თამთა ჩაჩანიძე
24.02.2021

ოპოზიციას ხალხის ქუჩაში გამოყვანა უჭირს და პერმანენტულად ხალხმრავალი აქციების ორგანიზებას ვერ შეძლებს - მიიჩნევენ ანალიტიკოსები და აცხადებენ, რომ მოსახლეობა რევოლუციური სცენარებით დაიღალა - ანალოგიურად ფიქრობენ „გირჩშიც".

ელზა პაპოშვილი
24.02.2021

საქართველოში პანდემიის გამო დაწესებული გარკვეული შეზღუდვები იხსნება. ამის შესახებ პრემიერ- მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა ის მიმართულებები დაასახელა, სადაც დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება.  

ია აბულაშვილი
24.02.2021

საქართველოში განვითარებული მოვლენები, საერთაშორისო საკითხთა ექსპერტთა მოსაზრებით დამფიქრებელია იმ თვალსაზრისითაც, რომ ვითარების დესტაბილიზაციით შესაძლოა მხოლოდ რუსეთმა ისარგებლოს.

თამთა ჩაჩანიძე
24.02.2021

ნიკა მელიას დაკავებისა და განვითარებული მოვლენების შემდეგ, ფასილიტატორმა ელჩებმა კრიზისის განსამუხტავად ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას" შორის პოზიციების დაახლოებაზე მუშაობა აქტიურად დაიწყეს. რა განმუხტავს სიტუაციას.

ელზა პაპოშვილი
23.02.2021

როგორი იქნება ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შემდგომი ნაბიჯები, სავარაუდოდ, ფასილიტატორ ელჩებთან შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი. ოპოზიციამ საპროტესტო აქციების სერია უკვე დააანონსა და იმედი აქვს, რომ ეს, დასავლეთის ზეწოლასთან ერთად, ხელისუფლებას დათმობაზე წასვლას აიძულებს. ხელისუფლება კი ოპოზიციას დიალოგის სთავაზობს, ოღონდ „არა იმაზე, თუ რა გვყოფს, არამედ იმაზე, თუ რამ უნდა გაგვაერთიანოს“.

ელზა პაპოშვილი
23.02.2021

ყოფილი სახელწმიფო მინისტრი და ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი ნიკა მელიას დაკავების გამო მასობრივ სახალხო პროტესტს გამორიცხავს, თუმცა დასავლეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე სერიოზულ ზეწოლას პროგნოზირებს. როგორც მან „რეზონანსს“ განუცხადა, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება „სრული უგუნურებაა“, რომელსაც ქართულ საზოგადოებაზე გამომაფხიზლებელი ეფექტი ექნება.

ელზა პაპოშვილი
23.02.2021

ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძე გაკვირვებას გამოთქვამს იმის გამო, თუ რატომ არ მოახდინა ხელისუფლებამ იმ პოლიტიკური რისკების შეფასება, რაც სამშაბათს დილით ჩატარებულ სპეცოპერაციას მოყვებოდა. როგორც მან „რეზონანსს“ განუცხადა, ნიკა მელიას დაკავებით, მართალია, კანონი და სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდა, მაგრამ რამდენად აუცილებელი იყო ამის ასე სწრაფად  გაკეთება, ეს შეიძლება სადავო იყოს.

თამთა ჩაჩანიძე
23.02.2021

ქართველ ანალიტიკოსთა და უცხოელ პარტნიორთა უმეტესობა ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობის განმუხტვისათვის ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების სამართლებრივი გზები მოძებნოს. იურისტები კი კონკრეტულ სამართლებრივ მექანიზმებს ასახელებენ, რომლის გამოყენებაც ამ შემთხვევაში შესაძლებელია.

თამთა ჩაჩანიძე
23.02.2021

პარტია „მოქალაქეები" არ შეუერთდებიან ოპოზიციის საპროტესტო აქციას. ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით კი მათი პოზიციაა, რომ ხელისუფლებამ არასწორი ნაბიჯი გადადგა და გამოსავალი მხოლოდ მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომაა. ამის შესახებ „რეზონანსს" პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა განუცხადა.

ია აბულაშვილი
23.02.2021

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საინფორმაციო ომი მიმდინარეობს და ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რომელი მხარე უფრო უკეთ შეძლებს ქართული საზოგადოებისა და საერთაშოისო პარტნიორების დარწმუნებას თავის სიმართლეში - ასე აფასებს „რეზონანსთან“ საუბარში ნილა მელიას დაკავების შემდეგ შექმნილ სოტუაციას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

ქრისტინე კაპანაძე
23.02.2021

 სერიოზული რეგრესი დასავლეთთან ინტეგრაციაში და დახმარების კონკრეტული პროგრამების შეჩერება - პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველისა და ჯიპას ასოცირებული პროფესორის თენგიზ ფხალაძის აზრით, სწორედ ასე შეიძლება განვითარდეს მოვლენები, თუკი საქართველოს ხელისუფლება დასავლეთის კრიტიკას არ გაითვალისწინებს და ვითარების დეესკალაციისაკენ კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს.

ქრისტინე კაპანაძე
23.02.2021

 დასავლელი პარტნიორების მწვავე განცხადებებს, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" წევრები, ლადო კახაძე და ნინო წილოსანი ეხმაურებიან. კახაძის თქმით, საქართველო აუხსნის დასავლეთს თუ რატომ მოხდა მელიას დაკავება და რეალურ სურათს დაანახებს, ხოლო წილოსანი ამბობს, რომ ქვეყანას თავისი კონსტიტუციური მდგრადობის დაცვა ყოველთვის სახარბიელო მდგომარეობაში არ აყენებს, მაგრამ კანონი უზენაესია.


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×