ია აბულაშვილი
02.03.2021

მოლოდინი, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტის შემდეგ პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლა დაიწყება და ასოცირების სხდომამდე, რომელიც ბრიუსელში  16 მარტს გაიმართება ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკებას მოახერხებს, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს არ აქვს. მისი  თქმით, ევროპელი სტუმრის თვითმფრინავი ჰაერში არ იყო აფრენილი, რომ ოპოზიცია ქუჩაში გამოვარდა და საპროტესტო აქციებს მართავს.

თამთა ჩაჩანიძე
02.03.2021

აფხაზეთის ოპოზიცია დე ფაქტო პრეზიდენტის უკვე ყოფილი თანაშემწის ბენურ კვირაიას საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვიზიტს აპროტესტებენ. ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაა" და დაახლოებით 200 ადამიანი სამშაბათს ჯერ სოხუმის ცენტრში შეიკრიბნენ, ხოლო შემდეგ დე ფაქტო პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს, რა დროსაც პოლიციასთან შეტაკებებიც მოხდა.

ია აბულაშვილი
02.03.2021

„ევროპული საქართველოს“ ერთ- ერით ლიდერი დავით ბაქრაძე გამოდის ინიციატივით,  რომ ოპოზიციამ  დაიწყოს საუბარი კოალიციური მთავრობის შექმნაზე. იგი ოპოზიციას სთავაზობს პარტიებს შორის გაფორმდეს შესაბამისი შეთანხმება, სადაც არჩევნების შედეგების მიხედვით განისაზღვრება, თუ როგორ მოხდება თანამდებობების განაწილება კოალიციურ მთავრობაში. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ეს იდეა დაიწუნეს.

თამთა ჩაჩანიძე
02.03.2021

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველომ, არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო, შესაძლოა „კოვაქს"-პლატფორმას საერთაშორისო სასამართლოში უჩივლოს. იურისტ ლია მუხაშავრიას განცხადებით, ასეთი გადაწყვეტილება კონტრპროდუქტიული იქნება, რადგანაც ამ სამართლებრივ დავას დიდი ალბათობით წააგებს.

თამთა ჩაჩანიძე
02.03.2021

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობას საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არანაირი შედეგი არ ექნება, რადგანაც არცერთი მხარე არ არის მზად დათმობისთვის. ასეთი პესიმისტური პროგნოზი აქვს ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ორშაბათს პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრის შემდეგ რეალურად არაფერი შეცვლილა.

ქრისტინე კაპანაძე
02.03.2021

 ორშაბათს საღამოს ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა იმედისმომცემი შეხვედრის შემდეგ, რომელმაც პოლიტიკური პროცესების ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან გადატანის შესაძლებლობა გააჩინა, სამშაბათს დილიდან ვითარება პარლამენტთან ისევ დაიძაბა. ხელისუფლება ოპოზიციას დესტრუქციულ მოქმედებაში ადანაშაულებს. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ორშაბათის შეთანხმება მათ აქციების შეწყვეტას არ ავალდებულებს.

თამთა ჩაჩანიძე
01.03.2021

ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტმა პოლიტიკური დღის წესრიგი რადიკალურად შეცვალა საქართველოში - იგი აღმოჩნდა პირველი დიპლომატი, რომელმაც ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან დიდი ხნის შესვენების შემდეგ დასვა. მისი მედიაციით პრეზიდენტის ორბელიანების სასახლეში ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრაზე ექვსპუნქტიანი ჩარჩო დოკუმენტი შეადგინეს, რომელზეც მუშაობა გაგრძელდება.

თამთა ჩაჩანიძე
01.03.2021

ციფრული მწვანე საშვი - ეს ის სერთიფიკატია, რომლისთვისაც საკანონმდებლო წინადადებას ევროკომისია მარტში წარადგენს, ამ ინიციატივის მიზანია, რომ ევროპელებმა ევროკავშირის ფარგლებში ან საზღვარგარეთ უსაფრთხოდ მიმოსვლა შეძლონ.

ელზა პაპოშვილი
01.03.2021

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელის მკაცრი გზავნილები ქართულ პოლიტიკურ სპექტრს - ის  ხელისუფლებას და ოპოზიციას სასწრაფოდ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომას სთხოვს. 

მიშელის განცხადებები საკამოდ მკაცრი და პრინციპულია. პრეზიდენტი ამბობს, რომ ის შეშფოთებულია საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისით და ფიქრობს, რომ ის პროცესები რაც შეიძლება საქართველოში განვითარდეს მხოლოდ რუსეთს აწყობს. ამიტომაც ორივე მხარეს შუამავლობას და დღესვე შეხვედრას სთავაზობს.  

ია აბულაშვილი
01.03.2021

საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ხელისუფლებას და ოპოზიციას პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, ყველა პარტიამ უნდა აჩვენოს ლიდერობა, გააძლიეროს ვითარების დეესკალაციის მცდელობები და გაერთიანდეს.

თამთა ჩაჩანიძე
01.03.2021

მარტის დასაწყისშიც კი ვაქცინის საქართველოში შემოტანის კონკრეტული თარიღი ამ დრომდე უცნობია - „კოვაქს" პლატფორმა, რომლისგანაც „ფაიზერის" პირველი დოზები ჯერ კიდევ თებერვალში უნდა მიგვეღო, აცხადებს, რომ გასულ თვეში ნაადრევი გზავნილები მხოლოდ იმ ქვეყნებში განხორციელდა, რომლებმაც ერთიან განცხადებაში კრიტერიუმები უკვე დააკმაყოფილეს.

ქრისტინე კაპანაძე
28.02.2021

 „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანიაცხადებს, რომ ოპოზიციის აქციები ძალიან ცუდად ტარდება და ახალგაზრდებს მიკროფონებს არ აძლევენ. რამდენად მწვავეა ეს ახალი შიდა დაპირისპირება ოპოზიციაში და რა შეიძლება ამას მოჰყვეს?


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×