თამთა ჩაჩანიძე 22.01.2021

საკანონმდებლო ორგანოში „მოქალაქეებსა" და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს შორის შეხვედრა დასრულდა. მხარეებმა შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს, როგორც ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, „მოქალაქეები" არა საბოლოო შეთანხმებისთვის, არამედ უბრალოდ, პოზიციების გასარკვევად და დასაზუსტებლად მივიდნენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 22.01.2021

თუ ოპოზიციამ გაზაფხულისთვის წინასწარ დაანონსებულ აქციებზე საპროტესტო მუხტის შექმნა ვერ მოახერხა და ხალხის მობილიზება ვერ შეძლო, ეს მათ სასაცილოს გახდის და სახეს დაუკარგავს. ამიტომ, წინასწარ დიდ აქციებზე განცხადებების გაკეთება შეცდომაა, აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.
|
ია აბულაშვილი 21.01.2021

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, სადაც სარჩელის დიდი ნაწილი საქართველოს სასარგებლოდ დააკმაყოფილა. 12 წლის შემდეგ საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის ფედერაციას დავა მოუგო. სადაო სარჩელი საქართველომ 2008 წლის აგვისტოში შეიტანა, რაშიც რუსეთს 8 მუხლის დარღვევაში ადანაშაულებდა.
|
ია აბულაშვილი 21.01.2021

პარტია „მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს წყვეტს და „ოცნებასთან" საჯარო შეხვედრას ითხოვს. ამბობს, რომ აინტერესებს, მზად არის თუ არა ხელისუფლება შეასრულოს შუამავლი ელჩების თანდასწრებით მოლაპარკებების რაუნდებისას შეთანხმებული პუნქტები.
|
ელზა პაპოშვილი 21.01.2021

„დაბრუნებული ამერიკა“ და დიდი მოლოდინი საქართველოში - ჯო ბაიდენი ამერიკის 46-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. ბაიდენის ამერიკის ხელისუფლებაში მოსვლა განსაკუთრებულ მოლოდინს და იმედს საქართველოში აჩენს. „რეზონანსთან“ პოლიტიკოსები და ექსპერტები მოელიან, რომ ბაიდენის გაპრეზიდენტება ნატოსთან საქართველოს ახალი პერსპეტქივის გაჩენის და დაახლოების ალბათობას აზრდის. ასევე რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე მეტ რეგირებას და მეტი დემოკრატიის მოთხოვნასაც საქართველოსთვის.
|
თამთა ჩაჩანიძე 21.01.2021

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის კონკრეტული დრო ჯერ კიდევ არაა ჩანიშნული, თუმცა ოპოზიცია, რომელიც პარლამეტში შესვლაზე უარს ამბობს, უკვე მოქმედებაზე გადადის და თებერვლიდან პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანას გეგმავს, რა რეალობაა ახლა, ოპოზიციას ხალხი გამოყვება ქუჩაში თუ ეს პროტესტიც, ისევე როგორც წინა მსგავსი გამოსვლები, მილევადობისთვისაა განწირული?
|
თამთა ჩაჩანიძე 21.01.2021

საქართველო ფაქტიურად მზადაა, რომ უახლოეს პერიოდში ვაქცინაციის პირველი ეტაპი დაიწყოს, 21 იანვარს დამტკიცდება გეგმა , რომლის მიხედვითაც 2021 წლის ბოლომდე საქართველოში მოქალაქეების სულ მცირე 60 პროცენტი აცრილი უნდა იყოს.
|
ელზა პაპოშვილი 20.01.2021

კორნავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში როდის და რომელი პრეპარატით დაიწყება, კვლავ უცნობია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს გებრესიუსი აცხადებს, რომ ვაქცინის არათანაბარი გადანაწილების გამო მსოფლიო მორალური ჩავარდნის ზღვარზეა.
|
თამთა ჩაჩანიძე 20.01.2021

თებერვალიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები მკაცრი კონტროლის ფონზე გაიხსნება - სპეციალისტები თვლიან, რომ ეს ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკებს ზრდის, თუმცა, დასძენენ, რომ თუ გაკონტროლება სწორად მოხდება, შესაძლებელია ეკონომიკურად ბევრად მეტი სარგებელი იყოს, ვიდრე ეპიდემიოლოგიური კუთხით ზიანი.
|
თამთა ჩაჩანიძე 20.01.2021

ხვალიდან აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია ეყოლება, ინაუგურაციამდე კი თანამდებობებზე წარდგენილი კანდიდატების განცხადებებმა, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პრიორიტეტების გარკვეული მონახაზი შექმნა.
ერთ-ერთი ასეთი ბოლო განცხადება კი ახალმა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააკეთა, მისი თქმით, ნატო-ს წევრობის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოსთვის ნატოს კარი ღია უნდა დარჩეს.
|
ელზა პაპოშვილი 20.01.2021

ოპოზიციაში დიდი ქაოსი და აურზაურიაა - ახალი პოლიტიკური სეზონი მწვავე სკანდალებით და დაპირისპირებით გრძელდება. ოპოზიციის ნაწილი „მოქალაქეების“ გარიყვაზე ალაპარაკდა - ურთიერთბრალდებებში გადასული განცხადებები ოპოზიციის ერთიან პოზიციას ასუსტებს.
|
ია აბულაშვილი 20.01.2021

პარლამენტში შესვლის საკითხზე გადაწყვეტილებას პარტია "მოქალაქეების"ლიდერი ალეკო ელისაშვილი რამდენიმე დღეში გამოაცხადებს. მისი თქმით, მან და მისმა პარტიამ დაასრულა საუბარი იმ ცირკზე, რაც ოპოზიციაშია მოწყობილი.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|