ია აბულაშვილი
24.11.2022

ენმ-ის შიდაპარტიულ არჩევნებთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერისა და შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის აქტიურობამ ერთგვარი ვნებათაღელვა გამოიწვია ოპოზიციაში. მას მკვეთრად დაუპირისპიდნენ როგორც თავად ენმ-ს, ასევე „ლელოს“ წარმომადგენლები. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მერაბიშვილის პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე, მის გააქტიურებაზე ასეთი რეაქცია ბუნებრივიც იყო.

ვანო მერაბიშვილმა ვარდების რევოლუციის მე-19 წლისთავზე სოციალურ ქსელში ასეთი რამ დაპოსტა - „23 ნოემბერი, 2003 წელი, ახლაც ზუსტად ისე გავიმარჯვებთ, როგორც მაშინ“.

ამას „ლელოს“ წევრმა საბა ბუაძემ საკმაოდ მწვავედ უპასუხა - „გაიმარჯვებ კი არა, აუცილებლდა დარჩები იმ სანაგვეზე, რომელზეც სამართლიანეად დაიმკვიდრე ადგილი“.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე კი დარწმუნებულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მთავარ ოპოზიციურ ძალაში წინა პლანზე იქნება ვანო მერაბიშვილი, პარტიას ძალიან გაუჭირდება ხელისუფლების შეცვლა.

„თუ ვანო მერაბიშვილის ადგილი უნდა იყოს მენეჯმენტში, პარტიის წინა ხაზზე, "ნაციონალური მოძრაობისთვის" ძალიან პრობლემური იქნება ხელისუფლების ცვლილება, ამ კონფიგურაციით არსებული რეჟიმის დამარცხება. ეს არის "ნაციონალური მოძრაობისთვის" მუდმივად ოპოზიციაში ყოფნის წინაპირობა. ამიტომ  ჩვენმა მხარდამჭერებმა ადეკვატურად უნდა შეაფასონ ვინ იქნება უფრო ეფექტური იმ ბრძოლის წინა პლანზე, რომელი ბრძოლაც უწევს პარტიას“, - აცხადებს ბაჩო დოლიძე.

პოლიტოლოგი რამაზ საყარელიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის რეაქცია ბუნებრივია, რადგან რომელ პარტიაშიც გამოჩნდება მერაბიშვილი, დიდი ალბათობით, ეს პარტია ამომრჩეველს დაკარგავს.

„პირველი კითხვა ალბათ მაინც ის არის, თუ რატომ გამოჩნდა მერაბიშვილი და რას უკავირდება მისი გააქტიურება. რაც შეეხება ოპოზიციის შიშებს, ეს გასაგებია - მერაბიშვილი კეთროვანივითაა, ძალადობის სიმბოლო და რომელ პარტიაშიც ის გამოჩნდება, დიდი ალბათობით, ამ პარტიას მისი ამომრჩეველი ზურგს შეაქცევს. ამის ეშინია პარტიებს, ამომჩჩევლის დაკარგვის შიში აქვთ. 

„მერაბიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში და თანაც გააქტიურება მხოლოდ „ოცნების“ საქმეს აკეთებს, თუმცა სავსებით მომგებიანია მელიასთვისაც, რადგან ასეთი პოლიტიკური წარსულის ფიგურა დგას მისი მთავარი კონკურენტის უკან“, - განაცხადა „რეზონანსთან“ რამაზ საყვარელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×