
ენმ-ში მორიგი განხეთქილებაა, ამჯერად რეგიონალურ დონეზე. თუმცა, გამორიცხული არაა ახლო მომავალში ამ განხეთქილების მასშტაბი გაიზარდოს. შეძლებს თუ არა პარტია ერთიანობის შენარჩუნებას, ან ხომ არ დადგება დღის წესრიგში თავმჯდომარის კიდევ ერთი ვადამდელი არჩევნები? ანალიტიკოსთან მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია.
ახალციხის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" 6-ვე წევრმა პარტია დატოვა. ამის შესახებ მათ საგანგებო განცხადებაც გაავრცელეს. მიზეზი აქაც პარტიის ახალ მენეჯმენტს უკავშირდება - ლევან ხაბეიშვილს ისევ შიდაპარტიულ რეპრესიებში ადანაშაულებენ.
ენმ-ს აწ უკვე ყოფილი წევრები ამბობენ, რომ ხაბეიშვილის ბორდის წევრებს ახალციხის რაიონულ ორგანიზაცისთან ნულოვანი კომუნიკაცია ჰქონდათ. მეტიც, არასასურველ თანაპარტიელებს არცერთ საჯარო ღონისძიებაზე პარტიის სახელით არ ეპატიჟებოდნენ. ამბობენ, რომ მიზეზი ნიკა მელიას მხარდაჭერაა.
ახალციხის ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ენმ-ისნწევრებს შორის პროტესტი სხვა რაიონებშიც არსებობს და გამორიცხული არ არის, რომ უახლოეს დღეებში მსგავის ფაქტი სხვაგანაც მოხდეს.
„ჩვენი გუნდის სახელით მინა გავაკეთო შემდეგი განცხადება. მოგეხსენებათ, 7 თვის წინ „ნაციონალურ მოძრაობაში" ჩატარდა თავმჯდომარის არჩევნები, რის შედეგადაც გახორციელდა მენჯმენტის ცვლილება. ამ 7 თვის განმავლობაში ახალციხეში არსებულ ენმ-ის ფრაქციასთან არანაირი კომუნიკაცია არ შემდგარა ახალი მენჯმენტისგან ჩვენი განსხვავებული პოზიციების გამო. მივიღეთ გადაწყვეტილება დავტოვოთ ენმ და გადავიდეთ დამოუკიდებელ დეპუტატებად, სადაც ასევე გავაგრძელენბთ ჩვენი მხარდამჭერების და ამომრჩევლების ნებას, პროდასავლური საქართელოს შენების კურსით", - განაცხადა შაბთს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ახალციხის საკრებულოში ენმ-ის ფრაქციის წარმომადგენელმა დავით ახალკაცმა.
„ეს არის დესტრუქცია" - ასე პასუხობს ლევან ხაბეიშვილის გუნდი ახალციხელ თანამებრძოლებს, რომლებმაც პარტია დემარშით დატოვეს. პარტიის ახალი მენეჯმენტი დარწმუნებულია, რომ ხაბეიშვილს ბრძოლა უსაფუძლოდ გამოუცხადეს.
„არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც პერიოდულად, სხვადასხვა ინტენსივობით ტოვებს პარტიას და ემიჯნება პარტიას. ეს არის დესტრუქციული ქმედებები. ჩვენ ყველანაირ ლეგიტიმურ პროცესში ჩართვის საშუალება მივეცით, თუმცა ასეთი სურვილი აქვთ, რომ პერიოდულად გაემიჯნონ პარტიას და შექმნან ე.წ. ნიუსი. ამ დროს მე მათ მოვუწოდებდი, გაითვალისწინონ პუტინის პატიმრობაშ მყოფი პრეზიდენტის მოწოდება, გაასწორონ სამიზნე და იბძროლონ რუსული რეჟმის წინააღმდეგ:, - ამბობს ენმ-ის წარმომადგენელი ირაკლი ფავლენიშვილი.
საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა"არ დაიშლება, თუმცა უნდა ველოდოთ შდაპარტიულ საკადრო გადაადგილებებს, რაც ზოგ შემთხვევაში შეიძლება მტკივნეულად იყოს აღქმული.
„მთავარი მიზეზი, როგორც ასახელებენ, არის დაპირისპირება ხაბეიშვილის გუნდთან. ანუ რას ნიშნავს ეს? ხომ იცით როგორც არის ქართულ რეალობაში - ეს ეხება სახელმწიფო უწყებებს, პოლიტიკურ პარტიებს და ასევე კერძო სექტორსაც - როდესაც ახალი ადამიანი, ახალი მენეჯმენტი მოდის, მას სურს ე.წ. თავისი ხალხით ჩაანაცვლოს ძველები", - განაცხადა „რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" არსებულ ვითარებაზე, ამბობს რომ „ნაციონალურ მოძრაობას" ყოველივე ასუსტებს, თუმცა ვადამდელი პარტიის თავმჯდომარის არჩევნების დანიშვნა მხოლოდ სააკაშვილის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
„ვფიქრობ, ეს ჯერჯერობით პროცესის მხოლოდ დასაწყისია და ალბათ უნდა დავაკვირდეთ სადამდე გაგრძელდება ეს პროცესი. თავად ენმ-ს რეგიონული ორგანიზაციებიდან წევრების გასვლა ჯერ კიდევ არ ნიშნავს რაღაც კონკრეტული შედეგის დადგომას.
„თუ მოხდა ისე, რომ მსგავსი პროცესები დაიწყო, მაგალითად, სხვა რეგიონულ ორგანიზაციებში, სხვა მუნიციპალიტეტების საკრებულოებში და თუ ეს გაფორმდა ახალ პოლიტიკურ გაერთიანებად მელიას და მისი დაჯგუფების გარშემო, მაშინ შეიძლება ვილაპარაკოთ, რომ ამას რაღაც პოლიტიკური შედეგი მოჰყვება.
„თუ ახლა ისინი უბრალოდ წავიდნენ და დამოუკიდებელი დეპუტატების სახელით გააგრძელეს საქმიანობა და მიატანეს თავად თვითმმართველობის არჩევნებამდე და ამის იქით საქმე არ წავიდა, მაშინ ამას არავითარი სერიოზული პოლიტიკური დატვირთვა და ეფექტი არ ექნება. ამიტომაც ვფიქრობ, რომ დინამიკაში არის დაკვირვება საჭირო, თუ ექნება ამას განმეორებითი ხასიათი.
„რა თქმა უნდა. თუნდაც ის, რომ ახალციხის საკრებულოში ენმ-ს ფაქტობრივად წარმომადგენლობა აღარ ჰყავს, ეს დანაკარგია პარტიისათვის და ბუნებრივია, ამაზე პასუხისმგებლობა აწევს ახალ მენეჯმენტს. თუ ეს პროცესი გაგრძელდა და კიდევ სხვა მუნიციპალიტეტებში მოხდა ენმ-ს ფრაქციის დაშლა, რა თქმა უნდა, სრული უფლება ექნება მელიას და მის ირგვლივ შემოკრებილ ხალხს, რომ პასუხიმგებლობა დააკისროს ახალ მენეჯმენტს და პარტიის ახალ თავმჯდომარეს, რადგან ეს იწვევს პარტიის დასუსტებას არჩევნებია წინ.
„დაინიშნება თუ არა პარტიაში თავმჯდომარის ვადამდელი არჩევნები, მაგას ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ ენმ ისეთი პარტიაა, რომ ყველაფერს წყვეტს მიხეილ სააკაშვილი. თუ მიხელ სააკაშვილმა გასცა განკარგულება ვადამდელ არჩევნებზე, ვადამდელი არჩევნები დაინიშნება. თუ არადა არაფერიც არ მოხდება", - განაცხადა „რეზონასთან" ზაალ ანჯაფარიძემ.