თამთა ჩაჩანიძე 08.03.2021

ამერიკის გლობალურ დონეზე მკვეთრი გააქტიურებით სიტუაცია სერიოზულად იცვლება და ახალი ცივი ომი ცხელ ფაზაში გადადის, რაც საქართველოზე პირდაპირ აისახება და გლობალური გავლენის ცენტრების - რუსეთისა და აშშ-ის ჩართვა თანდათან აშკარა ხდება აქ - მიიჩნევენ ექსპერტები
|
თამთა ჩაჩანიძე 08.03.2021

რვა მარტიდან მოსახლეობის მობილობა კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან, გარკვეული რეგულაციები, რომელიც საზოგადოების თავშეყრის შეზღუდვას გულისხმობდა, მოიხსნა - სპეციალისტები ამაში რისკებს ხედავენ და აცხადებენ, რომ ადამიანთა შორის უფრო მეტი კონტაქტი იქნება, რაც ინფექციის გავრცელების მეტი შანსია.
|
ელზა პაპოშვილი 08.03.2021

“ორივე მხარეს აწყობს, რომ მოლაპარაკება არ შედგეს. ძირითად საკითხზე არცერთ მხარეს აზრი არ შეუცვლია და რაზე უნდა მოილაპარაკონ. მარტო გამარჯობა გაგიმარჯოს სათქმელად მიდიან? ეს ყველაფერი მხოლოდ თამაშია, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის უკვე უბედურებად იქცა” - ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ დაუშვებელია ფარული ჩანაწერები ოპოზიციამ მოლაპარაკების ჩაშლის მიზეზად გამოიყენოს.
|
ია აბულაშვილი 07.03.2021

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს ეჭვი ეპარება, რომ სკანდალურმა ფარულმა ჩანაწერებმა, რომლებიც „ტვ პირველმა“ გამოაქვეყნა, სადაც, მათი მტკიცებით, ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე პირის, მათ შორის არასრულწლოვნის დასჯას განიხილავენ, მასობრივი პროტესტი გამოიწვიოს და ოპოზიციამ ხალხი მასობრივად ქუჩაში გამოიყვანოს.
|
ქრისტინე კაპანაძე 07.03.2021
„რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი წევრისა და პოლიტიკური ანალიტიკოსის დავით ზურაბიშვილის მიერ სოციალურ ქსელში პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშილისა და ბერა ივანიშვილის აუდიო ჩანაწერის თაობაზე გამოთქმულ მოსაზრებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ზურაბიშვილის თქმით, აღნიშნული ჩანაწერი არის ძველი, თუმცა ეს არ ამართლებს ფაქტს, რომ ჩანაწერში დაფიქსირებული თანამდებობის პირები დღეს ქვეყნის სათავეში არიან.
|
ია აბულაშვილი 07.03.2021

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერით ლიდერი გოგი წულაია პარტიიდან წასლის მიზეზად პოლიტიკური ბრძოლისთვის მეტი თავისუფლების სურვილს ასახელებს, რადგან, მისი თქმით, ახლა გადამწყვეტი ბრძოლა იწყება, რომელიც „ოცნების“ ხელისუფლებას დაასრულებს.
|
ქრისტინე კაპანაძე 07.03.2021
პოლიტიკურ სპექტრში ბერა ივანიშილისა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სატელეფონო საუბრების ფარულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებული ახალი სკანდალის ფონზე, დასავლეთის მხარდაჭერით ჯერ კიდევ გრძელდება მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. რა გავლენა შეიძლება იქონიოს აღნიშნულმა აუდიო ჩანაწერების საქმემ მოლაპარაკების მიმდინარეობაზე?
|
თამთა ჩაჩანიძე 06.03.2021

უახლოეს პერიოდში საქართველოში რუსი ტუისტების დიდ შემოსევას უნდა ველოდოთ. ბოლო თვეების საშუალო მონაცემებთან შედარებით, მარტში საქართველოში ჩამოსვლის მსურველი რუსების რაოდენობა 37-ჯერ გაიზარდა და პანდემიამდელი პერიოდის მასშტაბების 87%-ს მიაღწია.
|
ელზა პაპოშვილი 06.03.2021

ოპოზიციის ნაწილი მზად არის, თუკი ხელისუფლებასთან პლებისციტსა და საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმებას მიაღწევს, პარლამენტში შევიდნენ. „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო“ ამის შესახებ უკვეე ღიად საუბრობენ და ამბობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებია მისაღები, რასაც მათი მხადაჭერა სჭირდება. ხელისუფლების პოზიცია კი კვლავ უცვლელია და აცხადებენ, რომ პლებისციტი და რიგგარეშე არჩევნები მათვის მიუღებელია და მაქსიმუმ რაც შეიძლება ოპოზიციას შესთავაზონ, საგამოძიებო კომისიაში ჩართვაა.
|
თამთა ჩაჩანიძე 06.03.2021

„ნოდარ მელაძის შაბათის" ანონსი, რომელიც ბერა ივანიშვილისა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშილის საუბრის ფარულ აუდიოჩანაწერს უკავშირდება, „ქართულმა ოცნებამ" საინფორმაციო ტერორიზმად შეაფასა. მმართველ პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ ამის უკან „ნაციონალური მოძრაობა" დგას და აცხადებენ, რომ „უკანონო ჩანაწერების მოპოვება, პირად ცხოვრებაში შეჭრა, მათი დამონტაჟება და ფაბრიკაცია სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების სტილი და ხელწერაა".
|
თამთა ჩაჩანიძე 06.03.2021

ეუთო/ოდირის 31 ოქტომბრის არჩევნებზე საბოლოო ანგარიშში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ მონახულებულ საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესი გამჭვირვალე და პროცედურები ძირითადად დაცული იყო. ეს კი, ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის აზრით, „ქართულ ოცნებას" ოპოზიციასთან მოლაპარაკებების პროცესში პოზიციებს უმყარებს.
|
ელზა პაპოშვილი 05.03.2021

შარლ მიშელის ვიზიტიდან 3 დღის შემდეგაც ხელისუფლება და ოპოზიცია კვლავ ვერ ჩამოყალიბდა, როდის შედგება შეხვედრა, სადაც მიშელის მიერ შეთავაზებულ 6-პუნქტიან გეგმაზე უნდა ისაუბრონ. სულ უფრო მცირე დრო რჩება იმისთვის, რომ 16 მარტს ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ოპოზიციასთან კონკრეტული შეთანხმეებით ჩავიდეს. ხელისუფლება ამბობს, რომ თუ ოპოზიცია 2 დღეში კონკრეტული წინადადებით არ მიმართავს, ბრიუსელში საკუთარი ხედვით წავლენ. ოპოზიციაში კი გაჩნდა მოსაზრება, რომ შესაძლოა ხელისუფლებისთვის შესათავაზებელი კომპრომისი პლებისციტი იყოს, თუმცა აქაც აზრთა სხვაობა გაჩნდა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|