრულებას შორის.

"ერთადერთი სტიმული სააკაშვილთან დაკავშირებთი ამ ე.წ. ოპოზიციის არის, ის, რომ მოიზიდოს სააკაშვილის ბირთვული ამომრჩეველი. სააკაშვილი ოპოზიციისთვის არის ინსტრუმენტი იმისა, რომ არ დაკარგონ ხმები, მიშას ამომრჩველში არ გამოჩნდნენ მტრები, იქნება ეს ხაბეიშვილი თუ პეტრიაშვილი. დამატებითი ქულები მოიპოვონ სააკაშვილზე საუბრით, მის მხარდამჭერებში.

რაც შეეხება 12 პუენქტის შესრულების აღიარებას, ოპოზიციის მხრიდან ეს არის აბსურდი. რაც არ უნდა გარიგება მოხდეს, რაც გამორიცხულია ხელისუფლების მხრიდან, 12 პუნქტის შესრულება უნდა აღიაროს ევროკავშირმა, ვინც ეს რეკომენდაციები გასცა"- განაცხადა "რეზონანსთან" პეტრე მამრაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×