ელზა პაპოშვილი
16.05.2021

ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ შესაძლოა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიოს და უახლოეს დღეებში ერთობლივი კანონპროექტი წარმოადგინონ. ოპოზიციისა და ხელისუფლების მსგავსი წარმატებული თანამშრომლობა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უკიდურესად იშვიათი მოვლენაა და უკვე მრავალი წელია არ მომხდარა. ორივე მხარე აცხადებს, რომ შეთანხმებასთან ახლოს არიან.

თამთა ჩაჩანიძე
16.05.2021

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის სხვა წევრებთან ერთად კიევში, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად გაფრინდა. რა პასუხს ჩამოიტანს მელია და შევა თუ არა პარტია პარლამენტში, ამ საკითხზე საუბრისას ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ კონსულტაციების შემდეგ, დიდი ალბათობით, „ნაცმოძრაობის" არაფორმალური ლიდერი მიხეილ სააკაშვილი საგანგებო მიმართვით გამოვა და ეცდება თავისი მომხრეები ენმ-ის პარლამენტში შესვლის აუცილებლობაში დაარწმუნოს.

თამთა ჩაჩანიძე
16.05.2021

ახალი ტერიტორიული დავის გამო, სომხურ-აზერბაიჯანულმა კონფლიქტმა შესაძლოა ახალი ძალით იფეთქოს და შარშანდელი ომისგან განსხვავებით, ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, მასში შესაძლოა უკვე ღიად ჩაერთოს რუსეთი. ყველაფერი 12 მაისს დაიწყო, როდესაც აზერბაიჯანული ნაწილებმა სიუნიქისა და გეგარქუნის რაიონებში შევიდნენ და ის ტერიტორიები დაიკავეს, რომელთაც მანამდე სომხური მხარე აკონტროლებდა.

თამთა ჩაჩანიძე
16.05.2021

 „ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია. პარტიაში აცხადებენ, რომ მსჯელობა მიდის. კონფლიქტოლოგისა და ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ამის გაჭიანურებას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს - პარტიაში აზრები სერიოზულადაა გაყოფილი და ამაზე ცხარე კამათია.

ქრისტინე კაპანაძე
15.05.2021

 „ქართულმა ოცნებამ" ერთის მხრივ პარლამენტში 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია შექმნა და მეორეს მხრივ ოპოზიციისგან ითხოვს, რომ ბოდიში მოუხადონ ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას, რომელსაც არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდნენ, რაც ნიშნავს, რომ ეს კომისია ჩვეულებრივი ფარსია. ამის შესახებ „რეზონანსს" „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა.

ქრისტინე კაპანაძე
15.05.2021

 ბიზნესმენ ლევან ვასაძის პარტია „ერი" („ერთობა, რაობა, იმედი") კვირას, 16 მაისს თბილისში აქციას გამართავს. თავდაპირველად აქციის ჩატარება პარლამენტის წინ უნდოდა, თუმცა პარლამენტთან ოპოზიციის მხარდამჭერების მიერ გაშლილი კარვების გამო აქცია 9 აპრილის ბაღში გამართება. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, აქციაზე ლევან ვასაძის აბმიციურობისა და კრიტიკულობის წყალობით შესაძლოა ბევრი ადამიანი მივიდეს, მათ შორის „პატრიოტთა ალიანსისა" და ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობის" მხარდამჭერებიც.

ქრისტინე კაპანაძე
15.05.2021

 ცნობები იმის შესახებ, რომ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა, შესაძლოა გუნდის წევრებთან კონლიფქტის გამო „ქართული ოცნება" დატოვოს, სიმართლეს არ შეესაბამება. სესიაშვილის თქმით, ზოგიერთმა მედია საშუალებებმა ტყუილის თავიანთი ვერსია შეიმუშავეს.

თამთა ჩაჩანიძე
14.05.2021

მომავალ კვირას ვენეციის კომისიისთვის საარჩევნო რეფორმის გაგზავნა იგეგმება, რის შემდეგაც საპარლამენტო განხილვები დაიწყება.მანამდე კი საქართველოს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დღეს პოლიტიკურმა პარტიებმა საკუთარი ხედვები წარადგინეს.

თამთა ჩაჩანიძე
14.05.2021

„ნაცმოძრაობაში" ახლა მიმდინარეობს ჭიდილი რადიკალებსა და ულტრარადიკალებს შორის პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე, თუმცა საბოლოოდ ალბათ უფრო შემსვლელთა აზრი გადასწონის, რადგან მათმა დე ფაქტო ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმაც პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა, აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" საუბრისას.

თამთა ჩაჩანიძე
14.05.2021

„ნაცმოძრაობა" პარლამენტში უნდა შევიდეს, რადგან „ქართულ ოცნებას" ამ პლატფორმიდან უფრო დაამარცხებს - თუ „ოცნებას" დეპუტატები კიდევ დატოვებენ, ის უმრავლესობას დაკარგავს და შესაძლებელი იქნება, რომ ოპოზიციამ „ოცნება" პარლამენტის შიგნით დაასრულოს, ანუ მთავრობას უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადოს და პრემიერი გადააყენოს, აცხადებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

თამთა ჩაჩანიძე
13.05.2021

დაანონსებული 15 მაისი აქცია აღარ ჩატარდება, „ნაცმოძრაობაში" კი პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. არის თუ არა აქციის გაუქმება იმის ინდიკატორი, რომ პარტიაში განხეთქილებაა, ან პოტენციალი, როგორც პოლიტიკური პარტიისა, ნელ-ნელა იცლება?

ელზა პაპოშვილი
13.05.2021

პარტია „ლელომ“ პირველი ოპოზიციური ფრაქცია შექმნა, რომელსაც სხვა ოპოზიციონერი წევრებიც შეუერთდნენ. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. ფრაქციას სხვა ოპოზიციური პარტიებიდან წამოსული რამდენიმე დეპუტატი შეუერთდა - სალომე სამადაშვილი და შალვა შავგულიძე, ასევე არმაზ ახვლედიანი. 


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×