თამთა ჩაჩანიძე
27.01.2021

ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების საკითხის გადაწყვეტამდე ხუთი დღით ადრე, ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებში ტონის შერბილება შეიმჩნევა. „ევროპული საქართველოს" სიის მეოთხე ნომერი არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ ოპოზიციამ რეალობა უნდა გაიაზროს მასთან შესაბამისი მოთხოვნები დააყენოს.

ია აბულაშვილი
27.01.2021

2 თებერვალს ოპოზიციური  პარტიის სადეპუტატო  უფლებამოსილების შეწყვეტაზე შესაძლოა თავისუფალი კენჭისყრა გაიმართოს და პარლამენტის წევრებმა გადაწყვეტილება ინდივიუალურად მიიღონ. თუმცა, როგორც ხატია დეკანოძემ „რეზონანსს“ განუცხადა, თუკი ეს საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდა, „ნაცმოძრაობაში“ გადაწყვეტილი აქვთ საპარლამენტო მანდატების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მომართოს.

თამთა ჩაჩანიძე
27.01.2021

ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების გაუქმების თაობაზე მმართველი გუნდში პოზიცია საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის. „ოცნებაში" აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება გუნდური პრინციპით იქნას მიღებული. უმრავლეობის დეპუტატი ლადო კახაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ამაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი მსჯელობს, თუმცა იგი მომხრეა, რომ ოპოზიცია პარლამენტში იყოს.

თამთა ჩაჩანიძე
26.01.2021

არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტი" კოვიდშეზღუდვებთან დაკავშირებით კოლექტიურ სარჩელზე მუშაობს - „საქართველოს ხალხი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ", რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანენ. ამისათვის სამშაბათს სახელმწიფო კანცელარიასთან გამართულ აქციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ეწინააღმდეგება თუ არა მოქმედი შეზღუდვები კონსტიტუციას და რა პერსპექტივა აქვს ამ სარჩელს?

ელზა პაპოშვილი
26.01.2021

პარლამენტში ოპოზიციონერ დეპუტატთა მიერ მანდატებზე უარის თქმის განცხადებების განხილვის დაწყების წინ ოპოზიციამ საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა და ხელისუფლებას მოლაპარაკების გაგრძელებას სთხოვს. ანალიტიკოსთან ნაწილი მიჩნევს, რომ მოლაპარაკება პრაქტიკულად უკვე ჩაიშალა, ხელისუფლება თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობს, ოპოზიციის სტრატეგია კი მმართველი პარტიის დამუნათებამდე დავიდა.

თამთა ჩაჩანიძე
26.01.2021

კორონავირუსის ეპიდემიის გამო შეზღუდვების გახანგრძლივებამ რეალურად შესაძლოა ქვეყანაში სოციალური აფეთქება გამოიწვიოს, თუმცა, ხელისუფლებამ აქციების გავლენით გადაწყვეტილება არ უნდა შეცვალოს, რადგან ეს საშიშ პრეცედენტს შექმნის - ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბრისას რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, რომელიც შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით გამართულ აქციებს „სოციალურ მიტინგურ ტერორს" უწოდებს.

თამთა ჩაჩანიძე
26.01.2021

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება არ სცნო. ასეთი გადაწყვეტილება ასამბლეის ზამთრის სესიაზე ორშაბათს მიიღეს. ეს საკითხი შესასწავლად შესაბამის კომიტეტებს გადაეგზავნა, რომლებმაც დასკვნა უნდა წარმოადგინონ, რის შემდეგაც, ოთხშაბათს რუსების საკითხი ასამბლეაზე იქნება გამოტანილი კენჭის საყრელად.

ქრისტინე კაპანაძე
26.01.2021

 „ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე თანაპარტიელებისათვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს და დარწმუნებულია, რომ პარტიაში მის პოზიიციას ბევრი იზიარებს. მისივე თქმით, ხელისუფლებასთან დაპირისპირებულ ოპოზიციას ახლა მორალური უპირატესობა აქვს და ეს ახალი სკანდალით არ უნდა გაანიავოს.

ია აბულაშვილი
26.01.2021

პარლამენტი 2 თებერვალს კენჭს უყრის ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას. 60-დან 51-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტს ამ მოთხოვნით თავად მიმართა. რა მოხდება, თუ პირველ კენჭისყრაზე ეს საკითხი ჩავარდა და ზოგადად, რამდენ ხანს შეიძლება კიდევ გაიწელოს ამ საკითხის გადაწყვეტა?

ქრისტინე კაპანაძე
26.01.2021

 მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნისთვის საჭიროა, რომ ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი კონკრეტულ ქალაქში თუ რეგიონში 4%-ზე დაბალი იყოს, ხოლო სკოლებისა და სხვა სასწავლო დაწესებულებების გახსნისთვის - 3%-ზე დაბალი. ამის შესახებ ქვეყნის უმაღლესი პირები აცხადებენ. დადებითობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, საშუალოდ მთელი ქვეყნის მასშტაბით, კვირას, 24 იანვარს დაფიქსირდა და 4.8% შეადგინა. სამშაბათს, 26 იანვარს კი ეს მაჩვენებელი 5.8% იყო (ინფიცირების 1006 შემთხვევა 17 349 ადამიანის ტესტირების შედეგად).

თამთა ჩაჩანიძე
25.01.2021

ყველაზე აქტუალური თემაა, კიდევ რამდენი ხანი მოგვიწევს კორონავირუსთან და მასთან დაკავშირებულ რეგულაციებთან ერთად ცხოვრება - მაშინ, როდესაც დღეს ბრძოლის მთავარ იარაღთან - ვაქცინასთან და მის მოწოდებასთან დაკავშირებით დიდი გამოწვევებია და პირბადის ტარების კულტურაც იმ დოზით არაა, რაც ეპიდსიტუაციას დაასტაბილურებდა.

ქრისტინე კაპანაძე
25.01.2021

 ეროვნულ - დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევას, სადაც უმრავლესობის (76%) აზრით ყველა არჩეული პარტია უნდა იყოს საპარლამენტო საქმიანობაში ჩართული პოლიტიკოსები და ექსპერტები ეხმაურებიან. NDI-ის კვლევის თანახმად ხალხის უმრავლესობას სურს პარლამენტში „ქართულ ოცნებასთან" ერთად ის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც იხილონ, რომლებმაც მანდატები მიიღეს.


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×