ზვიად მახარაძე
09.03.2021

გუშინ საღამოს ცნობილი გახდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის ვინაობა, რომელიც კვლავ შეეცდება ხელისუფლება და ოპოზიცია არა მარტო მოლაპარაკების მაგიდასთან დასმას, არამედ 6 პუნქტიანი გეგმის შესრულებისა და პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვას. შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი ამ დღეებში თბილისში ჩამოვა და საქართველოში ევროკავშირის ელჩ, კარლ ჰარცელთან ერთად შუამავალის როლს შეასრულენს საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის განახლებულ დიალოგში.

ია აბულაშვილი
08.03.2021

ხელისუფლებისა და ოპოზიციის განცხადებების მიუხედავად, რომ მოლაპარკებებს ალტერანტივა არ აქვს, ამ დრომდე მხარეებს შორის მოლაპარაკების რაუნდი არ გამართულა, არადა ბრიუსელში ასოცირების სხდომის გამართვამდე სულ ცოტა დრო რჩება და ექსპერტებს უჭირთ პროგნოზის გაკეთება, რა გავლენას იქონიებს ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები პროცესზე.

თამთა ჩაჩანიძე
08.03.2021

ამერიკის გლობალურ დონეზე მკვეთრი გააქტიურებით სიტუაცია სერიოზულად იცვლება და ახალი ცივი ომი ცხელ ფაზაში გადადის, რაც საქართველოზე პირდაპირ აისახება და გლობალური გავლენის ცენტრების - რუსეთისა და აშშ-ის ჩართვა თანდათან აშკარა ხდება აქ - მიიჩნევენ ექსპერტები

თამთა ჩაჩანიძე
08.03.2021

 

რვა მარტიდან მოსახლეობის მობილობა კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან, გარკვეული რეგულაციები, რომელიც საზოგადოების თავშეყრის შეზღუდვას გულისხმობდა, მოიხსნა - სპეციალისტები ამაში რისკებს ხედავენ და აცხადებენ, რომ ადამიანთა შორის უფრო მეტი კონტაქტი იქნება, რაც ინფექციის გავრცელების მეტი შანსია.

ელზა პაპოშვილი
08.03.2021

“ორივე მხარეს აწყობს, რომ მოლაპარაკება არ შედგეს. ძირითად საკითხზე არცერთ მხარეს აზრი არ შეუცვლია და რაზე უნდა მოილაპარაკონ. მარტო გამარჯობა გაგიმარჯოს სათქმელად მიდიან? ეს ყველაფერი მხოლოდ თამაშია, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის  უკვე უბედურებად იქცა” -  ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ დაუშვებელია ფარული ჩანაწერები ოპოზიციამ მოლაპარაკების ჩაშლის მიზეზად გამოიყენოს. 

ია აბულაშვილი
07.03.2021

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს ეჭვი ეპარება, რომ სკანდალურმა ფარულმა ჩანაწერებმა, რომლებიც „ტვ პირველმა“ გამოაქვეყნა, სადაც, მათი მტკიცებით, ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე პირის, მათ შორის არასრულწლოვნის დასჯას განიხილავენ, მასობრივი პროტესტი გამოიწვიოს და ოპოზიციამ ხალხი მასობრივად ქუჩაში გამოიყვანოს.

ქრისტინე კაპანაძე
07.03.2021

 „რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი წევრისა და პოლიტიკური ანალიტიკოსის დავით ზურაბიშვილის მიერ სოციალურ ქსელში პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშილისა და ბერა ივანიშვილის აუდიო ჩანაწერის თაობაზე გამოთქმულ მოსაზრებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ზურაბიშვილის თქმით, აღნიშნული ჩანაწერი არის ძველი, თუმცა ეს არ ამართლებს ფაქტს, რომ ჩანაწერში დაფიქსირებული თანამდებობის პირები დღეს ქვეყნის სათავეში არიან.

ია აბულაშვილი
07.03.2021

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერით ლიდერი გოგი წულაია პარტიიდან წასლის მიზეზად პოლიტიკური ბრძოლისთვის მეტი თავისუფლების სურვილს ასახელებს, რადგან, მისი თქმით, ახლა გადამწყვეტი ბრძოლა იწყება, რომელიც „ოცნების“ ხელისუფლებას დაასრულებს.

ქრისტინე კაპანაძე
07.03.2021

 პოლიტიკურ სპექტრში ბერა ივანიშილისა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სატელეფონო საუბრების ფარულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებული ახალი სკანდალის ფონზე, დასავლეთის მხარდაჭერით ჯერ კიდევ გრძელდება მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. რა გავლენა შეიძლება იქონიოს აღნიშნულმა აუდიო ჩანაწერების საქმემ მოლაპარაკების მიმდინარეობაზე?

თამთა ჩაჩანიძე
06.03.2021

უახლოეს პერიოდში საქართველოში რუსი ტუისტების დიდ შემოსევას უნდა ველოდოთ. ბოლო თვეების საშუალო მონაცემებთან შედარებით, მარტში საქართველოში ჩამოსვლის მსურველი რუსების რაოდენობა 37-ჯერ გაიზარდა და პანდემიამდელი პერიოდის მასშტაბების 87%-ს მიაღწია.

ელზა პაპოშვილი
06.03.2021

ოპოზიციის ნაწილი მზად არის, თუკი ხელისუფლებასთან პლებისციტსა და საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმებას  მიაღწევს, პარლამენტში შევიდნენ. „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო“ ამის შესახებ უკვეე ღიად საუბრობენ და ამბობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებია მისაღები, რასაც მათი მხადაჭერა სჭირდება. ხელისუფლების პოზიცია კი კვლავ უცვლელია და აცხადებენ, რომ პლებისციტი და რიგგარეშე არჩევნები მათვის მიუღებელია და მაქსიმუმ რაც შეიძლება ოპოზიციას შესთავაზონ, საგამოძიებო კომისიაში ჩართვაა. 

თამთა ჩაჩანიძე
06.03.2021

„ნოდარ მელაძის შაბათის" ანონსი, რომელიც ბერა ივანიშვილისა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშილის საუბრის ფარულ აუდიოჩანაწერს უკავშირდება, „ქართულმა ოცნებამ" საინფორმაციო ტერორიზმად შეაფასა. მმართველ პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ ამის უკან „ნაციონალური მოძრაობა" დგას და აცხადებენ, რომ „უკანონო ჩანაწერების მოპოვება, პირად ცხოვრებაში შეჭრა, მათი დამონტაჟება და ფაბრიკაცია სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების სტილი და ხელწერაა".


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×