თამთა ჩაჩანიძე
01.12.2022

ჩრდოლოატლანტიკურმა ალიანსმა 29-30 ნოემბრის სამიტის შედეგები შეაჯამა. ამ მომენტში კი ნატოს მთავარი ამოცანაა, უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში გამარჯვებაში დაეხმაროს და კრემლის აგრესიის საფრთხის ქვეშ მყოფ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან, უკვე პრაქტიკული ნაბიჯებს გადადგას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით.

საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემაჯამებელ დოკუმენტში ხაზგასმით აღინიშნა, რომ რუსეთის აგრესია უნდა შეჩერდეს და ომში უკრაინის გამარჯვებისთვის ყველაფერი გაკეთდეს. ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი და ჯიპა-ს ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თვად ეს ანცხადება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან პოლიტიკური შინაარსის მატარებელია და ალიანსის მტკიცე და ურყევ ნებას გამოხატავს. უკრაინასთან ერთად კი, მისი თქმით, რუსეთის საფრთხის კონტექსტში საქართველოც მოიაზრება.

„ალიანსი აძლიერებს ზრუნვას პარტნიორების თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე და ამ შემთხვევაში კარგია, რომ უკრაინასთან ერთად საქართველოც მოიაზრება. ამ მიმართულებით შემდგომი პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სამომავლო პერსპექტივაში ყველა მსგავსი შეხვედრა ჩვენ უნდა განვიხილოთ, როგორც მზადება ვილიუსის სამიტისათვის.

„მოიმავალ წელს ვილნიუსში ნატოს სახელმწიფოს მეთაურთა სამიტია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ყველა ასეთ ღონისძიებაზე არა მხოლოდ წარმოგენილი, არამედ აქტიურიც იყოს - ვლაპარაკობდეთ უსაფრთხოების იმ პრობლემებზე, რომელიც ამ ქვეყანას აქვს და იმაზე თუ პარტნიორებთან ჩვენი მუშაობა როგორ გავაძლიეროთ.

„იმ განცხადებების შედეგად, რაც მოვისმინე, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დღეს უფრო მეტი აქცენტი პრაქტიკულ ნაბიჯებზე კეთდება, რამაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა უნდა გააძლიეროს, ასევე გააძლიერიოს საფრთხის აღმოჩენის დეტექციის და პრევენციის ეფექტიანობა და ა.შ.

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ თანამშრომლობას ალიანსთან, როგორც მთლიან ორგანიზმთან, ასევე ცალკ-ცალკე სახელწმიფოსთან", - განაცხადა ფხალაძემ.

კითხვაზე, რა შეიძლება გააკეთოს ნატომ რუსეთის დასამარცხებლად, ანალიტიკოსმა გვითხრა:

„ჯერ ერთი, თავად ეს განცხადება იყო ძალიან მნიშვნელოვანი (რომ რუსეთი უნდა დამარცხდეს), რადგან პოლიტიკური შინაარსის მატარებელია, ალიანსის მტკიცე და ურყევ ნებას გამოხატავს, რომ უკრაინას მხარი დაუჭირონ და კონფლიქტი კი არ გაიყინოს, არამედ მივიდეს გადაწყვეტამდე, რაც რუსეთის დამარცხებას და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ნიშნავს.

„ესაა პრაქტიკული ნაბიჯები, რაც განიხილება ყველა ქვეყნის დონეზე. ვიცით, რომ ქვეყნები თავიანთ სამხედრო დახმარებას ზრდიან - აშშ, გერმანია თუ სხვები, როგორც ფინანსურ, ასევე შეიარაღების კონტექტსში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ იმ ტიპის იარაღი მიიღოს, რომელიც მას ჯერ არ ჰქონია და რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მის ქმედებებს უფრო ეფექტიანს გახდის", - განაცხადა ფხალაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×