თამთა ჩაჩანიძე
24.01.2021

კანცელარიასთან სამოქალაქო სექტორმა, ბიზნესმენებმა და პოლიტიკოსებმა ასევე სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებმა კორონავირუსთან დაკავშირებული დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს შეზღუდვების მოსახსნელად 48-საათიანი ვადა მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სახელისუფლო შენობების პიკეტიებას გეგმავენ. გააუარესებს თუ არა ეპიდსიტუაციას ლოქდაუნის ერთბაშად მოხსნა?

ია აბულაშვილი
24.01.2021

პანდემიის გამო ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება. მთავრობის კანცელარიასთან შეკრებული სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნესმენები და პოლიტიკოსები გახანგრძლივებული შეზუდვების გაუქმების მოითხოვნით, კონკრეტულ ვადას აძლევენ ხელისუფლებას. იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნები არ შესრულდება საპროტესტო ტალღა მასშტაბურ და პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. 

თამთა ჩაჩანიძე
24.01.2021

ოპოზიცია აქციებს გაზაფხულით აანონსებდა, თუმცა გამოსვლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მათ შორის დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე უკვე დაიწყო. დღეში რამდენიმე აქცია იმართება, რომლის ორგანიზატორებიც ან უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობა", ან მასთან დაკავშირებული პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები არიან. რასთანაა დაკავშირებული ეს და რა შედეგს მისცემს მცირე აქციებით ბრძოლის ახალი ტაქტიკა „ნაცმოძრაობას" და ზოგადად ოპოზიციას?

ტატა შოშიაშვილი
24.01.2021

აფხაზეთის ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობა მწვავე პრობლემად ჯერ კიდევ გასულ წელს იქცა და დღემდე არაა მოგვარებული. მიზეზი როგორც საბჭოთა დროინდელი დაძველებული ელექტროგაყვანილობა და ენგურჰესზე არსებული პრობლები, ასევე არაკონტროლირებადი კრიპტოვალუტის „ფერმებია", რომელთა ლობისტები, ექსპერტების აზრით, დე ფაქტო მთავრობაში არიან და საკმაოდ იაფ დენს სათავისოდ იყენებენ.

თამთა ჩაჩანიძე
24.01.2021

„ნაცმოძრაობის" წევრთა ნაწილი პარტიის ერთ-ერთ ლიდერ სალომე სამადაშვილს დაუპირისპირდა. მიზეზი ისაა, რომ სამადაშვილი პრაქტიკულად ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა პარტიაში, ვინც შაბათს ბათუმში „ნაცმოძრაობის" აქციაზე მომხდარი ინციდენტი მკაცრად დაგმო, კერძოდ კი ის, რომ პარტიის აქტივისტებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგვის ურნა დააცალეს.

რეზონანსი
23.01.2021

რა სცენარით შეიძლება ქვეყანაში მოვლენები განვითარდეს, თუ კი ოპოზიცია გადაწყვეეტილებას არ შეცვლის და პარლამენტში თვის ბოლოს არ შევა. ოპოზიცია ცხელ გაზაფხულს აანონსებს, ხელისუფლება ამბობს, რომ ის ვინც პარლამენტში არ შევა, ქვეყანა რევოლუციური სცენარის განვითარებისკენ მიჰყავს. ანალიტიკოსები კი აცხადებენ, რომ ოპოზიციას ხალხში არსებული უკმაყოფილების იმედი ტყულად აქვს.

ქრისტინე კაპანაძე
23.01.2021

 „ქართული ოცნების" პოლიტიკურმა საბჭომ განახლებული სამდივნოს შემადგენლობა დაამტკიცა. წინასგან განსხვავებით, ახალ საბჭოში გაუქმებულია პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობების მდივნის თანამდებობა, რომელსაც გია ვოლსკის ეკავა. ცვლილება შეეხო აღმასრულებელი მდივნის თანამდებობასაც, რომელსაც ახლა მამუკა მდინარაძე დაიკავებს, ხოლო საერთაშორისო მდივნად კახა კუჭავა დაინიშნა.

ქრისტინე კაპანაძე
23.01.2021

 შაბათს საქართველოში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი შედგა. ოფიციალურ განცხადებებში ნათქვამია, რომ ვიზიტი არაოფიციალური იყო და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თავის სომეხ კოლეგა არა აივაზიანს წინანდალში უმასპინძლა. ანალიტიკოსთა თქმით, ეს შეიძლება ყარაბაღის ომის შემდეგ შექმნილ ვითარებას უკავშრდებოდეს.

ტატა შოშიაშვილი
23.01.2021

ცხინვალის ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ვანიშვილის საქმის გადაფარვას მორიგი პროპაგანდისტული განცხადებით ცდილობს და სწორედ ამიტომ გამოიგონა ისტორია თბილისელ მამაკაცზე, რომელიც გაუსაძლისი პირობების გამო ცხინვალში გაიქცა და თავშესაფარს ითხოვს. ასე აფასებენ თბილისში ცხინვალის „კა-გე-ბეს" მიერ გავრცელებულ ცნობას „ბოლო დროს საქართველოდან ლტოლვილთა რაოდენობის" ზრდის შესახებ.

ქრისტინე კაპანაძე
23.01.2021

 კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა კლებისკენ მიდის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუკი აქამდე ყოვედღიურად ჩატარებული ტესტების დაახლობით 10-11% აჩვენებდა დადებით შედეგს, ბოლო 24 საათში ტესტირებულთა მხოლოდ 6% აღმოაჩნდა კორონავირუსი. რითი აიხსნება ეს ტენდენცია და ნიშნავს თუ არა ეს ვირუსის გავრცელების სიჩქარის თითქმის განახევრებას?

თამთა ჩაჩანიძე
22.01.2021

არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა დაამტკიცა, გეგმაში მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავებაც შედის, თუმცა ეს თბილისს, რუსთავს და ქუთაისს არ შეეხო, რამაც საზოგადოების სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია.

ია აბულაშვილი
22.01.2021

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვტილება, სადაც სარჩელის დიდი ნაწილი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდა, უკვე შეფასდა, როგორც საქართველოს სახელმწიფოს უპრეცენდენტო საერთაშორისო გამარჯვება, თუმცა ამ ისტორიულ გამარჯვებას ვერ იყოფენ ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლებები და გამარჯვებას საკუთარ თავს მიიწერენ.


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×