ია აბულაშვილი
02.12.2022

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, შეიძლება „ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა არაჩევნები გადადონ. ამის შესახებ პარტიაში უკვე აქტიურად საუბრობენ. „ნაცმოძრაობის" წევრი გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ასევე სასამართლო პროცესიდან გამომდინარე, თუ საჭირო გახდა არჩევნების გადადება, ამ გადაწყვეტილებას „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭო აუცილებლად მიიღებს. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე კი დარწმუნებულია, რომ პარტიაში შიდა არჩევნების გადადების თაობაზე მსჯელობა მოუწევთ. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხაბეიშვილის ფრთა, ჯერ უცნობია, თუმცა წინააღმდეგობა მათი მხრიდან მოსალოდნელია.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს სააკაშვილის სასჯელისგან სრულად გათავისუფლების ან მისი გადავადების შუამდგომლობით მიმართა. მიმართვის საფუძვლად ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველები სამედიცინო დასკვნას ასახელებენ, რომლის მიხედვითაც, მას რამდენიმე უმძიმესი დაავადება აქვს, რისი მკურნალობაც საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში ვერ ხერხება. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა სააკაშვილის მოთხოვნით არ საჯაროვდება.

გადადებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა" შიდაპარტიულ არჩევნებს. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ პარტიის დღის წესრიგის შეცვლა მიშას ხაზის გამაჯვებას ნიშნავს.

„სერიოზული შთაბეჭდილება „ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებებზე არ მრჩება, მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ყველა გადავადებას აქვს თავისი ფონი. როგორც ჩანს, პარტიაში არჩევნების პროცესი მომწიფებული არ არის, თანაც სააკაშვილი წინააღმდეგი იყო ამ არჩევნებისა. მართლაც თუ გადაიდო არჩევნები, ე.ი. შეიძლება მიშას ხაზი იმარჯვებს. ჩვენ არც ის ვიცით, იყო თუ არა მომწიფებული კეზერაშვილის თემა, ანუ ისეთი საფრთხე თუ ემუქრება, რომ მის ფინანსებს შეარყევს, რაღად უნდა არჩევნები. რა დასახელდება არჩევნების გადადების მოტივად, ამას „ნაცმოძრაობისთვის" დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მაგათ ტყუილს დამთვლელი არ ჰყავს. იტყვიან, არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებთი არ ვიტყუებოდით, სტრატეგია შევცვალეთო," - განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×