თამთა ჩაჩანიძე 18.03.2021

დასავლეთი საქართველოს მისამართით უპრეცენდენტოდ აქტიურდება. 23 მარტს აშშ-ის სენატის ევროპისა და რეგიონული თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. პარალელურად კი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად, ევროპარლამენტი სპეციალური ჯგუფის შექმნას აპირებს. რატომ მოექცა საქართველო დასავლეთის ასეთი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში?
|
ია აბულაშვილი 18.03.2021

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა ყოფილი თანაპარტიელის გოგი წულაიას დაკავებაში პოლიტიკურ მოტივს ვერ ხედავს, თუმცა ამბობს, რომ მისი დაკავება პროცესუალური დარღვევებით მოხდა.
|
ია აბულაშვილი 18.03.2021

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ უცხოელ დიპლომატებზე გაკეთებულ მკვეთრ განცხადებას შიშით სხნის. მისი აზრით, სააკაშვილს არ სურს, რომ ამ განცხადების გავლენით „ნაციონალურ მოძრაობაში“ გარკვეული გადაადგილებები დაიწყოს.
|
ელზა პაპოშვილი 17.03.2021

მძიმე 4 საათიანი მოლაპარაკება, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ისევ უშედეგოდ დასრულდა. მოლაპარაკებიდან გამოსული ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, მოლაპარაკებები ხვალ უნდა დასრულდეს. მათი თქმით, საუბარი მიდის რიგგარეშე არჩევნებზე და ე.წ. პოლიტპატიმრებზე. როგორც პოლიტიკოსების საუბრიდან ირკვევა, პრობლემური სწორედ ეს ორი საკითხია. „ნაციონალები“ ღიად ამბობენ, რომ თუ ამ ორ თემაზე შეთანხმება არ მოხდება, ისინი ხელს არაფერს მოაწერენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 17.03.2021

ნატო ბუქარესტის სამიტის 2008 წლის გადაწყვეტილების ერთგულია და აგრძელებს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანების კუთხით - ამ შინაარსის მთავარი გზავნილი გააჟღერა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც ორმხრივი შეხვედრის შემდეგ გაიმართა.
|
ია აბულაშვილი 17.03.2021

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული შეხვედრა ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის "ლეიბორიტსული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.
|
თამთა ჩაჩანიძე 17.03.2021

ეკლესია მიესალმება იმ ფაქტს, რომ კორონავირუსზე ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, თუმცა, პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში - ამ შინაარსის პასუხი გასცა საპატრიარქომ დაავადებათა კონტროლის თხოვნას, რომელიც თვლის რომ ამ პროცესში სასულიერო პირების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, რადგან საზოგადოების ნდობა მათ მიმართ მაღალია.
|
ელზა პაპოშვილი 16.03.2021

უახლოეს დღეებში ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი უახლოეს დღეებში ხელისუფლებას და ოპოზიციის წარმომადგენლებს ახალ შეთავაზებას გაუკეთებს, სადაც, სავარაუდოდ, არ იქნება გათვალისწინებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ან პლებისციტი. ამაზე მინიშნებები სამშაბათს ბრიუსელში გაკეთდა და ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ნამდვილი ცივი შხაპია ოპოზიციისათვის.
|
თამთა ჩაჩანიძე 16.03.2021

„ქართული ოცნება" ოპოზიციას მოლაპარაკებების პროცესში დესტრუქციული ნაბიჯების გადადგმაში ადანაშაულებს, კერძოდ იმაში, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეთანხმება რამდენჯერმე დაარღვიეს და საჯარო განცხადებებში დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებების დეტალები გაახმოვანეს. კონკრეტულად რომელ განცხადებებს გულისხმობს მმართველი გუნდი შეთანხმების დარღვევად?
|
ია აბულაშვილი 16.03.2021

გიორგი ვაშაძისა და გიორგი გახარიას შესაძლო თანამშრომლობასა და მომავალ არჩევნებში მათ გაერთიანებას პოლიტიოლოგი რამაზ საყვრელიძე ნაკლებ სავარაუდოდ მიიჩნევს. მისი აზრით, ეს გაერთიანება გახარიასთვის პლიუსის მომტანი ვერ იქნება, განსხვავებით ვაშაძისაგან, რომელიც „გახარიას რეიტინგს შეჰყვება“.
|
ქრისტინე კაპანაძე 16.03.2021
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ისევ თბილისშია, მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათს ბრიუსელში უნდა დაბრუნებულიყო. ამის მიზეზად კი თავად დანიელსონი ამბობს, რომ სანამ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება არ მიიღწევა, ის ქვეყანაში დარჩება და მოლაპარაკებებს გააგრძელებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 16.03.2021

მომღერალი გია გაჩეჩილაძე, იგივე „უცნობი", 9 აპრილს პარლამენტის წინ მდუმარე აქციის გამართვას აპირებს, სადაც, მისი თქმით, ის მოქალაქეები შეიკრიბებიან, რომლებიც ოპოზიციის მოთხოვნებს არ იზიარებენ. ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის თქმით, თუ გაჩეჩილაძეს პოლიტიკაში დაბრუნება სურს, ასეთი აქცია ამისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება არ არის.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|