
„ოცნების" მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის დროებით შეჩერების შემდეგ კეთდება მინიშნებები, რომ შესაძლოა ევროსაბჭოდან საქართველოს გარიცხვის საკითხი დადგეს. თავად ასამბლეის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამით საქართველომ საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებები დაარღვია. ანალიტიკოსთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ევროსაბჭომ „ოცნების" დასასჯელად ეს ნაბიჯი გადადგას. სხვების აზრით კი, მომდევნო ორი თვის განმავლობაში ეს ნაკლებად მოსალოდნელია.
„მათგან ყველაფერია მოსალოდნელი, რომ ვითონ დასაჯონ „ქართული ოცნება" და ვითომ წააქეზონ რადიკალური პროტესტი საქართველოს ქუჩებში", - განაცხადა ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ „რეზონანსთან" საუბრისას.
ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის ვარაუდით კი, ორი თვის შემდეგ ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში როგორი პოლიტიკური ვითარებაც იქნება, ევროსაბჭოში გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მიიღებენ:
„არ მგონია ევროსაბჭომ ამ ეტაპზე ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება მიიღოს და საქართველო გარიცხოს. ალბათ ეს ორი თვე ამ თემას არ დაუბრუნდება და 2 თვის შემდეგ როგორი იქნება პოლიტიკური სიტუაცია ზოგადად, ქვეყანაში და მის გარეთ, სავარაუდოდ, ამის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას".
ევროსაბჭოდან საქართველოს გარიცხვის საფუძველი, შესაძლოა, ასამბლეის მიერ 28 იანვარს მიღებულ რეზოლუციაში დასახელებული მოთხოვნების შეუსრულებლობა გახდეს. თუმცა, როგორც ასამბლეაში აცხადებენ, ქართული დეგელაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით საქართველომ უკვე დაარღვია საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებები.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თეოდოროს რუსოპულოსის განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციისთვის ასამბლეაში მონაწილეობა სავალდებულოა და არა არჩევანი.
„საპარლამენტო ასამბლეა არ არის ნაწილობრივი შეთანხმება, არამედ კანონზე დაფუძნებული ორგანო, რომელშიც მონაწილეობა არის არა არჩევანი, არამედ ვალდებულება. მას შემდეგ, რაც უფლებამოსილება მიიღეს, უნდა იყვნენ ასამბლეაში. ეს მათი ვალდებულებაა", - განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.
28 იანვარის რეზოლუციაში საუბარია იმაზე, რომ საქართველომ უნდა დაათავისუფლოს საპროტესტო გამოსვლებისას დაკავებული მოქალაქეები, უნდა დაიწყოს მშაობა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე და დანიშნოს ახალი საპარლოამენტო არჩევნები. ეს ყველაფერი კი უნდა გაკეთდეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომავალ - საგაზავფულო სესიამდე, რომელიც აპრილში გაიმართება. საქართველოს დელეგაციამ სწორედ ამ მოთხოვნების გამო შეაჩერა თავისი მუშაობა ასამბლეაში, „ქართული ოცნება" კი გადაჭრით აცხადებს უარს ამ მოთხოვნების შესრულებაზე.
გია აბაშიძის შეფასებით, „ოცნების" დასასჯელად ევროსაბჭოდან საქართველო, შესაძლოა, მართლაც გარიცხონ, თუმცა, მისივე თქმით, ამას საქართველოზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება.
„ფართო საზოგადოებაში, რომ გავიდეთ და ჩავატაროთ გამოკითხვა იმაზე, თუ ვინ არიან ევროპარლამენტარები და რა არის ევროსაბჭო - ეს ხომ ხალხს საერთოდ არ ადარდებს. ეს არის დასავლელი აქტორებისთვის სამწუხარო რეალობა. მათი ნებაა გაგვრიცხავენ თუ არა ევროსაბჭოდან, თუმცა მარტო ევროკრატიის საქმე არაა საქართველოს გარიცხვა. მაგრამ თუ მაინც წავლენ ამაზე მილევადი ევროკრატები, კი, ბატონო, გაავლონ ე.წ. რკინის ფარდა საქართველოსთან. ჩვენ არსად მივდივართ. საქართველო არც რუსეთუმე გახდა, არც ჩინეთუმე და არც არავის დაკრულზე არ იცეკვებს. საქართველო თავისი სუვერენული დღის წესრიგით წინ მიდის და ვისაც ეს არ მოსწონს, დაგვიწესოს სანქციები, გაგვრიცხონ, გამოგვრიცხონ, ამას უწინარესად ქართველი ხალხისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მათგან ყველაფერია მოსალოდნელი, რომ ვითონ დასაჯონ „ქართული ოცნება" და ვითომ წააქეზონ რადიკალური პროტესტი საქართველოს ქუჩებში", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
„რონდელის ფონდის" მკვლევარის კახა გოგოლაშვილის განცხადებით, თუ ქვეყანამ უარი თქვა თანამშრომლობაზე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა შეიძლება მოითხოვონ, რომ ქვეყანამ დატოვოს ევროპის საბჭო.
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობაზე უარის თქმა აბსოლუტური ნონსენსია. ევროპის საბჭოში ყოფნა ნიშნავს იმას, რომ ორ ინსტიტუტში მაინც უნდა იყო. ერთი არის მინისტრთა საბჭო, სადაც, როგორც წესი, საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან და მეორეა საპარლამენტო ასამბლეა.
„მინისტრთა საბჭო შეიძლება გააცდინო, არაფერი იქ არ ხდება, გადაწყვეტილებების მიღებაში თუ არ მიიღებ მონაწილეობას, შენს გარეშეც მიიღებენ, მაგრამ რაც შეეხება საპარლამენტო ასამბლეას, სადაც მიმდინარეობს დებატები და სერიოზული მუშაობა - კონვენციების შესრულების შეფასება, ქვეყნებთან დაკავშირებით დისკუსიები, ვის რა დარღვევები აქვს და ა.შ., მონიტორინგი იმისა, თუ მთლიანად ევროპაში როგორია ადამიანის უფლებების დაცვის საქმე, ასევე დემოკრატიის - ეს ყველაფერი არის აუცილებელი. აბა, რატომ ხარ საერთოდ ევროპის საბჭოს წევრი?!
„თუ ქვეყანამ უარი თქვა თანამშრომლობაზე, რაც მაგალითად შეიძლება იყოს ასამბლეის რეზოლუციის არშესრულება, მისი რეკომენდაციების სისტემატური არშესრულება, არმონაწილეობა მის მუშაობაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს ასამბლეის წევრების მხრიდან რეზოლუციის შემოტანა, რომელიც მოითხოვს, რომ ქვეყანას წაართვან ხმის უფლება. ეს იქნება პირველ ეტაპზე და შემდგომში საერთოდ შეიძლება მოითხოვონ, რომ ქვეყანამ დატოვოს ევროპის საბჭო. თუ ქვეყანა ევროპის საბჭოში არ თანამშრომლობს, არაფერს არ ითვალისწინებს და თვითონაც კონტრიბუციას არ აკეთებს, მაშინ სრულებით შეიძლება დაატოვებინონ ევროპის საბჭო", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
ვახტანგ ძაბირაძის ვარაუდით, ორი თვე ევროსაბჭო ამ თემას არ დაუბრუნდება. როგორც მან აღნიშნა, თუ საქართველო ევროსაბჭოდან გაირიცხა, შეიძლება ამან ქვეყნის შგნით მომდინარე პროცესებში დეტენატორის როლი ითამაშოს, ან შეიძლება ისე ჩაიაროს.
„გასაგებია „ქართული ოცნების" გადაწყვეტილება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყეტასთან დაკავშირებით. წინსწრებით გააკეთეს ამაზე განცხადება, რადგან არ აპირებენ იმ მოთხოვნების შესრულებას, რომელსაც ევროსაბჭო ითხოვს. თუმცაღა არ მგონია ევროსაბჭომ ამ ეტაპზე ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება მიიღოს და საქართველო გარიცხონ. ალბათ ეს ორი თვე ევროსაბჭო ამ თემას არ დაუბრუნდება და 2 თვის შემდეგ როგორი იქნება პოლიტიკური სიტუაცია ზოგადად, ქვეყანაში და მის გარეთ, სავარაუდოდ, ამის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას. მანამდე არ ვფიქრობ, რომ ევროსაბჭო რაიმე რადიკალურ ნაბიჯს გადადგამს.
„რაც შეეხება ამის შედეგებს, ეს დამოკიდებულია ბევრ რამეზე. შესაძლოა დეტენატორის როლი ითამაშოს და შეიძლება ისე ჩაიაროს, როგორც, მაგალითად, ამ განცხადებამ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობარომ შეაჩერეს. ამას ქვეყნის შიგნით და გარეთ რაღაც აფეთქება ხომ არ მოჰყოლია? უბრალოდ დაფიქსირდა პოზიციები და ითქვა, რომ მივიდვართ იზოლაციისკენ. ეფექტი დამოკიდებული იქნება იმ დროის პოლიტიკურ სიტუაციაზე", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".