თამთა ჩაჩანიძე
15.12.2020

„მოდით დავუმტკიცოთ, რომ გაყალბდა და ვადამდელი არჩევნები მოვითხოვოთ. მთლიანად ამხელა ოპოზიციას თუ 1%-იანი გაყალბების დამტკიცება არ შეგვიძლია, მაშინ ეს ალიაქოთი საერთოდ რატომ ავტეხეთ?" - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას პარტია „მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი, რომლის ინფორმაციითაც სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უკვე ხვალ აპირებენ მიმართომ პარლამენტს და დეპუტატის მანდატებზე უარი თქვან.

ია აბულაშვილი
15.12.2020

„ნიკა გვარამიას განცხადებებზე თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პედალირებას არ აპირებს, ალბათ იმიტომ, რომ გვარამია არ არის მათი პარტიის წევრი, რაც სწორია. მეორეს მხრივ, ეს ტელევიზია სჭირდებათ და ამ სიტუაციაში ვერ გამონახეს შესაძლებლობა იმისა, რომ რაღაც რეაგირება მოახდინონ“, - ასე ეხმაურება „რეზონანსთან“ საუბრისას პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი ოპოზიციური პარტიების ნაწილის შეშფოთებას ელჩებთან მიმართებაში“მთავარი არხის“ გენდირექროტის ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებებზე.

ელზა პაპოშვილი
15.12.2020

გაუფუჭდება თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“ დასავლეთთან ურთიერთობა და რამდენად არის შესაძლებელი, რომ ელჩებზე თავდასხმის,  ასევე პარტიიდან მისი თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის სკანდალური წასვლის შემდეგ, საერთაშორისო პარტნიორებმა მათ პროდასავლურობაზე კითხვები დასვან? მითუმეტეს მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა ისინი „ევროპის სახალხო პარტიიდანაც“ კი გარიცხონ. 

ქრისტინე კაპანაძე
15.12.2020

 ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ახალ წელთან დაკავშირებული კონცერტების ჩატარება შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს ჩვენი მოსახლეობისათვის. თუ კონცერტები არ იქნება დისტანციური სახის და მოხდება ხალხის მასობრივი თავშეყრა, ის შედეგი, რომელსაც არსებული შეზღუდვებით მივაღწიეთ, წყალში გადაყრილი აღმოჩნდება - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას პარლამენტის ჯანდაცვის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ახალ წელთან დაკავშირებით დედაქალაქის მერის კახა კალაძის მიერ დაანონსებული კონცერტების გამართვას.

ია აბულაშვილი
15.12.2020

„პარტიის  ახალი თავმჯდომარის საკითხს მაინც სააკაშვილი გადაწყვეტს, ამიტომ პროგნოზის გაკეთებას აზრი არ აქვს. ნიკა გვარამია მებრძოლი ადამიანია, მაგრამ იმპულსურობა პოლიტიკოსისთვის კარგი არ არის“, - ასე ეხმაურება „რეზონანსთან“ საუბრისას პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ მისი თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის სკანდალური წასვლის შემდეგ პარტიის ახალი თავმჯდომარე შესაძლოა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენდირექტორი ნიკა გვარამია გახდეს.

ქრისტინე კაპანაძე
15.12.2020

 „ვაშაძის მიერ „ნაციონალური მოძრაობის" დატოვება შეიძლება იყოს მაგალითი გუნდის წევრებისათვის და ამ მაგალითს ბევრმა მიბაძოს, რადგან რთულია იდგე ისეთი პარტიის გვერდით, რომელიც ანგარიშს არ უწევს დასავლელ ელჩებს და ნაბიჯებს დგამს სამომავლო მარცხისათვის" - „ნაციონალური მოძრაობის" უკვე ყოფილი თავმჯდომარის წასვლის მიზეზები „რეზონანსთან" პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ შეაფასა. მისი თქმით ვაშაძის გადაწყვეტილებას შესაძლოა მიმბაძველებიც გამოუჩნდნენ.

თამთა ჩაჩანიძე
15.12.2020

„ევროპული საქართველო" ფასილიტატორი ელჩებისადმი პარტია „ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის მიმართვას უერთდება და მიიჩნევს, რომ ელჩებმა „ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკებებში უბრალო შუამავლების ნაცვლად არბიტრების ფუნქცია უნდა იტვირთონ. ამის შესახებ „რეზონანსთან" „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

ია აბულაშვილი
14.12.2020

"გახარიას პროფესიონალიზმზე ალერგია არა აქვს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ახალ მინისტრთა კაბინეტში წარმოდგენილი მინისტრები პროფესიონალური ნიშნით იქნებიან შერჩეული"- აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ სყვარელიძე მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით, რომელიც უახლოეს დღეებში პარლამენტს წარედგინება.

ქრისტინე კაპანაძე
14.12.2020

 კორონავირუსის პანდემიის პროცესში გარდატეხის მიღწევა და შედეგების დანახვა ვაქცინის შემოსვლიდან დაახლოებით ერთ თვეში იქნება შესაძლებელი - თუ ვაქცინა იქნება ეფექტური. საქართველოში ვაქცინაციის დაწყების შემდეგ მოსახლეობაზე გამოცდით დადასტურდება ვაქცინის ეფექტურობა, ამის შემდეგ კი, შეგვიძლია ვისაუბროთ, თუ როდის ჩამოყალიბდება იმუნური ფენა ადამიანის ორგანიზმში.

თამთა ჩაჩანიძე
14.12.2020

„ქართული ოცნება" და ოპოზიცია საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით თვენახევარია ვერ შეთანხმდა, მხარეების არგუმენტებში ე.წ. წითელი ხაზების არსებობა ჯერჯერობით რაიმე სახის შეთანხმებას პრაქტიკულად გამორიცხავს, თუმცა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ თეორიული შანსები ყოველთვის არის.

თამთა ჩაჩანიძე
14.12.2020

„როგორც კი ვინმე კრიტიკაზე მაღლა დგება, იმის მხრიდან შეცდომების დაშვების შანსი უფრო მეტია, ამიტომ ალბათ უპრიანია, რომ კრიტიკის მანქანა ოღონდ ძალიან კორექტულად და სწორად დაწყობილი, არასამთავრობოს მიმართაც იყოს გამოყენებული,"- ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების" გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.

ელზა პაპოშვილი
14.12.2020

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება უკვე ფასილიტატორ ელჩების კრიტიკის ფონზე გაგრძელდება. გასული კვირის განმავლობაში ოპოზიციის ნაწილის მხრიდან აშშ-ის ელჩის და ევროკავშირის ელჩის მიმართ კრიტიკული განცხადებები გაკეთდა. 


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×