თამთა ჩაჩანიძე 19.02.2021

საქართველოში განვითარებული ბოლო დღეების მოვლენებს არაერთი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა, სადაც საერთაშორისო პარტნიორები ყველა მახრეს მოუწოდებენ, რომ თავშეკავება გამოიჩინონ, რათა ესკალაცია და დაძაბულობა თავიდან იქნას არიდებული.
|
ელზა პაპოშვილი 18.02.2021

ხუთწლიანი პაუზის შემდეგ პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი ბუნდება. გიორგი გახარიას განცხადების შემდეგ, რომ ის დაკავებული თანამდებობიდან გადადგა, „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხვალ პოლიტსაბჭო შეიკრიბებოდა და მთავრობის მეთაურის კანდიდატურაზე იმსჯელებდნენ. თუმცა მოვლენები მალევე შეიცვალა, მოულოდნელად პარტიამ გადაწყვეტილება შეცვალა და სხდომა რამდენიმე საათში დანიშნა. მისი დასრულების შემდეგ კი საზოგადოებას აცნობეს, რომ ახალი პრემიერის კანდიდატურაზე ირაკლი ღარიბაშვილი ბრუნდებოდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 18.02.2021

ირაკლი ღარიბაშვილი ისევ ძველ თანამდებობას უბრუნდება, „ქართულმა ოცნებამ" პოლიტსაბჭოს საგანგებო სხდომაზე ნაციონალებთან ყველაზე დაპირისპირებულ კანდიდატს დაუჭირა მხარი, რომელმაც ახალ ამპლუაში თავისივე პირველ გამოსვლაში ხაზი გაუსვა, „ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს და წონასწორობას"-ო.
|
ია აბულაშვილი 18.02.2021

როგორ განვითარდება მოვლენები პრემიერის გადადგომის მერე და ვის კანდიდატურას შეარჩევს მმართველი გუნდი მის თანამდებობაზე? პოლიტოლოგ ედიშერ გვენეტაძის აზრით, „ოცნება" ხელისუფლებიდან არ მიდის და არც ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, თუცმა არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკური კონფიგურაციები შეიცვალოს.
|
თამთა ჩაჩანიძე 18.02.2021

ირაკლი ღარიბაშვილი, თეა წულუკიანი, მაია ცქიტიშვილი, მამუკა მდინარაძე, კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე - ეს ის ექვსეულია, რომელთა შორისაც შესაძლოა მომავალი პრემიერ მინისტრი იყოს, რომელიც გახარიას ადადგომის შემდგომ პრემიერ მინისტრობის პოსტზე შეიძლება ვიხილოთ. ახალ კანდიდატს „ქართული ოცნება" პოლიტსაბჭოზე პარასკევს დაასახელებს.
|
ელზა პაპოშვილი 18.02.2021

როგორ შეიძლება ქვეყანაში პოლიტიკური მოვლენები განვითარდეს და შექმნის თუ არა მთავრობის მეთაურის გადადგომა სახელმწიფოებრივ კრიზისს. რას ნიშნავს გახარიას განცხადება, რომ მისი გადაწყვეტილება ნიკა მელიას საქმესთან შეუთანხმებლობამ განაპირობა.
|
თამთა ჩაჩანიძე 18.02.2021

არ შეიძლება, რომ მელია ქართული პოლიტიკის და სახელმწიფოებრივობის დროშა გახდეს, ეს ძალიან ცუდი იქნება, რადგან ასეთი ნაკლებად ინტელექტუალური ლიდერი არ გვყოლია, აცხადებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიმდინარე პროცესების კომენტირებისას და დასძენს, რომ ამ ფონზე გახარიამ ინტელექტუალური სიმწიფე და უპირატესობა აჩვენა.
|
თამთა ჩაჩანიძე 18.02.2021

დიდი ალბათობით პარასკევს „ქართული ოცნება" პოლიტსაბჭოზე გახარიას შემცვლელ პრემიერ მინისტრობის ახალ კანდიდატს დაასახელებს - ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
|
თამთა ჩაჩანიძე 17.02.2021

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ნიკა მელიას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა პატიმრობა შეუფარდა - მელიას ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს.
|
ქრისტინე კაპანაძე 17.02.2021
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები ჯერ კიდევ კარანტინის რეჟიმში რჩებიან, კორონავირუსის შესაჩერებლად მიღებული შეზღუდვების პარალელურად კი ევროპაში უკვე დაიწყო მასობრივი გამოსვლები და პროტესტი შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით. შესაძლოა თუ არა დაიწყოს მასობრივი არეულობა და გამოსვლები, თუ პანდემიის გამო დაწესებული კარანტინი დიდხანს გაგრძელდება?
|
თამთა ჩაჩანიძე 17.02.2021

სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, შესაძლოა, გრიპის ვაქცინის მსგავსად, ყოველწლიურად გასაკეთებელი გახდეს. მათი განმარტებებით ვაქცინაციიდან რამდენიმე თვეში ანტისხეულების რაოდენობა იკლებს.
|
ელზა პაპოშვილი 17.02.2021

“მასობრივ გამოსვლებს და აჟიოტაჟს არ ველი. ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ის, რომ ახლა ოპოზიციას არ მისცეს არანაირი საბაბი და საშუალება იმის, რომ მელიას დაკავებაზე ხელი მოითბონ” - ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ოპოზიცია როგორც იქცევა, ეს არის კიდევ ერთი ინდიკატორი იმის, თუ როგორი დაბალი პოლიტიკური კულტურა აქვთ. განასკუთრებით კი იმ პარტიებში, რომლებიც საკუთარ თავს ოპოზიციას უწოდებს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|