„ქართული ოცნების" ანონსს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" „სისტემურ დანაშაულს" შეისწავლის, ოპოზიციაში „არაადეკვატურს" უწოდებენ. აღნიშნავენ, რომ „ქართული ოცნება" „უსუსურ მდგომარეობაშია" და ეს ნაბიჯი მათ თავად მიიყვანს ციხის კარამდე. ცდილობს თუ არა „ოცნება" „კოლექტიური ნაცმოძრაობის" აკრძალვას და რა შედეგებს მოუტანს ეს სახელმწიფოს?
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ პასუხისგება ყველას მოუწევს, ყველა ოპოზიციონერს, რომლებმაც „აგვისტოს ომის დანაშაულში" მონაწილეობა მიიღო.
გია ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების სამართლებრივი შეფასების ჩატარების მიზნით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე ისაუბრა და აღნიშნა, ფაქტი, რომ „საქართველოს ტერიტორიების 20%-ი ოკუპირებულია, [„ნაციონალური მოძრაობის"] დანაშაულთა შორის ყველაზე დიდი დანაშაულია". ვოლსკის თქმით, ყველა პოლიტიკური დანაშაული შესაფასებელია, რაშიც ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იღებდა მონაწილეობას, რომელიც დღეს პოლიტიკურ ველზეა.
„ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი კირცხალიაც, გამოეხმაურა მდინარაძის გუშინდელ ბრიფინგს. ის აღნიშნავს, რომ ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა „წინგადადგმული ნაბიჯია". როგორც კირცხალიამ აღნიშნა, ეს პროცესი დაეხმარება ახალგაზრდებს დაინახონ, რეალურად, რა ძალას წარმოადგენს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა".
კითხვაზე, ითანამშრომლებენ თუ არა ოპოზიციის წევრები კომისიასთან, კირცხალიამ უპასუხა: „რაც შეეხება ითანამშრომლებენ თუ არა ისინი ამ კომისიასთან, უნდა შეეგუონ, რომ ცხოვრობენ სამართლებრივ სახელმწიფოში. ამიტომ დარწმუნებული იყავით, რომ ვერ ნახავენ ვერანაირ გზას არ მონაწილეობისთვის."
მდინარაძის ბრიფინგს გამოეხმაურა იურისტი ეკა ბესელიაც. ის „ქართული ოცნების" ამ ნაბიჯს ფარსს უწოდებს. ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების წევრები საკუთარ თავს იტყუებენ. თვითონ თუ სჯერათ ამ სისულელის? პარტიის აკრძალვა ქვეყანაში საერთო არ ხდება", - განაცხადა ბესელიამ.
ოპოზიციაში მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას „სისხლის სამართლის დანაშაულს" უწოდებენ და აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ კომისიის შექმნის უფლება. „ეს არის უკანონო, უზურპატორი პარლამენტი და მას არა თუ კომისიის შექმნის უფლება არ აქვს, არამედ იქ რომ არიან და ხელფასებს იღებენ, უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია,მდინარაძე ციხეში დაამთავრებს", - ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას.
აკრძალავს თუ არა „ქართული ოცნება" პარტიას? რა სცენარის შეიძლება გათამაშდეს?
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბრის დროს აღნიშნავს რომ ოპოზიცია დღეს გამოწვევბის წინაშე დგას, მისი თქმით, კომისიის შექმნა პარტიის აკრძალვის წინაპირობა არაა, ნაწილობრივ იზიარებს შეხედულებას რომ „ქართული ოცნება" ყურადღების გადატანას ცდილობს., საყვარელიძე ვარაუდობს რომ , მომავალში, ოპოზიცია შესაძლოა კომისიასთან თანამშრომლობას არ დათანხმდეს-„ როგორც ეს არაერთხელ მომხდარა".
„მე ამ ბრიფინგიდან ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ , არა კონკრეტული ადამიანების დასჯა, არამედ მკაფიოდ ჩამოყალიბდება , სასამართლო დონეზე, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ რუსეთი სასარგებლოდ იმოქმედა, ახლა გახდა ეს თემა ძალიან აქტუალური, რადგან „ ოცნება",, თითქოს მუშაობს რუსეთზე და მგონია, რომ ამ ბრალდებაზე საპასუხოდ გაჩნდა ეს აზრი რომ შეიქმნას კომისია." „ოპოზიციას არ გამოეპარება ხალხის მზარდი რაოდენობა, ამიტომ ყურადღება თუ არ გადაიტანე „საშინელება შეიძლება მოხდეს".
კომისიის შექმნას გამორიცხავს პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი და ამბობს, რომ ამ ინტიტუტის არსებობას პერსპექტივა არ აქვს. მისი თქმით „ოცნება" წარმოადგენს „გაკოტრებულ ძალას" და ცდილობს უკანასკნელი ძალებით მოსახლეობის ყურადღების გაფანტვას.
„კომისიის შექმნას გამოვრიცხავ, არანაირი პერსპექტივა არ აქვს, მაგრამ თუ ეს მოხდა, ჩათვალეთ ვცხოვრობთ დიქტატურაში. ერთგვარი მუქარაა ოცნების მხრიდან, მათთვის ყველა „კოლექტიური ნაციონალურიმ მოძრაობაა," ვინც მათსავით არ ფიქრობს, ვის უპირებენ დასჯას, „ხარებასაც", რომელიც ერთ დროს ნაცებთან იყო?ეს ყველაფერი არის ფარსი და, მეორე მხრივ ,მიმდინარე აქტუალური საკითხებიდან ყურადღების გადატანის მცდელობა.
ის აბსოლუტურად გაკოტრებული ძალაა, ოპოზიცია არ ითანამშრომლებს მასთან, ვერანაირი პერსპექტივა ამ კომისიას არ აქვს, თვის მერე კიდევ თუ ეს ხელისუფლება იქნება მაშინ მივესალმოთ დიქტატურას".