თამთა ჩაჩანიძე
26.09.2021

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას სამხრეთ კავკასიაში „სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა" წარადგინა, რომელიც მიზნად ისახავს, რომ სამმა ქვეყანამ საქართველომ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა თავის თავზე აიღოს სამშვიდობო მისია რეგიონში. ანალიტიკოსთა შეფასებით, ყარაბაღის კონფლიქტის გამო, ამ ეტაპზე კონკრეტულ ფორმატზე საუბარი ნაადრევია, თუმცა, ქვეყნების განსხვავებული საგარეო ვექტორების მიუხედავად, დასავლეთი ამ ინიციატივას მხარს უჭერს.

თეონა ვეშაგური
25.09.2021

ყოფილი ექსპრეზიდენტის მიმართვები საზოგადოების დაბნეულობას იწვევს, ეს კი „ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს და აკნინებს ოპოზიციის როლს არჩევნებში - ამის შესახებ ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრობს.

თეონა ვეშაგური
25.09.2021

„ჯერ თავად მოინანიონ რუსეთის აგენტობა, 2-მეტრიანი სანთელი დაანთონ და შემდეგ მიმართონ მრევლს",- ასე პასუხობს „ენმ"-ის წევრი რომან გოცირიძე საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს, რომელიც ოპოზიციურ ტელევიზიებსა და „მათ უკან მდგარ" პირებს მიმართავს.

ქრისტინე კაპანაძე
25.09.2021

 წინასაარჩევნო პროცესები, „ქართული ოცნების" ლიდერის ირაკლი კობახიძის და „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას დაპირისპირების შემდეგ, შესაძლოა, სხვა სახის დაპირისპირებებში გადაიზარდოს. ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა და ის მიზეზებიც ახსნა, თუ რატომ არ მოეწონა მმართველპარტიას მომხდართან დაკავშირებით საქართვლოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადება.

თეონა ვეშაგური
25.09.2021

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე ვაქცინაციის ტემპის განახევრებას საგანგაშოს უწოდებენ. მათი ნაწილის აზრით, აუცილებელია დაწესდეს გარკვეული შეზღუდვები აუცრელი მოქალაქეებისათვის და განხორციელდეს მეტი წამახალისებელი ღონისძიებები აცრის მსურველებისთვის. ამის შესახებ „რეზონანსთან" მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე საუბრობს.

თამთა ჩაჩანიძე
24.09.2021

„ქართულ ოცნებას" ვურჩევ, რომ ვადამდელი ნაღდი, რეალური საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს და ყველაფერს წერტილი დაუსვას. მოიგებს? ღმერთმა ხელი მოუმართოს, წააგებს? მაშინ წავიდეს. ლაპარაკი იმაზე, არც ერთ შემთხვავაში არ ჩატარდება არჩევნები მარცხის ტოლფასია - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი იგორ კვესელავა.

ელზა პაპოშვილი
24.09.2021

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ხელისუფლება ოპოზიციას წინასაარჩევნოდ და მის შემდეგაც ქვეყანაში დესტაბილიზაციის  და არეულობის მოწყობაში ბრალს სდებს. ოპოზიცია კი პირიქით ამბობს, რომ ხელისუფლება მათი  დაძაბულობასა და დაპირისპირებაში ჩათრევა უნდა, რისი საშუალებაც არ უნდა მისცენ.   

თეონა ვეშაგური
24.09.2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები გამართა.

თამთა ჩაჩანიძე
24.09.2021

ექსპრეზიდენმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებაშიც თქვა, რომ ჩამოვა, თუმცა „ხალხმა ხელი უნდა გაანძრიოს", პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ გამოსვლაში სააკაშვილის შიში იგრძნობა, რადგან ფიქრობს, რომ უსაფრთხოების გარანტიები დასავლეთიდან ვერ მიიღო და ახლა რჩება ერთი გზა, რომ „მოსახდენი პროცესები მისმა მომხრეებმა მოახდონონ და მერე უსაფრთხოდ ჩამოვიდეს".

თეონა ვეშაგური
24.09.2021

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვლილთა სტატისტიკურმა მაჩვენებელმა იკლო, ეპიდემიოლოგები მაინც მძიმე შედეგებს პროგნოზირებენ ვაქცინაციის ტემპის დაკლების გამო. ამასთან ცნობილი ხდება, რომ ვაქცინების ნაწილს ვადა გასდის.

ია აბულაშვილი
24.09.2021

არჩევნები ყველაფერს დაალაგებს - გამოჩნდება მესამე ძალა; გახარიას პარტია სავარაუდოდ 15%-ს აიღებს, ასეთი მაღალი შედეგი შეცვლის რეალობას და შეიძლება „ქართულ ოცნებაში" და „ნაციონალურ მოძრაობაშიც" სხვა პროცესები დაიწყოს" - ასეთ პროგნოზს აკეთებს „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი.

ელზა პაპოშვილი
23.09.2021

ევროკავშირის ელჩს დღეს პოლიტიკური პარტიები შეხვდნენ. კარლ ჰარცელთან შეხვედრაზე იყვნენ  „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „მესამე ძალისა“ და გახარიას პარტია „საქართველოსთვის“  წარმომადგენლები.  


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×