თეონა ვეშაგური
09.11.2021

იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების „ფაიზერით" ვაქცინაცია შესაძლებელი გახდა. ამასთან, დაიწია „ბუსტერ" დოზის ასაკობრივმა ზღვარმაც და მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ პირისთვის, რომელიც აცრილია ნებისმიერი ვაქცინით. აღნიშნულს დადებითად აფასებენ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, მათი თქმით, ეს ვაქცინაციის პროცესისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.

თამთა ჩაჩანიძე
09.11.2021

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულებაში გადაყვანის გამო, საქართველოს საპროტესტო ნოტა გამოუგზავნა, სადაც კიევმა ოფიციალურ თბილისს მოუწოდა, რომ სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანონ. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს დიდი ალბათობით იმის ნიშანია იმისა, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სააკაშვილის უკრაინაში ესტრადირებას მოითხოვს.

ხატია ბერიძე
09.11.2021

 ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ინფიცირების ახალი შემთხვევების და, რაც ყველაზე შემაშფოთებელია, კორონავირუსით გარდაცვლილთა ყოველდღიური რაოდენობა იზრდება. სპეციალისტები ამის რამდენიმე მთავარ მიზეზს ასახელებენ და შემაშფოთებელ პროგნოზს აკეთებენ - სიკვდილიანობა არ შემცირდება და პირიქით, ახლო მომავალში კიდევ უფრო მეტი ზრდაა მოსალოდნელი.

თეონა ვეშაგური
09.11.2021

ოპოზიცია დასავლელ პარტნიორებს „ქართული ოცნებისა" და ზოგადად ხელისუფლების ლიდერთა წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას სთხოვს. ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი ამას უსუსურობად აფასებს. მისი თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თემის წინა პლანზე წამოწევა და ამასთან დაკავშირებული ვნებათაღელვა მმართველ პარტიასაც აწყობს, რადგან ამით გადაიფარება ის სოციალური და სხვა ტიპის პრობლემები, რაც მოსახლეობას რეალურად აწუხებს.

ელზა პაპოშვილი
08.11.2021

მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯამრთელობის გაუარესების პრევენციის მიზნით N18 გლდანის სამკურანლო დაწესებულებაში გადაიყვანეს. თუმცა 40 წუთის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას გორის სამხდრო ჰოსპიტალში გადაიყვანდნენ. საბოლოდ პენიტენციური სამსახურის მიერ ცნობილი გახდა, რომ ის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. პრეზიდენტის მოსანახულებლად დაწესებულებაში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შევიდა. 

ელზა პაპოშვილი
08.11.2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პირველი დეკემბრიდან ქვეყანაში მწვანე პასპორტები ამოქმედდება. მისი თქმით, მხოლოდ "მწვანე პასპორტის" მქონე ადამიანებს შეეძლებათ კვების და გასართობ დაწესებულებებში შესვლა.  

თამთა ჩაჩანიძე
08.11.2021

„დღეიდან ფართომასშტაბიანი და დიდი საპროტესტო მოძრაობა დაიწყო"- ამ სიტყვებით მიმართა თავისუფლების მოედანზე ენმ-ეს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ შეკრებილ საზოგადოებას და დასძინა, რომ გლდანის ციხესთან, სადაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია გადაყვანილი, ოპოზიციის აქციები არ გაიმართება, რადგან ეს მისი თქმით, პროვოკაციად აღიქმება.

თეონა ვეშაგური
08.11.2021

ქვეყანაში კვლავ უკიდურესად მძიმეა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა - ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები სისტემის გადატვირთვაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ თუ ყოველდღიურად 4-5 ათასი ინფიცირებული გვეყოლება, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით.

თამთა ჩაჩანიძე
08.11.2021

ოპოზიციური პარტიები სიტუაციის განსამუხტავად ხელისუფლებას დიალოგის დაწყებას სთავაზობენ, საპასუხოდ მმართველი გუნდი აცხადებს, რომ თუ ოპოზიციას რეალური დებატების გამართვა და ლაპარაკი სურს, „ამის ადგილი პარლამენტია და კონსტრუქციულ რეჟიმში თანამშრომლობისთვის მზადაა". ანალიტიკოსთა შეფასდებით, რეალურად ამ ეტაპზე ხელისუფლება ლაპარაკის დაწყებას არც ენმ-თან ისურვებს, სანამ არ დაინახავს თუ პოლიტიკურ პროცესს რა გაგრძელება და ხალხის რა მხარდაჭერა ექნება.

თეონა ვეშაგური
08.11.2021

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური შეაფასებისას აღნიშნა, რომ ოპოზიცია მარცხს უნდა შეეგუოს - მისი თქმით, თუ ოპოზიციას სურს რეალური დებატების გამართვა, ამის ადგილი პარლამენტია. პრემიერის განმარტებით, ცენტრალური მთავრობა მზად არის ოპოზიციურ მერებთან თანამშრომლიბისთვისაც.

ელზა პაპოშვილი
07.11.2021

შაბათს რუსთავის ციხესთან გამართულ აქციაზე ენმ-მ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა და მოითხოვა, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 24 საათში გადაიყვანონ ციხიდან სამოქალაქო კლინიკაში. ორშაბათს საღამოს თბილისში იგივე მოთხოვნით მასშტაბური აქცია დაიგეგმა.

თეონა ვეშაგური
07.11.2021

კვირას პარლამენტთან აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ტრაგიკული მოვლენა გაიხსენეს - 2007 წლის 7 ნოემბერი. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი „რეზონანსთან" საუბარში მისი პატიმრობისა და ციხეში შიმშილობის დეტალებს იხსენებს და ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიერ რუსთავის ციხეში გამოცხადებულ შიმშლობასთან ავლებს პარალელებს.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×