ნატალია ჯვარიძე
28.11.2024

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის 15 თებერვალს გაიმართება. ყოფილ სახელმწიფო მინისტრისა და კონფლიქტოლოგის პაატა ზაქარეიშვილის ვარაუდით, ორი ძირითადი კანდიდატი იქნება, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი ასლან ბჟანია.

„ორი კანდიდატი მეტ-ნაკლებად გამოკვეთილია: ეს არის ვლადისლავ არძინბას გუნდიდან მისი მოგვარე ადგურ არძინბა და მეორე ალბათ იქნება ე.წ. ანქვაბის გუნდი, რომლიდანაც სავარაუდოდ, ისევ ბჟანია იყრის კენჭს".

როგორც მარიონეტული პარლამენტის სხდომაზე განაცხადეს, „არჩევნების" ჩატარება 20-25 მლნ რუბლი დაჯდება.

კანდიდატთა რეგისტრაცია არჩევნებამდე ორი თვით ადრე დაიწყება და კენჭისყრამდე 40 დღით ადრე დასრულდება. თუ კანდიდატს პარტია წარადგენს, ამომრჩეველთა ხელმოწერების შეგროვება საჭირო არ იქნება, ხოლო თუ ადამიანი დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას კენჭი იყაროს ე.წ. პრეზიდენტად, მაშინ მას 2-2,5 ათასი ხელმოწერის შეგროვება დასჭირდება.

ასლან ბჟანიამ დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერის პოსტი 19 ნოემბერს დატოვა და მოსკოვში გაემგზავრა. ის დროებით მოადგილე ბადრა გუნბამ ჩაანაცვლა.

პაატა ზაქარეიშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ ასლან ბჟანიაზე თვითონ გუნდის შიგნით თქვან უარი, თუმცა ფიქრობს, რომ ეს ნაკლებად მოსალოდნელია.

„ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. აფხაზეთში უკვე მესამედ ხდება, რომ პრეზიდენტი რევოლუციური გზით მიდის, ოღონდ წინა ორიდან არც ერთი არ დაბრუნებულა. ახლა კი პირველი შემთხვევაა, როცა გაგდებული პრეზიდენტი ხელახლა აპირებს კენჭისყრას. ამის გარდა სხვებიც იქნებიან, რომლებიც თავის მოწონებას ეცდებიან, ასეთი დაახლოებით 7-10 კაცია, მაგრამ ეს ორი გუნდი იქნება ძირითადი. თუ იქნება ბჟანია, ამ გუნდიდან სხვას არავის დაასახელებენ. თუმცა შესაძლოა ასეთი რაღაცაც მოხდეს - ანუ გუნდის შიგნით თქვან, რომ ბჟანია აღარაა პოპულალური და ჯობია სხვა იყოსო, მაგრამ უფრო რეალურია პირველი ვარიანტი ", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×