თამთა ჩაჩანიძე
07.02.2023

ბოლოო დღეებია ანალიტიკურ წრეებსა და მედიაში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთი უკრაინაში დიდი შტევისთვის ემზადება და ეს შესაძლოა ომის დაწყების წლისთავს, 24 თებერვალს დაამხთვიოს, ანალიტიკოსთა შეფასებით, შეტევის სავარაუდო თარიღი გარკვეულწილად კრემლის ლოგიკაში ჯდება, რადგან რუსეთს სურს, დასავლური სამხედრო ტექნიკის ფრონტზე გამოჩენამდე რაც შეიძლება მეტი ტერიტორია დაიკავოს და ზამთრის ყინვაც შეტევის საშუალებას იძლევა. მთავარი კითხვა კი ისაა, თუ ფრონტის რომელ მონაკვეთზე იქნება რუსების მთავარი დარტყმა.

უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ რუსები შეტევას ხუთი მიმართულებით ცდილობენ, ესენია კუპიანსკ, ლიმანი, ბახმუტი, ავდიივკასა და ნოვოპავლოვსკი, მაგრამ საიდან შეიძლება წამოიწყოს რუსეთმა ახალი მასშტაბური შეტევა, ეს ჯერჯერობით გამოცანად რჩება. თუმცა, სამხედრო ანალიტიკოსები „რეზონანსთან" საუბარში ასეთ მიმართულებებად ბახმუტსა და ზაპოროიეს განიხილავენ.

მანამდე კი უკვე აშკარაა რუსული ნაწილების გააქტიურება ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე და ეს შესაძლოა იყოს ე.წ. დაზვერვა ბრძოლით, რომელიც მოწინააღმდეგის სუსტი წერტილების მოძებნას ისახავს მიზნად. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ ბოლო დღეებში უკრაინელებმა რუსული ძალების თავდასხმები 10 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს.

„უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მოიგერიეს ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკის ოლქის ნოვოსელევსკის, კრემენნაიასა და დუბრავას დასახლებებზე და დონეცკის ოლქის ვერხნეკამენსკოეს, ვესელოეს, ზალიზნიანსკოეს, კრასნაია გორას, ბახმუტის, ივანოვსკოესა და პარასკოვიევკას დასახლებებზე", - აღნიშნულია გენშტაბის ყოველდღიურ ანგარიშში.

როდის და რა მიმართულებით შეეცდება რუსეთი შეტევას

როგორც სამხედრო-ანალიტიკურ ჟრნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, თუ კრემლი დიდ შტევას ამზადებს, არაა გამორიცხული, რომ ეს 24 თებერვალს, ომის დაწყების წლისთავს დაამთხვიოს და მისი პროგრამა მინიმუმი ქალაქ ბახმუტის საბოლოო აღება იქნება, მქისმუმი კი - დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლა.

„დიდი შეტევის მთავარი მიმართუილება სად შეიძლება იყოს, ეს, რა თქმა უნდა, ყველას აიტერესებს, უკრაინის დაზვერვიდან დაწყებული, აშშ-ით დამთავრებული. რა თქმა უნდა, ასე ძნელია იმის თქმა, თუ რა იქნება, მაგრამ, საერთოდ, კრემლის ბინადართ სჩვევიათ, რომ გარკვეულ მოვლენებს თარიღი მიაბან ხოლმე და რადგანაც უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყებიდან ერთი წელი სრულდება, პოლიტიკური პიარის გათვალისწინებით, რუსეთის მრავალმილიონიანი მოსახლეობისა და მსოფლიოს დასანახად ეცდებიან, რომ მათი მთავარი მიზანი შეასრულონ, რომლის მიხედვით უნდოდათ დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვრამდე გასულიყვნენ, ანუ კრამატორსკი და სლავიანსკი აიღონ.

„საბედნიეროდ, 24 თებერვლამდე ამ მიზნის განხორციელებას ვერ მოასწრებენ და ალბათ ეს არც მოხდება, მაგრამ ამ პერიოდში პროგრამა მინიმუმი ალბათ ბახმუტის აღება იქნება. უკრაინაც, ძალიან რთული სიტუაციის მიუხედავად, ყველა ღონეს ხმარობს, რომ ბახმუტი არ დაეცეს. ახლა ბევრი რამ ბუნებრივ პირობებზეა დამოკდიებული, რადგანაც ჯერ კიდევ თოვლი და ყინვაა, ეს კი შეტევის შესაძლებლობას ჯერ კიდევ იძლევა. ფაქტია, რომ რაღაც მოხდება", - განაცხადა ალადაშვილმა.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი მიიჩნევს, რომ რუსეთი დიდი ალბათობით ზაპოროჟიეს მიმართულებაზე წავა.

„უფრო ზაპოროჟიეს მიმართულებაზე წავა. ეს არეალი მეტად მოწყვლადია და ამ ლოკაციაზე დარტყმით რუსეთი საკმაოდ სერიოზულ ოპერატიულ სივრცეზე გადის. რაც შეეხება ბახმუტს, იქ ისედაც უტევენ და მიაჩნიათ, რომ ამ ძალით დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვრამდე გავლენ.

„ვფიქრობ,უფრო ზაპოროჟიესკენ წავა. რამდენიმე მიზეზია, მათ შორის პოლიტიკური, ხოლო სამხედრო სტრატეგიული კუთხით, აქედან შესაძლოა შემოვლითი დარტყმა განავითარონ ხერსონისა და ნიკოლაევის მიმართულებით, ანექსირებულ ყირიმს რომ სტრატეგიული შეტევის საფრთხე მოუხსნან.

„ვერ გეტყვით კრემლი ამას თარიღებს რამდენად დაამთხვევს, მაგრამ ეს პერიოდი ლოგიკაში ჯდება - სანამ დასავლური ტექნიკა ჩავა უკრაინაში და პლიუს კლიმატური პირობები, ყინვა, რომელიც შეტევისთვის შეიძლება გამოიყენონ", - განაცახადა მაისაიამ.

როგორ ემზადებიან მხარეები

ირაკლი ალადაშვილის შეფასებით, ამჟამად, გარკვეული მიზეზების გამო, რუსეთის რესურსები ცოცხალი ძალის, საბრძოლო ტექნიკისა და არტილერიის თვალსაზრისით ბევრად მეტია, ვიდრე უკრაინის.

„რუსებმა მოიბილიზაციის შედეგად 300 ათასი და შეიძლება უფრო მეტი მობილიზებული დაიმატეს. შესაძლოა მათი საბრძოლო მომზადების დონე მაღალი არაა, მაგრამ მაინც დიდი რაოდენობაა. რუსეთი ყოველთვის რიცხობრივობით იბრძოდა და პირად შემადგენლობაში საბრძოლო დანაკარგებს ნალებ ყურადღებას აქცევდა.

„უკრაინა დასაველთის დახმარებით მოტომსროლელებს, ქვეითებს და პლიუს ჯავშანტექნიკის სპეციალისტებს ამზადებს, მაგრამ ამას დრო და მეტი მასშტაბები უნდა. ასევე მობილიზაციაც მიდის, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო, რუსეთის რესურსები, თუნდაც ცოცხალი ძალის, საბრძოლო ტექნიკისა და არტილერიის თვალსაზრისით, ბევრად მეტია, ვიდრე უკრაინის.

„რუსეთმა ბახმუტი-სოლედარის იერიშების გაგრძელება მოახერხა და უკრაინელები იძულებულები გახდნენ, რომ ის რეზერვი, რომელსაც დიდი კონტრიერიშისთვის ამზადებდნენ, სწორედ ამ მიმართულებაზე გადაესროლათ. ფაქტობრივად, უკრაინამ საბრძოლო ინიციატივა დაკარგა, რაც გასული წლის ოქტობერ-ნოემბერში ჰქონდათ. ახლა ძირითადად თავდაცვით ბრძოლებშია ჩართული.

„მოსალოდნელი დარტყმისთვის უკრაინელები ძალებს აგროვებენ, თუმცა მუდმივად პრობლემებია. იძულებული არიან, რომ ბელარუსის საზღვართანაც ჰქონდეთ საბრძოლო დანაყოფები თავმოყრილი იმის ნაცვლად, რომ ისინი აღმოსავლეთ ფრონტზე გააგზავნონ, მაგრამ ამის გარდა სხვა ძალებიცაა.

„შესაძლოა სამხედრო ექსპერტები უკრაინას ურჩევენ, რომ ბახმუტიც სოლედარის მსგავსად დატოვონ, რომ ამდენ მსხვერპლად არ ღირს, მაგრამ, მეორეს მხრივ, აქ თავდაცვის ზღუდეები მაქსიმუმ სამ ადგილზე შეიძლება გაკეთდეს. ესაა კონსტანტინოვკა, კრამატორსკი და სლავიანსკი.

„ბახმუტი რუსებმა ნახევარ წელზე მეტია ვერ აიღეს. კრამატორსკი ბევრად დიდია და ესეც გაუჭირდებათ, მაგრამ არტილერიით და დაბომბვებით ამასაც დაანგრევენ. რა იქნება - მთელი მსოფლიო ამას შეჰყურებს. მთავარია, რომ დასავლეთის დახმარება დაჩქარდეს და უფრო მეტი იყოს", - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი ფიქრობს, რომ ოკუპანტები მთავარ მოსალოდნელ იერიშს ზაპოროჟიეს მიმართუილებით განახორციელებენ და იმაზე საუბრობს, თუ ამ ლოკაციაზე რა ძალები ჰყავს მობილიზებული უკრაინას და რუსეთს.

„როგორც ვიცი, ზაპოროჟიეს მიმართულებით რუსეთს 58-ე არმიის შენაერთები ჰყავს მობილიზებული და ასევე მესამე საარმიო კორპუსი, რაც უკვე ორი ოპერატიულ-სტრატეგიული შენაერთია.

„უკრაინელების მხრიდან ტერიტორიული თავდაცვითი სამი ბრიგადაა, რამდენადაც ვიცი. ასევე აქ რამდენიმე მოიერიშე-სადესანტო ბრიგადაცაა და ეროვნული გვარდიის ნაწილები. ასევე ზაპოროჟიეს მიმართულება უკრაინელებმა შესაძლოა ოდესიდან და დნეპროპეტროვსიდან გაამყარონ და სარეზერვო ქვედანაყოფები გადმოისროლონ", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×