თამთა ჩაჩანიძე
19.11.2021

მას შემდეგ, რაც გახდა ცნობილი, რომ იუსტიციის სამინისტრომ ექპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, პარტია „დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა, პარლამენტის შენობაში მყოფი დანარჩენი მოშიმშილე ოპოზიციონერები პროტესტის ამ ფორმას მაშინ შეწყვეტენ, რაც სააკაშვილი გლდანის ციხეს ნებით დატოვებს. ამ პირობითვე პარტია „ლელო"პოლიტიკურ ბოიკოტს წყვეტს.

თეონა ვეშაგური
19.11.2021

გორის ჰოსპიტალი დღემდე მკურნალობს ჩვენს გმირ ჯარისკაცებსა და ბევრ სამოქალაქო პირს, და ძალიან მაღალი რეპუტაციით სარგებლობს, აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე. ამასთან, ფიქრობს, რომ ეს ჰოსპიტალი იმიტომ შეირჩა, რადგან დაცულობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა და ყოველგვარი პროვოკაცია გამოირიცხება.

თეონა ვეშაგური
19.11.2021

მიუხედავად ამერიკის, ევროკავშირისა და უკრაინის ოფიციალური განცხადებებისა, თბილისში მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით დასავლეთი საკმარისად აქტიური არ არის. საინტერესოა, რომ ასე ფიქრობენ როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი ძალის მხარდამჭერები. „ოცნებაში" აცხადებენ, რომ სააკაშვილის შიმშილობის პერიპეტიებმა ევროინტეგრაციაზე გავლენა არ მოახდინა, ოპოზიციაში შიგადაშიგ ისმის განცხადებები დასავლეთის პასიურობაზე და საქართველოს დემოკრატიის მიმართ ინტერესის დაკარგვაზე. ამავე აზრზეა ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძეც.

ხატია ბერიძე
19.11.2021

დათანხმდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ის გარემოება, რომ მისი მომხრეები და თანამებრძოლები ამ შესაძლებლობას ფრთხილი ოპტიმიზმით შეხვდნენ, შეიძლება იმის მიმანიშნებელი იყოს, რომ შეიძლება დათანხმდეს და კრიზისის ეს ეტაპი ქვეყანამ მშვიდობიანად დაიძლიოს.

თამთა ჩაჩანიძე
19.11.2021

მმართველ გუნდს მოუწევს საერთაშორისო ასპარეზზე უფრო აქტიურად იმუშავოს, რადგან შეუძლებელია, რომ დამახინჯებული გზავნილები დასავლეთში უაპელაციოდ მიდიოდეს და მის საპირწონედ ობიექტური არგუმენტები არ იყოს, რომლებიც ჩვენ ვიცით, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობამ არა, აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია აბაშიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადების შეფასებისას.

ია აბულაშვილი
19.11.2021

რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ეს შიმშილობა სახალხო შიმშილობად გადაიქცევა და მოედება მთელს საქართველოს. ეს კი მართლაც ყურადსაღები გახდება მთელი მსოფლიოსთვის. მოვლენების ამგვარი განვითარება კი ხელისუფლებისთვის მომგებიანი ნამდვილად არ იქნება, აცხადებს „რეზონანსთან" პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების კომენტირებისას. მისი აზრით, ქაოსიდან ქვეყანა დროზე უნდა ამოვიდეს და მოუწოდებს მხარეებს, დროულად დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.

თამთა ჩაჩანიძე
18.11.2021

პარასკევიდან ოპოზიცია საპროტესტო აქციებს ისევ აგრძელებს, ამის პარალელურად ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით გრძელდება შიმშილობებიც, თუმცაღა ხელისუფლება პირვანდელ პოზიციას არ ცვლის და ამ დრომდე მათ მოთხოვნაზე უარს ამბობსს - ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი არის დრო და ფიქრობენ, რომ გარკვეული ეტაპის მერე „ეს პროცესი მინელდება", ხოლო მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ თუ „ოცნება" დათმობაზე არ წავიდა, კრიზისი გაღრმავდება.

ია აბულაშვილი
18.11.2021

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის დასკვნის თანახმად, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომრეობის მონიტორინგის შედგებს ეხება, გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულება მზად არ არის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს გაეწიოს სათანდო მკურნალობა. სააკაშვილს არ უტარდება ყველა ის პროცედურა, რომელიც ამჟამად აუცილებელია მის მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის, რაც სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული.

ხატია ბერიძე
18.11.2021

პარტია ,, გირჩი" შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთ გამოსავლად ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გააგზავნაში ხედავს, ანალიტიკოსები კი ფიქრობენ, რომ ამ ინიციატივას ხელისუფლება არ განიხილავს და დიდი ალბათობით ვერ განხორციელდება - რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, იურისტის აზრით, პატიმრის საზღვარგარეთ კლინიკაში გადაყვანა დასაშვებია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც პაციენტს აღენიშნება ისეთი დაავადება, ან საჭიროებს ისეთ მკურნალობას, რასაც სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს.

თამთა ჩაჩანიძე
18.11.2021

„პაქსლოვიდი" და „მოლნუპირავირი" - აბები, რომლებიც შესაძლოა პანდემიის მართვის პროცესში მთავარ იარაღად იქცეს. კვლევების თანახმად ისინი კოვიდ-19-ით ინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებენ, ჯანდაცვის ექსპერტების მოსააზრებით კი, ეს იქითკენაა მიმართული, რომ „ციტოკინური შტორმი" როგორმე გააჩეროს.

ელზა პაპოშვილი
18.11.2021

სახალხო დამცველის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შექმნილ სამედიცინო ექსპერტთა კონსილიუმის დასკვნას ხელისუფლებასა და ოპოზიციის მხრიდან  სხვადასხვა გვარი შეფასებები მოჰყვა - ხელისუფლება ამბობს, რომ 9 წევრისგან შექმნილი ჯგუფიდან ყველა მათგანი პოლიტიკურად მიკერძოებული და ანგაჟირებულია. ისინი ამას ღიად და საჯაროდაც გამოხატავენ, ამიტომ მათ მიერ სააკაშვილის ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ დადებული დასკვნა არასანდოა.  

ელზა პაპოშვილი
17.11.2021

რატომ შეცვალა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის მიმართ რიტორიკა? ის ხელისუფლებას ლამის პირდაპირ მოუწოდებს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისკენ, რათა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პროცესები განიმუხტოს. მოხდა თუ არა ევროპაში მყოფ პრეზიდენტზე ჩვენი პარტნიორების მხრიდან ზეგავლენა, რის შემდეგაც ზურაბიშვილმა მედიატორის როლის მორგება სცადა? და რა შედეგს გამოიწვევს მისი მოწოდება? 


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×