თეონა ვეშაგური
23.09.2021

კომპანია „ენკა რინიუებლზი", რომელსაც ნამახვანჰესი უნდა აეშენებინა, საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაცის თავად კომპანია ავრცელებს. ამას როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთა ისე ოპოზიციის უკმაყოფილება მოჰყვა.

ია აბულაშვილი
23.09.2021

ჰესიის აშენების პრობლემა არ იქნება და ამას არ სჭირდება ახალი ე.წ. ინვესტორი და 100 წლით ტერიტორიების გადაცემა, თუ იქნება გათვალისწინებული ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერსები - ასეთ შეფასებას აკეთებს ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე კომპანია „ენკას" მიერ ხელშეკრულების შეწყვეტაზე.

თამთა ჩაჩანიძე
23.09.2021

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „ქართულმა ოცნებამ" რეალური ციფრები გამოაქვეყნა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა რაში აწყობს?! მერე ეგზიტპოლებით ხომ მაინც რეალურად გამოჩნდება, ვის რამდენმა მისცა ხმა. ჩემი აზრით, „ოცნება" მონაცემებით ჟონგლიორობაში არ უნდა იყოს დაინტერესებული - ასე შეაფასა „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ „ქართული ოცნების" მიერ გამოქვეყნებული თბილისში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები.

თეონა ვეშაგური
23.09.2021

ევროკავშირის ოფისთან „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერ ნიკა მელიას შორის მწვავე დაპირისპირება მოხდა. პოლიტიკოსები ერთმანეთისკენ იწევდნენ. საქმე ლამის ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდე მივიდა. საბოლოოდ კობახიძე ადგილს დაცვამ განარიდა. მელია და მისი მომხრეები მას მანქანამდე მიჰყვნენ შეურაცხმყოფელი შეძახილებით.

თამთა ჩაჩანიძე
23.09.2021

ადგილობრივ არჩევნმებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, მართველი გუნდი აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობა" არა 2 ოქტომბრისთვის, არამედ დესტაბილიზაციისთვის ემზადება, „ნაციონალურ მოძრაობას" კი მაიჩნია, რომ პასიურობის მიზეზი არასათანადო წინასაარჩევნო გარემოა, რაზედაც პასუხისმგებლობელი ხელისუფლებაა.

თეონა ვეშაგური
23.09.2021

აცრილთა წამახალისებელი ლატარიის შემდეგ, პირველადი ჯანდაცვის ექიმებისთვის წამახალისებელი ღონისძიებები დაინერგება. განიხილება რამდენიმე ასეთი ღონისძიება. რაც მეტი ადამიანის დარწმუნებასა და აცრას მოახერხებს მედმუშაკი, შესაბამის ფულად დანამატს მიიღებს - ამის შესახებ „რეზონანსთან" ჯანდაცვის ექსპერტი, აკაკი ზოიძე საუბრობს.

თეონა ვეშაგური
22.09.2021

არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად წინასაარჩევნო პროცესები დაძაბულ ფაზაში შედის. გახშირდა პროვოკაციები და დაპირისპირებები მოსახლეობაში. - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე დმანისის ინციდენტზ საუბრისას და ამატებს, რომ მსგავსი შემთხვევები სამწუხაროდ ქართული არჩევნების თანმხლები პროცესებია.

ია აბულაშვილი
22.09.2021

ცნობილი ქართველი მეცნიერი, აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ოპოზიციას გამარჯვების შანსი არ აქვს და „ქართული ოცნება" პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

ელზა პაპოშვილი
22.09.2021

თბილისის მერობის კანდიდატებს შორის 21 სექტემბერს საზოგადოებრივ არხზე დებატები 16-ივე კანდიდატს შორის შედგა, რომლთაც 2 საათის განმავლობაში სულ 4 წუთი ჰქონდათ იმისთვის, რათა ამომრჩეველი დაერწმუნებინათ ხმა მათთვის რატომ უნდა  მიეცა. დებატები კურიოზით დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ნიკა მელიამ კახა კალაძეს კორუმპირებული და კრიმინალების მფარველი უწოდა, შემდეგ კი სტუდია პროტესტის ნიშნად დატოვა. დებატების მიმდინარეობისას საინტერესო გარემოება იყო, რომ ყველა კანდიდატი მოქმედ მერს უტევდა. 

ია აბულაშვილი
22.09.2021

ოპოზიციის დიდი მცდელობა თვითმმართველობის არჩევნები რეფერენდუმად გამოაცხადოს უშუდეგოდ დასრულდება და ყოველი არჩევნების წინ ფარული ჩანაწერებისა და სკანდალების აგორებით დაღლილი საზოგადოება 2 ოქტომბერს მშვიდ ცხოვრებას აირჩევს - ასეთ პროგნოზს აკეთებს პოლიტოლოგი ედიშერ გვენეტაძე არევნებამდე დარჩენილ პერიოდში.

თეონა ვეშაგური
22.09.2021

ეს არ იყო დებატები, ეს იყო დებატების პაროდია, სადაც ყველა საარჩევნო კანდიდატი მიმართულია ხელისუფლების წარმომადგენლის წინააღმდეგ - ასე აფასებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე პირველ არხზე გამართულ თბილისის მერობის 16 კანდიდატის დებატებს და აცხადებს, რომ მსგავსი ღონისძიება არაფრის მომცემია.

ელზა პაპოშვილი
21.09.2021

ყოველი არჩევნების წინ პოლიტიკური სკანდალების აგორება საქართველოსთვის პრაქტიკულად ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. ახლაც, 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინ, საზოგადოების განხილვის მთავარი თემებია ინტერნეტით გავრცელებული ფარული მოსმენა-თვალთვალის ფაილები, ე.წ. სისხლიანი ბანერები და საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნის, მეგის ქარდავას ჩამოყვანა. 


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×