თამთა ჩაჩანიძე 29.05.2021

ვნახოთ, როგორ გაუწევს ოპოზიციას ოპონენირებას გახარია, „ქართული ოცნების" პრემიერი - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრიას „ქართული ოცნების" დეპუტატი გურამ მაჭრაშვილი ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პირველ პოლიტიკურ განცხადებებსა და პარტიის „საქართველოსთვის" პრეზენტაციას.
|
თამთა ჩაჩანიძე 29.05.2021

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საგარეო პოლიტიკის კონცეფციიდან „საქართველოსთან დიალოგის" პუნქტი ამოიღეს, რომლის მიხედვით, აფხაზური, მხარე საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით, ჟენევის ფორმატის მიღმა „საქართველოსა და აფხაზეთს შორის მრავალდონიანი მოლაპარაკებების შესაძლებლობას" უშვებდა. მანამდე დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების საკითხი დახურულია. ყოფილი სახელმწიფო მინისტრისა და კონფლიქტოლოგის, პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ „აფხაზებმა კარი ჩაკეტეს".
|
თამთა ჩაჩანიძე 29.05.2021

ოპოზიციური პარტიების ნაწილი, ადგილობრივი არჩევნებისთვის ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიასა და ბიზნესმენ ლევან ვასაძის პოლიტიკურ ველზე შემოსვლას დადებითად აფასებს, რადგან მიიჩნევენ რომ ორივე მმართველი გუნდის კონკურენტები იქნებიან, ხმებს წაართმევენ, შედეგად „ოცნება" ადგილობრივ არჩევნებზე 43%-ს ვერ მოაგროვებს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს,რომ ვასაძე ხმებს „პატრიოტთა ალიანსს" წაართმევს და ამით არაფერი იცვლება, ხოლო გახარია „ქართული ოცნებისთვის" ამ მხრივ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
|
თამთა ჩაჩანიძე 29.05.2021

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის სამი შტამია დაფიქსირებული, ერთი კლასიკური, მეორე ბრიტანული, რომელმაც კორონავირუსის მესამე ტალღა გამოიწვია და მესამე ინდური. აქედან დომინანტური ამჟამად ბრიტანული შტამია. თუმცა ცირკულირებს თუ არა სხვა შტამები, ამის თქმა რთულია, რადგან ამას ყველა პაციენტზე სპეციფიკური კვლევა სჭირდება - ამის შესახებ ექიმ-ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნა.
|
ელზა პაპოშვილი 28.05.2021

პოსტიდან 3 თვის წასვლის შემდეგ გიორგი გახარია უკან პოლიტიკაში ბრუნდება. ცნობილია დრო და ადგილი. გახარია თბილისში „ექსპოჯორჯიაში“ 5 საათზე საზოგადოებას კიდევ ერთხელ უკვე ახალი პოლიტიკიური პლატფორმიდან მიმართავს. ექსპრემიერმა ფეისბუკზე „სთორი“ გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მის პარტიას "საქართველოსთვის" ერქმევა. გახარიას ახლა ბევრი კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს და იმის მტკიცება, რომ ბიძინა ივანიშვილის პროექტი არ არის. მისი პოლიტიკაში მეორედ შემოსვლის პარალელურად კი მის მიმართ როგორც ხელიუფლების ასევე ოპოზიციის მხრიდან თავდასხმები აქტიურდება. ოპოზიცია აბრალებს, რომ ვანო ჩხარტიშვილი აფინანსებს, ხოლო ხელისუფლების მტკიცებით - დავით კეზერაშვილი.
|
თამთა ჩაჩანიძე 28.05.2021

კოალიციური მთავრობა მოვა, ჩვენ ბევრჯერ გვინახავს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანენ, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიმდგარა, მათ კოალიციაც შეუქმნიათ და უთანამშრომლიათ კიდეც, საქართველო ამ მხრივ უფრო ტოლერანტულია და საერთო ენას მონახავენ-ხოლმე. კოალიციას თვითონ ჩვენი მმართველობის მოდელი გვკარნახობს - ასე აფასებს „რეზონანსთან" უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ვახტანგ მაისაია ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მოვლენებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 28.05.2021

რიონის ხეობა კვლავ ჯებირებითაა გაყოფილი, ხმაურიანი ღამის შემდეგ, დაკავებულია რვა პირი, ადგილზე აღმართულია ბლოკპოსტი და სამართალდამცავები პერიმეტრს აკონტროლებენ, მოვლენების ეპიცენტრმა კი გუმათის შესასვლელთან კომპანია „ენკას" ბაზასთან გადაინაცვლა.
|
თამთა ჩაჩანიძე 27.05.2021

სიტუაცია არჩევნების წინ უფრო და უფრო მძაფრდება, ასე რომ ჩვენ ძალიან საინტერესო პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებს უნდა ველოდოთ, რადგან ტარიფების გაძვირება საზოგადოებას პირდაპირ ურტყამს; გახარია და მისი გუნდი ბუნებრივია ხმებს არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას" წაართმევს, არამედ ყველა პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობასაც" კი - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი იგორ კვესელავა.
|
ელზა პაპოშვილი 27.05.2021

პარლამენტის თავმჯდომარესთან ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. თუმცა მხარეები ამნისტიის შესახებ კანონზე კონსულტაციას კვლავ აგრძელებენ. ორივე მხარეს დოკუმენტის საკუთარი ვერსია აქვს. შეხვედრაზე გაირკვევა, სესიაზე გავა რომელიმე ერთი თუ ორივე რედაქცია.
|
თამთა ჩაჩანიძე 27.05.2021

გახარიამ დააგვიანა, რადგან ახლა მთელი სისტემაა შესაქმნელი, ადგილობრივ არჩევნებში უამრავი ადამიანი იღებს მონაწილეობას, სიები უნდა შედგეს, მაჟორიტარები მოიძებნოს, დაკომპლექტდეს, ორგანიზაციული სამუშაო უამრავია და დარჩენილ ოთხ თვეში რამდენად მოესწრება, არ ვიცი - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე. მისი აზრით, ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის ხმების 50% „ქართული ოცნების" ელექტორატი იქნება, ხოლო ნახევარი პატარა პარტიების.
|
თამთა ჩაჩანიძე 27.05.2021

საქართველოს ემიგრანტები არჩენენ და რა გასაკვირია, რომ ამხელა ეროვნული საქმისთვის ეს თანხა შეგროვებულიყო, რომელიც სამი დღის სცენას ეყოფოდა, ვინმე იქ კარვებში ფუფუნებაში კი არ ცხოვრობს - ამის შესახებ „რეზონანსთან" პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომლითაც გამოეხმაურა ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციის დაფინანსებასთან დაკავშირებულ განცხადებებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 26.05.2021

კორონავირუსის ახალი შტამების გამო არაა გამორიცხული, რომ ორ თვეში როგორც გლობალურად ისე საქართველოში ინფექციის ახალი შემთხვევების ზრდა დაიწყოს - სპეციალისტების აზრით, თუ ჩვენს რეგიონში ვირუსის ახალ შტამები გავრცელდა, შეკავება რთული იქნება. ასეთ შემთხვევაში კი გამოსავალს რეკომენდაციების დაცვაში და ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებაში ხედავენ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|