ელზა პაპოშვილი
12.11.2021

შეიცვლება თუ არა მიხეილ სააკაშვილის  მიმართ საერთაშორისო ასპარეზზე დამოკიდებულება და რას ნიშნავს უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ზარი პრემიერ ღარიბაშვილთან?-ხომ არ უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში მის უკრაინაში ექსტრადირებას? ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ  და ლიეტუვის სეიმის 2-მა წევრმა სააკაშვილის მონახულება ვერ შეძლეს. მათ ხელისუფლებამ არც კი  უთხრა და არც არა. ამ მომენტისთვის უცნობია, შეძლებენ თუ არა ისინი ექსპრეზიდენტის მონახულებას.  მანამდე კი, მთელი დღის განმავლობაში, ევროპარლამენტარებს სხვადასხვა შეხვედრა ჰქონდათ. ანა ფოტიგა შეხვდა გიული ალასანიას და ნიკოლოზ ყიფშიძეს, ასევე მოინახულა ელენე ხოშტარია.

ხატია ბერიძე
12.11.2021

ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია სულ უფრო მძაფრ ფაზაში შედის, დღეისათვის ოპოზიციამ აქციები პარალელურად რამდენიმე ლოკაციაზე გამართა. იუსტიციის სამინისტროსთან შეკრებილი აქტივისტები იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეკრებილები კი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ.

თეონა ვეშაგური
12.11.2021

მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის საკითხზე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ესაუბრა, განცხადება გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამაც. მთავრობაში ამბობენ, რომ შიდა საქმეებში უკრაინის მოქალაქეების ჩარევა მიუღებელია. ამას შემაშფოთებელს უწოდებს ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი და აღნიშნავს, რომ ეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაძაბვას ნიშნავს.

თეონა ვეშაგური
12.11.2021

საქართველოში დღეს არსებული პოლიტიკური ვითარების გამწვავება მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ გამოიწვია. ჩამოსვლამდე მან კონსულტაციები გაიარა უცხოელ პარტნიორებთან და მათგან საკმაოდ მკაფიო განცხადებებიც მოისმინა, რომ მისი დაბრუნება ხელს შეუწყობდა პოლიტიკურ პოლარიზაციას და ქვეყანაში არსებული ვითარების გამწვავებას. ამიტომ, საზოგადოებამ ნათლად უნდა დაინახოს, რომ ექსპრეზიდენტი სპეციალურად წამოვიდა გამწვავებაზე - აცხადებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე. მისივე თქმით, „ოცნება" ისედაც ბევრ დათმობაზე წავიდა, რამაც შესაძლოა მომხრეები დააკარგვინოს.

ია აბულაშვილი
12.11.2021

პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში მოლაპარკება დაიწყოს საქართველოსა და უკრაინას შორის სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით კი „ოცნება" ფასს უწევს სააკაშვილს, კარგად რომ გაყიდოს.

ელზა პაპოშვილი
12.11.2021

ოპოზიცია მიუხედავად რამდენიმედღიანი აქციებისა, ირწმუნება, რომ ქუჩაში იმაზე მეტ ადამიანს გამოიყვანენ, ვიდრე აქამდე გამოჰყავდათ. თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში პერმანენტულმა აქციებმა მას ჯერჯერობით არაფერი მისცა. დღითიდღე აქციის  მონაწილეების რიცხვი მცირდება და სავარაუდოდ, მოსახლეობას ოპოზიციის ბრძოლის ძველი მეთოდები აღარ მოსწონს. რას მოუტანს ოპოზიციას ყოველდღიური აქციები და ეს რადიკალიზმი ხალხს პირიქით, უფრო ხომ არ აშინებს? 

ია აბულაშვილი
12.11.2021

ყველაზე კარგი გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის ის, რომ სააკაშვილი გადასცენ უკრაინას. დიპლომატიური გზებით უნდა მოხდეს მისი ექსტრადირება და ქვეყანაში პოლიტიკური მღელვარებაც ჩაცხრება. რამდენადაც ვხედავ, უკრაინის მხრიდან დაიწყო უკვე სერიოზული მოძრაობები, - აღნიშნა პოლიტოლოგმა იგორ კვესელავამ ქვეყანაში შექმნილი მწვავე ვითარებიდან გამოსვლის გზებზე საუბრისას.

ელზა პაპოშვილი
11.11.2021

მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მოვლენები სწრაფად ვითარდება. იუსტიციის სამინისტრომ მოულოდნელად მიიღო გადაწყვეტილება, რომ გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში მისი გადაყვანის კადრები გაევრცელებინა, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ციხის თანამშრომლებს, მერე კი დაწესებულებაში ძალის გამოყენებით შეჰყავთ. 

ხატია ბერიძე
11.11.2021

ოპოზიცია დაჟინებით ითხოვს მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინკაში გადაყვანას და პირობას დებენ, რომ ამ შემთხვევაში ამ დაწესებულების მიმდებარედ აქციას არ გამართავენ. თავად ექსპრეზიდენტიც ამბობს, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ ამ მოთხოვნას დაუკმაყოფილებენ, თუმცა ექსპერტები, რომლებსაც „რეზონანსი" ესაუბრა, ეჭვს გამოთქვამენ, რომ ხელისუფლება ამაზე წამოვიდეს.

თეონა ვეშაგური
11.11.2021

ენმ კვლავ აქტიურად აგრძელებს ქუჩის პროტესტს, თუმცა ყოველდღიური აქციებისთვის დიდხანს არ ეყოფა რესურსები. შეიძლება ასეთმა პროტესტმა მაქსიმუმ ორი თვე გასტანოს, მაგრამ ეს დასასრულს არ ნიშნავს, - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ არც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები იქნება მშვიდი, რის გამოც ხელისუფლების ინტერესშია რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გასამართლება.

თამთა ჩაჩანიძე
11.11.2021

ერთგვარ ტრადიციად იქცა, რომ ოპოზიცია ყოველთვის ცდილობს საერთაშორისო ორგანიზაციების, მისიების, საელჩოების განცხადებები, დასკვნები თუ დოკუმენტები, რომლებიც მათთვის სასარგებლო, ან მისაღები არაა,  გადათარგმნოს იმ ენაზე, რომელიც მათ აწყობთ და ისეთი ინტერპრეტაცია მისცეს, რომელიც მათ გამარჯვებულ მხარეს წარმოაჩენს - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

ია აბულაშვილი
10.11.2021

ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო მუხტი უფრო თუ გაძლიერდება, ხელისუფლება სააკაშვილის უკრაინაში ექსრდირებას არ დააყოვნებს - ასეთია ანალიტიკოსთა მოსაზრება გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირების საკითხზე მაღალ დონეზე აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკება საქართველოსა და უარაინის ხელისუფლებას შორის. შესაძლოა, სააკაშვილის ექსტრადირება უკრაინაში უახლოეს მომავალში განხორციელდეს.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×