
აშშ-ს საგარეო დახმარების პაკეტი მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, 90 დღით დაპაუზა. შესაბამის ბრძანებას აშშ-ის პრეზიდეტმა დონალდ ტრამპმა ხელი 22 იანვარს მოაწერა. მმართველ პარტიაში ამას თავიდანვე მოწონებით შეხდნენ. მათი შეფასებით, „ამერიკული ფული საქართველოში არასწორი მიზნით გამოიყენება" და აქედან გამომდინარე ვარაუდობდნენ, რომ აშშ-დან დაფინასნების შეწყვეტა საქართველოშ საპროტესტო გამოსვლების მასშტაბებსა და ინტენსივობას შეამცირებდა. რა აჩვენა ამ მხრივ ბოლო 10-მა დღემ და გამართლდა თუ არა „ოცნების" მოლოდინი?
პრეზიდენტმა ტრამპმა საგარეო დახმარებების პაკეტი 90 დღით გააჩერების მიზეზად ის დაასახელა რომ ეს დაფინასნება სრულიად უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნის პოლიტიკას.
„ტრამპმა გააკეთა იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ჩვენ გავაკეთეთ „გამჭვირვალობის კანონით". მან დაფინანსების არათუ გამჭვირვალობა უზრუნველყო, პირდაპირ გააჩერა ეს დაფინანსება და მთავარი მოტივი იყო ის, რომ არასწორ, ძალიან მანკიერ მიზნებს ხმარდებოდა ეს დაფინანსება. ბევრ ქვეყანაში ამ დაფინანსების შედეგი იყო რევოლუცია, იყო ომი და ათასი უბედურება. არა ერთი და ორია, სადაც სწორედ ამ დაფინანსებამ მოუტანა ქვეყნებს განადგურება, ომი და ძალიან ბევრი პრობლემა", - განაცხადა ამ თემაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე „რეზონასნთან" აღნიშნავს, რომ აშშ-დან დაფინასების შეწყვეტა აქციებზე თანდათანობით იმოქმედებს და საბოლოოდ გააქრობს.
„მმართველი პარტიის პროგნოზი გამართლებულია. ნახეთ ქუჩაში როგორ შემცირდნენ, რა მოთხოვნები წამოაყენეს. ხალხის რაოდენობა ძალიან ძალიან შემცირებულია. ამიტომ ცალსახაა, რომ ამ აქციებზე ტრამპის გადაწყვეტილებამ დიდი გავლენა მოახდინა. ცოტაც დაველოდოთ, უფრო შემცირდება და ნათლად გამოჩნდება ვინ იყო საქართველოს მტერი და ვინ იყო საქართველოს მოყვარე.
„ამას ხალხის რაოდენობის საფუძველზე ვამბობ. ნახეთ, რა დოზითა შემცირებული ე.წ. პროტესტი. ამ წუთებში რა რაოდენობაც დგას თბილისი მოლთან, ამდენ ადამიანი ბებიაჩემის წლისთვზე მყავდა დაპატიჟებული. ასეთი მასშტაბური აქციები აქამდე დავიდა და კიდევ უფრო შემცირდებოდა, რადგან ეს ყველაფერი ფულით კეთებოდა, თორე იქ მოტივირებული ადამიანები იშიათად იდგენენ.
„თავად აქცია ხომ გვასხოვს რატომ ტარდებოდა - არჩევნები გაყალბდაო. 2 მილიონ ადამიანში 300 ათასი ხმით როგორ გააყალბეს?! ამას, რა თქმა უნდა, „დიფ სთეითის" მოხელეები აფინანსებდნენ, მაგრამ, ვხედავთ - სრულდება ყველაფერი, სრულდება დახმარებები და წავიდა აქციებიც დაღმართისკენ", - განაცხადა გვენეტაძემ.
განსხვავებული მოსაზრება აქვს ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილს. როგორც მან „რეზონასნთან" აღნიშნა, აქციები და ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ერთმანეთთან კავშირში არა.
„სისულელეა, აქციები და დაფინანსება ერთამენთთან არანაირ კავშირში არაა. შესაბამისად, „ოცნების" პროგნოზიც არასწორია. ჩვენ ხელისუფლებაში გვყავს ისეთი ხალხი, რომელებსაც ჰგონია, რომ ყველაფრის უკან ფულის მასტიმულირებელი ძალა დგას და არა ის, რომ ვიღაც ასე ფიქრობს.
„მე დარწმუნებული ვარ, როცა ამბობენ, რომ ფულის გამო გამოდიან საქციებზე, ამ სისულელის თავადაც სჯერათ. თვითონ ხომ არასადროს არასად გამოსულან ფულის გარეშე. ამიტომ არანაირი კავშირი სამოქალაქო აქტივიზმს დაფინასნებათან არ ჰქონია, ესაა ზღაპარი და მითი. როცა ადამიანი იბრძვის თავისუფლებისთვის მას არ სჭრდება დაფინასნება", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
მისივე შეფასებით, საპროტესტო მუხტი არ დავარდნილა, თუმცა ამბობს რომ მდგომარეობა „დასტაბილურებულია".
„ვფიქრობ, საპროტესტო მუხტი არა დავარდნილი, თუმცა დასატბილურებულია. წინაღმდეგობის მონაწილეებს პროტესტის გაფართოების პრობლემა აქვთ. მე ვამბობ, რომ დღესაც ბევრი ხალხი მონაწილეობს, მაგრამ უფრო მეტი ხალხი გამოდის ხელისუფლების კონკრეტული ქმედებებიდან გამომდინარე. წინააღმდეგობის მოძრაობას აქვს კონკრეტული ხარვეზები და ამაზეა საფიქრალი - უფრო მეტი სოციალური თემა რომ იყოს, უკეთესია. მე მათ ადგილას ამაზე ვიფიქრებდი.
„რაც შეეხება მაგისტარლების გადაკეტვას, მე ასეთი რაღაცების მომხრე არ ვარ. მე არ ვარ ისეთი აქციების მომხრე, რომელიც კარგად მოფიქრებული არაა. თუ გადაკეტე, აი, მერე რას შვები? თუ დაგარბიეს, მერე რას აკეთებ? თუმცა, ფაქტია - იმ რეაქციიდან გამომდინარე, რაც ხელისუფლებამ ამას მისცა, აშკარაა, რომ მათ ეშინიათ
„მე ისეთ აქციებს ვემხრობი, რომელიც ხელისიფლებას უფრო დიდ დისკომფორტს შეუქმნის. ასეთი გამოცდილება ჰქონდა, მაგალითად, სომხეთს, როცა მცირე ჯგუფები გამოჩნდებოდნენ ხან ერთ, ხან მეორე ადგილას და პოლიცია ვერ ასწრებდა დროულად მისვლას. ასეთი გზებია უფრო ეფექტური", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, გადაიტვირთება თუ არა ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთნ „ოცნების" ურთიერთობა, გვენეტაძე პოზიტიუტრადაა განწყობილი, ზურაბიშვილი კი აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისადმი მკაცრი ზომების მოლოდინშია.