ელზა პაპოშვილი
23.02.2021

ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ხელისუფლება, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტი რადიკალიზაციის გზით წავა და მოვლენების განვითარება მთლიანად დასავლეთის რეაქციაზე იქნება დამოკიდებული, რადგან ოპოზიციას ქვეყნის შიგნით მძლავრი საპროტესტო ტალღის აგორების რესურსი არ აქვს. ამის შესახებ „რეზონანსს“ ანალიტიკოსმა დავით ზურაბიშვილმა განუცხადა.

თამთა ჩაჩანიძე
23.02.2021

ოპოზიციის ლიდერები „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაკავების გამო, კანცელარიასთან 15:00 საათზე აქციას მართავენ. მთავარი მოთხოვნები ნიკა მელიას გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა იქნება. როგორც ოპოზიციონერები აცხადებენ გამოსვლები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს, სანამ მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ. მოჰყვება თუ არა ამას მასობრივი საპროტესტო აქციები და რა გაგრძელება ექნება ამას?

თამთა ჩაჩანიძე
22.02.2021

89 ხმით 2-ის წინააღმდეგ, საქართველოს პარლამენტმა საქართველოს ახალ მთავრობას და ირაკლი ღარიბაშვილს ნდობა გამოუცხადა - რეგისტრაცია 94 დეპუტატმა გაიარა.

ია აბულაშვილი
22.02.2021

შედგება თუ არა ახალ მთავრობასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მე-5 რაუნდი კვლავ უცნობია. საპარლამენტო ტრიბუნიდან მომავალმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკება და დიალოგი აუცილებელია, მაგრამ "არა დესტრუქციულ ცხელ თავებთან". მისი მთავარი პრიორიტეტი კი ქვეყანაში წესრიგის დამყარება იქნება.

ელზა პაპოშვილი
22.02.2021

ანალიტიკოსი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა  ზაქარეიშვილი ზაქარეიშვილი ვარაუდობს, რომ ახალი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს უფრო ხისტი პოლიტიკის გატარებას დაიწყებს და შეეცდება, რომ ოპოზიცია მოთოკოს.

თამთა ჩაჩანიძე
22.02.2021

საქართველოში კოვიდ-19-ის ვაქცინის შემოტანა ორი-სამი კვირით გადაიდო, სპეციალისტები კი აცხადებენ, რომ სანამ მოსახლეობის 60% არ აიცრება, არსებული შეზღუდვების მოხსნა სარისკოა და მათივე გათვლებით ამ პირობებში ამ რაოდენობის მოსახლეობის ვაქცინაცია 2021 წელს დიდი ალბათობით ვერ მოესწრება, რა ელის ქვეყნას თუ ცხოვრების ეს რეჟიმი კიდევ დიდ ხანს გაგრძელდა.

რეზონანსი
21.02.2021

საქართველოს კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშრებით გამართულ ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა მკვეთრად ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენია ოპოზიცია და მათ მოქმედებები 100 წლის წინ ე.წ. შულავერის კომიტეტის მოქმედებებს შეადარა. ოპოზიცია ახლანდელი კრიზისის ფონზე მომავალი პრემიერის ასეთ ხისტ პოზიციას ხელისუფლების მიერ ვითარების კიდევ უფრო გამწვავების მცდელობად აფასებს, რაც, მათი აზრით, ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება.

ქრისტინე კაპანაძე
21.02.2021

 ბოლო ორი დღის განმავლობაში ოპოზიცია პერმანენტულად ცდილობს პარლამენტის წინ კარვის გაშლას, რასაც, როგორც წესი, პოლიციასთან შეტაკება და რამდენიმე აქტივისტის დაკავება მოჰყვება ხოლმე. რით შეიძლება აიხსნას ოპოზიციის ასეთი მოქმედება იმ ფონზე, როდესაც დასავლელი პარტნიორები ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც მოუწოდებენ თავი შეიკაონ ვითარების გამწვავებისაგან და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ?

ქრისტინე კაპანაძე
21.02.2021

 ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია ჰგავს ექიმს, რომელსაც მორიგი ოპერაციის წინ არ ჰქონდა შინაგანი განწყობა, რომ ოპერაცია წარმატებით დასრულდებოდა და ამიტომაც წავიდა - ასე ხსნის „რეზონანსთან" საუბარში პრემიერის თანამდებობიდან გახარიას გადადგომას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე.

ქრისტინე კაპანაძე
21.02.2021

 პარასკევს ბაქოში საქართველის, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა უნდა გამართულიყო, მაგრამ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისია და პრემიერ გიორგი გახარიას გადადგომის გამო რამდენიმე დღით გადაიდო. მოლაპარაკების მთავარი თემაა თურქეთის მიერ ინიცირებული 3+3 პლატფორმა.

ელზა პაპოშვილი
21.02.2021

პრემიერ-მინისტრის მოულოდნელი გადადგომით გამოწვეული პოლიტიკური შოკის მეტ-ნაკლებად განელების შემდეგ, ისე დღის წესრიგში დადგა მოლაპარაკება ხელისუფლებისა და ოპოზიციას. თუმცა, იმ ფონზე, როდესაც არცერთი მხარე დათმობაზე წასვლას არ აპირებს, გაურკვეველი რჩება რაზე შეიძლება მოხდეს შეთანხმება.

ელზა პაპოშვილი
21.02.2021

ნიკა მელია „ნაცმოძრაობის“ ოფისშია გამაგრებული, რომელსაც ოპოზიციის ლიდერები და აქტივისტები იცავენ. ოფისის გარეთ პოლიციაა მობილიზებული. თავად მელია აცხადებს, რომ პერიოდულად საიდუმლოდ გადის ოფისიდან და ასევევ საიდუმლოდ უკან ბრუნდება, ხოლო პოლიცია ოფისიდან გამომავალ მანქანებს ჩხრეკს. როდემდე გაგრძელდება და რით შეიძლება დასრულდეს ეს პოლიტიკური კატა-თაგვობანა?


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×