თამთა ჩაჩანიძე
24.11.2022

ფრონტის ხაზზე ოპერატიული პაუზის პარალელურად, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრული მასშტაბით დაიწყო ენერგეტიკული ტერორი. 23 ნოემბერს ენერგოობიექტების მორიგი მასიური დაბომბვების შედეგად ქვეყნის ტერიტორიის 2/3-ზე მეტი დიდი ქალაქების თითქმის 90% ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის გარეშე დარჩა. ანალიტიკოსთა შეფსებით, მოსკოვის ეს ტრატეგია საკმაოდ ვერაგულია და ამასთან, ეფექტურიც აღმოჩნდა. თუმცა, იმედოვნებენ, რომ უკრაინა ამასაც გაუძლებს.

23 ნოემბრის მოვლენებს უკრაინაში მასშტაბულ „ბლექაუტად" აფასებენ, რომლის შედეგადაც პრაქტიკულად მთელი ქვეყნის ტერიტორია ჩაბნელდა, რაც კოსმოსიდან გადაღებულ ფოტოებზეც კარგად ჩანს.

გაეროში ამასთან დაკავშირებით უშიშროების საგანგებო სხდომა მოიწვიეს. დასავლელი ლიდერები მკაცრად აკრიტიკებენ მოსკოვს და უკრაინის დასახმარებლად ახალ ღონისძიებებს აანონსებენ. მათ შორის საუბარია უკრაინისათვის გენერატორების დიდი პარტიის მიწოდებაზე.

თავად უკრაინაში კი იხსნება ე.წ. გაუტეხელობის პუნქტები. ეს გახლავთ საგანგებოდ მოწყობილი და გენერატორებით აღჭურვილი ოთახები ადმინისტრაციულ და სხვა დანიშნულების შენობებში, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ გათბნენ, ცხელი სასმელები მიირთვან და და ტელეფონები დატენონ. 24 ნოემბრის მდგომარეობით, მთელს ქვეყანაშ უკვე 4 ათსამდე ასეთი პუნქტია გახსნილი.

უკრაინელმა სამხედრო ექსპერტებმა კი გამოთვალეს, რომ მორიგი მსგავსი მასშტაბური საჰაერო თავდასხმის მოსამზადებლად რუსებს 7-დან 10 დღემდე დასჭირდებათ. შესაბამისად, უკრაინის ხელმძღვანელობას დაახლოებით ერთი კვირა აქვს თავისი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, რათა ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგები აიცოლოს თავიდან.

„ენერგეტიკული გენოციდის" ქრონიკა

უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები 10 ოქტომბერს, პრაქტიკულად რუსული არმიის მიერ ქალაქ ხერსონის დატოვების დღიდან დაიწყო, როდესაც მასირებული საჰაერო დარტყმის შედეგად 24 საათში ენერგეტიკული ობიექტების 30% მნიშვნელოვნად დაზიანდა. მას შემდეგ თავდასხმები არ შეწყვეტილა.

15 ნოემბრის დარტყმები ასეთივე მასშტაბური აღმოჩნდა - 17 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 10 მილიონი უკრაინელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. იმავე დღეს კიევში დენის გათიშვის ანტირეკორდი დაფიქსირდა.

18 ნოემბერს კიევის საქალაქო ადმინისტრაციამ მოსახლეობას სასმელი წყლისა და საკვების მომარაგებისკენ მოუწოდა, ან ურჩიეს ქალაქგარეთ გასულიყვნენ. 19 ნოემბერს პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსებმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით 50% გაანადგურეს.

განსაკუთრებით მწვავე იყო 23 ნოემბერს მიტანილი იერიში. უკრაინის საჰაერო ძალების ხელმძღვანელობის პრეს-ცენტრის ინფორმაციით, ოთხშაბათს რუსებმა მასიური სარაკეტო დარტყმა უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავებიდან და შავი ზღვის ფლოტის გემებიდან მიიტანეს. რაკეტები გაუშვეს როსტოვის ოლქის ვოლგოდონსკის რაიონიდან და კასპიის ზღვიდან, ასევე ორი მცირე სარაკეტო კატერიდან შავი ზღვის აკვატორიიდან. 70 ფრთოსანი რაკეტიდან 51 უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა. თავდასხმაშ ასევე მონაწილებდა რამდენიმე ათეული დრონი.

ოთშაბათს მიტანილი სარაკეტო იერიშების შედეგების აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახურებნი შეძკლებიდაგვარად მუშაობენ. როგორც უკრაინული მედია წერს, კიევში ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით კიევში ტრამვაის ხაზებზე ამთ ნაცვლად ავტობუსები გავიდნენ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასიური სარაკეტო დარტყმის გამო მოიწვიეს, შეხვედრის მონაწილეებს მოუწოდა, რომ მიიღონ რეზოლუცია, რომელიც დაგმობს ენერგეტიკული ტერორის ნებისმიერ ფორმას.

როგორც ზენელსკიმ აღნიშნა, „როდესაც ქვეყანაში ტემპერატურა ნულის ქვემოთაა და მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის, გათბობის, წყლის გარეშეა, ეს აშკარად კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია", რაზედაც უკრაინა პარტნიორების ძლიერ რეაქციას ელოდება.

ევროპა ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი უკრაინის დასახმარებლად ქვეყანაში გენერატორებს გაგზავნის და ამ მიზნით კამპანიას „იმედის გენერატორები" იწყებს, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ევროპის ქალაქებს მოუწოდა, კამპანიას შეუერთდნენ. მისი თქმით, უკრაინელებს სჭირდებათ „პრაქტიკული მხარდაჭერა ზამთრის გადასატანად".

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, მარიუშ ბლაშჩაკი გერმანიას სთავაზობს უკრაინას უნივერსალური საჰაერო თავდაცვის სისტემის, „პეტრიოტ" ბატარეები გადასცეს. როგორც პოლონელმა მინისტრმა „ტვიტერზე" დაწერა, კომპლექსების გადაცემა ხელს შეუწყობს უკრაინის რუსული დაბომბვისგან დაცვას.

რისი მიღწევა სურს რუსეთს

როგორც კრემლის პრესსპიკერმა დიმიტორი პესკოვმა ერთი კვირის წინ განაცხადა, „შუქისა და სითბოს ნაკლებობა უკრაინის ხელისუფლების ქმედებების შედეგია, რომელსაც პრობლემის გადაჭრა არ სურს". ამით მან პრაქტიკულად აღიარა, რომ რუსეთი სწორედ ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებით ცდილობს დაითანხმოს უკრაინა მოლაპარაკებაზე.

პესკოვმა იგივე განცხადება 24 ნოემბერსაც გაიმეორა, მისი თქმით, უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმები შეწყდება, თუ კიევი მოსკოვის მოთხოვნებს შეასრულებს.

მოსკოვის გათვლა მარტივია - ზამთარში დენის, ბუნებრივი აირის, სასმელი წყლისა და გათბობის დარჩენილ მოსახლოებაში დათესოს პანიკა და უიმედობა, რასაც შესაძლოა სახალხო პროტესტი მოყვეს, რაც უკრაინის ხელისუფლებას დათმობასა და მოლაპარაკებაზე დათანხმებას აიძულებს.

რუსების ამ მოქმედებას გარკვეული პროტესტი მოჰყვა - რამდენიმე დღის წინ ოდესაში მოქალაქეების ნაწილმა ქუჩა გადაკეტა. ისინი ქალაქში ელექტროენერგიის არასამართლიანად განაწილებას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ ქალაქის მერისა და სხვა მაღალჩინოსნების საცხოვრებელ უბნებს დენი მიეწოდებოდა იმ დროს, როდესაც ჩეულებრივი მოქალაქეები ელექტროენერგიის გარეშე იყვნენ დარჩენილი.

23 ნოემბერს უკრაინის ენერგოობიექტებზე მასიური თავდასხმა გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ იმით ახსნა, რომ ეს არის მოსკოვის პასუხი დასავლეთის მიერ უკრაინისათვის შეიარაღების მიწოდებაზე.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სარაკეტო დარტყმას სამხედრო დანაშაულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ რუსეთის ეს ქმედება დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. საპასუხოდ კი კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი ამ ტიპის განცხადებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს „თუ ასევე დაგმობენ უკრაინის საარტილერიო თავდასხმებს დონბასში სამოქალაქო ობიექტებზე და საცხოვრებელ შენობებზე, რომლებიც 2014 წლიდან განხორციელდა".

უკრაინა, თავის მხრივ, ემზადება საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების შემდგომი უფრო ეფექტური თავდაცვისთვის. როგორც უკრაინული მედია წერს, რუსებს უკრაინაზე შემდეგი მასიური სარაკეტო თავდასხმისთვის მოსამზადებლად დაახლეობით ერთი კვირა დასჭირდება.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა, რომ რუსეთს მაღალი სიზუსტის რაკეტების შეზღუდული რაოდენობა აქვთ, მაგრამ ფლობენ არაზუსტი „ეს-300" ტიპის რაკეტების მნიშვნელოვან მარაგს.

გაუძლებს თუ არა უკრაინა

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ანალიტიკოსი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რუსეთმა არაადამიანური, მაგრამ ეფექტური სტრატეგია აირჩია და უკრაინას ახლა დასავლელი პერტნიორების მხრიდან სერიოზული დახმარება სჭირდება.

„ახლა უკრაინას მსოფლიოს ძალიან სერიოზული დახმარება და მხარდაჭერა სჭირდება, რადგან ტაქტიკა, რომელიც ახლა რუსეთმა აირჩია, არაადამიანური, მაგრამ, სამწუხაროდ, ეფექტური გამოდგა. მოსკოვს სარაკეტო და საარტილერიო იარაღი საშუალებას აძლევს, რომ უკრაინის ენერგეტიკა ფაქტიურად დათრგუნულ მდგომარეობაში ჰყავდეს.

„პუტინი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კი არა, მოსახლეობას ებრძვის. მაგრამ ესაა ერთადერთი გამოსავალი, რომელიც მან მოძებნა იმ სიტუაციაში, როდესაც მისმა არმიამ კრახი და მარცხი განიცადა, მის პოლიტიკურ კარიერას კი ასეთივე ფინალი დაემუქრა.

„მსოფლიოს დამარებაში იგიულისხმება როგორც რუსეთზე ზეწოლა, რომ ეს ბარბაროსული სტრატეგია როგორმე აღიკვეთოს, ასევე უკრაინისთვის დახმარების სახით ისეთი მასალების და მოწყობილობების მიწოდება, რომელიც საშუალებას მისცემს, რომ ზამთრის მძიმე პირობები მოსახლეობამ როგორმე გადაიტანოს.

„მგონია, რომ უკრაინა ამასაც გაუძლებს. სახლებს ბოლოს და ბოლოს სულ შეშით გაათბობენ. უკრაინელებმა თებერვალ-მარტში ისეთ მძიმე დაწილას და შოკს გაუძლეს, რომ იმედი მაქვს, მათი დაჩოქება ასე ადვილი არ იქნება", - განაცხადა მენაღარიშვილმა.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რუსეთი უკრაინაში ენერგეტიკულ გენოციდს აწყობს, ფაქტიურად მთელი უკრაინა ჩააბნელა. მისი თქმით, შესაძლოა ამის გამო უკრაინელების გარკვეულმა ნაწილმა ქვეყანაც დატოვოს, თუმცა საზოგადოების შემართება საკმაოდ მაღალია და არ დანებდება.

„რუსეთი ახლა უკრაინას ენერგეტიკულ გენოციდს უწყობს. ეს უფრო უარესია, ვიდრე შიმშილი. უკრაინაში უკვე საკმაოდ რთული კლიმატური პირობებია, ადამიანები კი სითბოს გარეშე არიან და მთელი ერი ფაქტიურად ჰუმატარული კატასტროფის წინაშე დგება. ინფორმაციებს რომ გადავხედე, ფაქტიუარდ მთელი უკრაინა, დიდი ქალაქების 80-90% გათიშულია. „ბლექაუტია". თან რუსები იმის საშუალებას არ აძლევენ, რომ ამის რეგენერაცია მოახდინონ.

„უკრაინელებმა ფაქტიურად მათ მიერ კონტროლირებადი ბირთვული ენერგოსადგურები გააჩერეს, რომლებიც უკრაინული ენერგომოხმარების დაახლოებით 40%-ს გამოიმუშავებენ. იქ მასობრივი დაბომბვებია, რამაც შესაძლოა სერიოზული ბირთვული ტექნოგენური კატასტროფა გამოიწვიოს და შესაძლოა ჩერნობილის ამბები ამასთან შედარებით კოღოს ნაკბენივით იყოს.

„სამწუხაროდ მგონია, რომ უკრაინის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ქვეყნის დატოვება მოუწევს. რუსები ცდილობენ, რომ ამით უკრაინა გამოფიტონ. უკრაინელების შემართება კი საკმაოდ მაღალია. ისტორიულად მოსახლეობა ასეთ მძიმე პირობებში ყოფნას მიჩვეულია და მოწინააღმდეგეს არ დანებდება. მათ სულისკვეთება და მოტივაცია აქვთ, რომელიც ერთადერთი ფაქტორია, რომ ეს მძიმე პერიოდი გადაატანინოს.

„როცა გენერატორებზეა საუბარი, ეს სრულ მასშტაბზე არ იქნება გათლილი. ენერგორესურსები სამ კატეგორიად იყოფა: მილევადი (ნავთობი, გაზი, ქვენახშირი), ნახევრად მილევადი (ბირთული ენერგეტიკა) და განახლებადი (ქარი, მზე, წყალი და ბიოსაწვავი). მსოფლიო ენერგომოხმარების დაახლოებით 82% მილევად ენერგორესურსებზე მოდის. უკრაინაში ახლა პრობლემა განახლებად ანერგორესურსებზეა და გენერატორები საქმეს არ უშველის და რაოდენობაც მგონია, რომ საკმაოდ შეზღუდული იქნება" ,- განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×