ელზა პაპოშვილი
21.10.2024

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ 20 ოქტომბრის მარში საქართველოს ისტორიაში პირველი წინასაარჩევნო აქცია იყო, სადაც ვერცერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა სცენაზე ასვლა ვერ გაბედა. მათი განმარტებით, წინასაარჩევნო აქცია კი ჩაატარეს, მაგრამ, საზოგადოებამ არ იცოდა ვისთვის უნდა დაეჭირა მხარი. 

ასევე, მუხედავად აქციის ამხელა ორგანიზებისა, რომელიც დროშიც საკმაოდ ადრე  იყო დაგეგმილი, იმ რაოდენობის ხალხის მოგროვება ვერ შეძლეს, რომლის მოლოდინიც ოპოზიციას ჰქონდა. 

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ „ევროპული მარში“ შედგა. ქართველმა ხალხმა „ოცნებას“ კიდევ ერთხელ ამ მარშით აჩვენა, ვის ირჩევს ხალხი და რა საგარეო ორიანტაცია უნდა მას ხელისუფლებისგან. ამიტომ 26 ოქტომბერს „ოცნება“ მიიღებს უარს ამ ხალხისგან და ის ხელისუფლებას დატოვებს. 

„უმძიმეს მდგომარეობაშია ოპოზიცია, კამპანიას არ ატარებენ, არც სოფლებში დადიან, არც ქალაქებში გადიან, შეკრებებს ვერ ატარებენ“, - ამბობს  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძეს. 

მთავრობის მეთაურის თქმით,  თავისუფლების მოედანი არ იყო სავსე და იმისათვის, რომ გადაეფარათ ეს ჩავარდნა, ძველი აქციების კადრებს ავრცელებდნენ.

"სკამებით როდესაც ატარებ შეკრებებს, ეს ნიშნავს იმას, რომ უმძიმესი მდგომარეობა გაქვს და მხარდაჭერა არ გაქვს საერთოდ საზოგადოებაში. გუშინ ყველამ ერთად, ყველა პარტიამ, NGO-მ, სალომე ზურაბიშვილმა, ყველა მიიყვანეს და თავისუფლების მოედანი ვერ გაავსეს. თავისუფლების მოედანი არ იყო სავსე. 

„იმისათვის, რომ გადაეფარათ ეს ჩავარდნა, ავრცელებდნენ ძველი აქციების კადრებს და მათ შორის, გაეპარათ ჩვენი აქციის კადრები. როცა კონკრეტულ ლოკაციაზე ატარებ აქციას და იმ ლოკაციას ვერ ავსებ, ეს ნიშნავს იმას, რომ არჩევნებზე არავითარი შანსი არ გაქვს. 

„აქცია ჩაგივარდათ, ამ მოედნის შევსებას არ სჭირდება დიდი რაოდენობის ხალხი. თავისუფლების მოედანი ვერ შეავსეთ, როცა კონკრეტულ ლოკაციაზე ატარებ აქციას, ის ლოკაცია თუ ვერ შეავსე, აქცია ჩაგივარდა და რეალურად, 1 კვირით ადრე წააგეთ რადიკალურმა ოპოზიციამ არჩევნები," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

„ქართული ოცნების“ ლიდერმა  მამუკა მდინარაძემ კი  აქციაზე ხალხის რაოდენობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა კადრებში სხვადასხვა რაოდენობის ხალხი ჩანს, ოპოზიცია კი სულ სხვა ციფრს ასახელებს, რაც გაუგებარი და უცნაურია.

"რაოდენობასთან დაკავშირებით დღეს მთელი კამპანია აქვთ. ის კადრები რაც გაავრცელეს, მართლა ჩანს, რომ ასეულობით ათასი ადამიანია რუსთაველზე, მთელი რუსთაველი არის გადაჭედილი და რატომ იკლებენ, ათეულობით ათასს რატომ ამბობენ წარმოუდგენელი ამბავია. თავიდან თქვეს 100 ათასი, მერე თქვეს 190 ათასი, კადრებში ნახევარი მილიონი ჩანს. მერე სხვა კადრები ვნახეთ, იქ სულ სხვა რამე ჩანს და დავიბენით, ჩვენც ხალხი ვართ. 20 ათასი, 30 ათასი ჩანს მაქსიმუმ. რა ხდება ვერ გავარკვიეთ ვერავინ და იქნება ჩამოყალიბდნენ და გაგვარკვიოს ვინმემ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ გუშინდელ აქციაზე ხელისუფლების წარმომადგენლების არ გამოჩენა, კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ისინი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს ემიჯნებიან.

ნაცვლიშვილის თქმით, “ეს მარში კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ ქართველი ხალხი არ აპირებს რუს ოლიგარქს ეს ქვეყანა რუსეთში გაატანოს.“

„ძალიან მრავლისთქმელია, რომ ხელისუფლებას არ შეუძლია და ვერც შეძლო და არც მოვიდა იქ, სადაც ათიათასობით ადამიანი იდგა საქართველოს ევროპული მომავლის ირგვლივ გაერთიანებული. ეს მარში კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ ქართველი ხალხი არ აპირებს რუს ოლიგარქს რუსეთში გაატანოს ეს ქვეყანა. 

„ქართველ ხალხს სურს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს და ასევე ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ხელისუფლება ემიჯნება იმ ათიათასობით მოქალაქეს და მათ ნებას და არ და ვერ მოდის იქ, სადაც ევროპული იდეის ირგვლივ გაერთიანებული, თავისუფალი ადამიანები დგანან“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ  ის მოლოდინი, რაც  აქციის რადონობასა და მასშტაბთან დაკავშირებით იყო, არ გამართლდა. მისი აზრით, წინასაარჩევნოდ საერთოდ პოლიტიკური ძალები მაქსიმალურად ცდილობენ ყველა რესურსი გამოიყენონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ქუჩაში მეტი მხარდამჭერი გამოიყვანონ. თუმცა, ოპოზიციამ ეს 20 ოქტომბერს ნამდვილად ვერ შეძლო. 

„ძალიან ბევრი ოპოზიციური პარტია და ენჯეო სექტორი იყო 20 ოქტომბრის აქციაში ჩართული და თუ ამდენმა პოლიტიკურმა პარტიამ და ორგანიზაციამ მხოლოდ ამ ხალხის მობილიზებ მოახდინა, მაშინ სიტუაცია არც ისე კარგად ჰქონიათ. საქმე კი იმაშია, რომ 20 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით მოლოდინი დიდი იყო. წინასაარჩევნოდ საერთოდ ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურიად ბევრი ხალხი გამოიყვანოს, რათა ამას ამომრჩეველზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. 

„მითუმეტეს ქვეყანაში გვყავს ძალიან ბევრი რაოდენობა ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის, რომლებიც ჯერ კიდევ ფიქრობენ ხმა ვის მისცენ. შესაძლოა ადამიანს უნდოდეს ევროპა და ევროპული ორიენტაცია, მაგრამ არ ენდობოდეს იმ პარტიებს ვინც ამ გზისკენ სვლას ჰპირდება. 

„მაგალითად, ბევრისთვის ნაციოანლური მოძრაობა იმდენად მიუღებელია, რომ არც ევროპა აინტერესებს და არც ამერიკა. ამიტომ ამ აქციების გამართვას შესაძლოა  წინასაარჩევნოდ უკურექციაც კი ჰქონდეს და პირიქით, ოპოზიციისთვის უფრო ცუდი ეფექტის მომტანი იყოს. 

„მე ვფიქრობ 20 ოქტომბრის აქცია ჩავარდა და მას არა ჰქონდა ის ეფექტი, რაც ოპოზიციას რეიტინგს მოუმატებდა და მხარდამჭერთა რაოდენობას გაზრდიდა“,-ამბობს საყვარელიძე. 

მისივე თქმით, თანაც ძალიან უცნაური იყო ის ფაქტი, რომ სიტყვით აქციაზე არცერთი სხვა ოპოზიციონერი ლიდერი და არც მესამე სექტორის წარმომადგენლები არ გამოვიდნენ. აქციაზე გამოვიდა ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ამ არჩევნებში საერთოდ მონაწილეობას არ იღებს. 

„ის არ არის არცერთ პარტიის წარმომადგენელი, ამიტომ პრეზიდენტი, რომელიც ორ თვეში პრეზიდენტი აღარ იქნება და კაცმა არ იცის მისი პოლიტიკური მომავალი როგორ განვითარდება, მოსახლეობას მიმართავს და ევროპული გზისკენ სვლას იმ პარტიების მაგივრად ჰპირდება, რომლებიც საზოგადოების წინაშე არც კი გამოჩნდა. 

„მართლა ასეთი უცნაური რამ პირველად ვნახე. ოპოზიციის მიერ დაორგანიზებულ აქციაზე, არ გამოჩდნენ თავად ეს ოპოზიციონერი ლიდერები. წიანსაარჩევნოდ რამდენიმე დღით ადრე ხალხს არ მიმართონ, არაფერი დაპირდნენ, დაიმალონ და გამოიყვანონ სიტყვით ადამიანი,რომლიც საერთოდ ორ თვეში იქნება თუ არა პოლიტიკაში კაცმა არ იცის. 

„არ მონაწილეობს პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამ არჩევნებში, მიუხედავად ამისა, ის გამოჰყავთ და ხალხს მიმართავს. მითუმეტეს მას მოსახლეობაში არა აქვს ის რეიტინგი, არც არის იმ დონის ლიდერი, რომ მან გავლენა მოახდინოს ამომრჩეველზე. ეს იყო უბრალოდ რაღაცის მცდელობა, რაც არ გამოუვიდათ. ეს კი წინასაარჩევნოდ ოპოზიციას უფრო დააზიანებს“,-ამბობს საყვარელიძე.     

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×