ია აბულაშვილი
11.12.2020

"ყველაფერი დამოკიდებულია ოპოზიციის აქტივობაზე, როგორ იმუშავებს ამომრჩეველთან. ოპოზიციას სჭირდება, როგორც სამოქალაქო, ასევე საერთაშორისო მხარდაჭერა და ამ მიმართულებით აქტიურად უნდა იმუშაოს"- აცხადებს "რეზონანსთან" პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია ოპოზიციის სამომავალო პერსპექტივებთან დაკავშირებით საუბრისას.

თამთა ჩაჩანიძე
11.12.2020

შესაძლოა „ასტრაზენეკასა" და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივმა ვაქცინამ საქართველოს პანდემიასთან ბრძოლაში მთავარი როლი ითამაშოს, რადგან, როგორც „რეზონანსთან" ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე ამბობს,"რეკომენდაციები რაცაა, ეს ოქსფორდის და „ასტრაზენეკას" ვაქცინა უნდა იყოს", რომლის ტრანსპორტირება და შენახვის პირობები საქართველოს სისტემაზეა მორგებული და ფასიც მისაღები აქვს.

ელზა პაპოშვილი
11.12.2020

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ  თუ კი ოპოზიცია მანდატებს დახევენ, მაშინ ლოგიკა გაუგებარია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე რაზე მიდიან. თუ არ მიდიან, მაშინ მათი სამოქმედო გეგმა რა არის? ანალიტიკოსი აცხადებს, რომ გაუგებარია „ოცნება“ რიგგარეშე არჩევნებს რატომ უნდა დასთანხმდეს. 

ელზა პაპოშვილი
10.12.2020

პარლამენტში გასული ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა პარასკევს დემონსტრაციულად გეგმავს სადეპუტატო მანდატებზე საჯაროდ უარის თქმას და ამის შემდეგ მმართველ პარტიასთან მოლაპარაკების გაგრძელებას. ამის საპასუხოდ კი „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მოლაპარაკება მხოლოდ მათთან გაგრძელდება, ვინც მანდატებზე უარს არ იტყვის. რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი მოლაპარაკების პროცესზე, ოპოზიციის ერთიანობასა და მეტიც, თავად ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებში შიდაპარტიულ ერთსულოვნებაზე, ძნელი სათქმელია, რადგანაც, წინასწარი ინფორმაციით, თავად მანდატებზე უარის მთქმელ პარტიებშიც კი ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა და პარასკევის შეკრებაზე, სადაც მანდატებზე უარი უნდა თქვან, ამ პარტიების წევრთა ნაწილი არ მივა.

თამთა ჩაჩანიძე
10.12.2020

„პარტრიოტთა ალიანსი არჩევნების დღის შემდეგ იძახის, რომ ეს არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, ამიტომ ამ გაყალბებული არჩევნებით მოწვეული პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას არ ვაპირებთ. არც ხვალ ვაპირებთ პარლამენტის სხდომაზე მისვლას. შესაბამის პროცედურებსაც გავივლით, რასაც სიის ჩახსნა ჰქვია, მანდატებზე უარის თქმის მიმართვა და ა.შ." - ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბრისას „პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი გოჩა თევდორაძე აცხადებს.

თამთა ჩაჩანიძე
10.12.2020

კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესების შემდგომ ორი კვირა გავიდა - ზუსტად ის დრო, რა მომენტიდანაც სპეციალისტები პროგნოზირებდნენ, რომ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით ყინულის დაძვრებოდა. მიღებულ შედეგებს სპეციალისტები ფრთხილი ოპტიმიზმით აფასებენ და ამბობენ, რომ სტაბილიზაციის კუთხით გარკვეული ეფექტი უკვე არის.

ია აბულაშვილი
10.12.2020

„რა მოტივით უნდა გადაედო მოლპარაკების მეხუთე რაუნდი ხელისუფლებას, როდესაც მისი განწყობა არის ოპოზიცია შევიდეს პარლამნეტში, გაუგებარია; სამაგიეროდ ოპოზიციის მხარიდან ეს გასაგებია - დემონსტრირება იმისა, რომ ამ დღეს „ოცნება“ მარტო დარჩება პარლამენტში“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მე-5 რაუნდის გადადებას, რომელიც ახალი პარლამენტის პირველი სხდომის წინა დღეს იყო ჩანიშნული.

თამთა ჩაჩანიძე
10.12.2020

„მაქსიმუმ პირადად სააკაშვილს შეიძლება პარტიის წევრობა გაუუქმონ, ისიც თეორიულად, მაგრამ პარტიის აკრძალვა და გაუქმება 21-ე საუკუნეში ევროპის საბჭოს წევრ ქვეყანაში ძალიან რთული საკითხია. ეს იყო ბაქიბუქი, რომელიც კობახიძისგან არაერთხელ მოგვისმენია. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო ამ მოლაპარაკებების პროცესში გადმოგდებული ერთ-ერთი ფანდი და ხერხი იმისთვის, რომ ეგება და ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე დაითანხმოს," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

ია აბულაშვილი
10.12.2020

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიის მე-4 ნომერი არმაზ ახველდიანი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ იგი ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დღეს, 11 დეკემბერს საპარლამენტო მანდატზე უარის თქმას და შესაბამისი განცხადების დაწერას არ აპირებს. იგი დაელოდება მოლარაკების შედეგებს, რომელიც ელჩების მეშვეობით გაიმართება და იმ შემხთვევაში, თუ შეთანხმება არ შედგა, სადეპუტატო მანდატზე უარს ოფიციალურად იტყვის. ანუ ინდივიდუალურდ დაწერს განცხადებას პარლამენტის მიერ მისი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. 

ელზა პაპოშვილი
09.12.2020

ხელისუფლების ულტიმატუმი, მოალაპარაკების მაგიდის აყირავება, თუ სახელმწიფოებრივად სწორი შეთავაზება - „ქართულმა ოცნებამ“ მოლაპარაკების მეხუთე რაუნდამდე ერთი დღით ადრე, გაასაჯაროვა ის წაინადადებები, რომელსაც  ოპოზიციას სთავაზობს. ამასთანავე კობახიძემ განაცხადა, რომ ახლა ჯერი ოპოზიციაზე, რომელსაც თუ პარლამენტში არ შევლენ - დაფინანსება შეუწყდებათ, ასევე, მათი უარი მანდატების შესახებ 11 დეკემბერსვე დაკმაყოფილდება. ამიტომაც, ოპოზიციას მოსაფიქრებლად მხოლოდ ერთი დღე აქვს. 

თამთა ჩაჩანიძე
09.12.2020

თუ მოლაპარაკებიდან გაწიკწიკებული საარჩევნო წესებით გამოვალ და ეს გარანტია ხელში მექნება, პარლამენტში შევალ! - დაახლოებით ასეთი შინაარსის იყო პარტია „მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის ფეისბუქლაივი, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია პოლიტიკურ პროცესში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ხვალინდელი გადამწყვეტი მოლაპარაკების რაუნდის წინ. გარდა ამისა, მან „ევროპული საქართველოს" ლიდერები გიგა ბოკერია და გიგი უგულავა საბოტაჟის მოწყობაში და სიტუაციის არევაში დაადანაშაულა.

ია აბულაშვილი
09.12.2020

"ეს არ იყო შორსმჭვრეტელი და ბრძნული განცხადება. ავტორი გრძელვადიან შედეგებზე არ ფიქრობდა. ამერიკის ელჩი არის სახელმწიფოს სახე და მისი ნებისმიერი სიტყვა და ქმედება განიხილება, როგორც სახელმწიფოს პოზიცია და აქ ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ"- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი საერთაშორისო საკითხებში კახა გოგოლაშვილი ქართულ პოლიტიკურ პროცესებში ელჩების, კერძოდ აშშ-ს ელჩისა და ევროკავშირის ელჩის როლზე ტელეკომპანია "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს.


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×