თამთა ჩაჩანიძე
17.03.2021

ეკლესია მიესალმება იმ ფაქტს, რომ კორონავირუსზე ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, თუმცა, პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში - ამ შინაარსის პასუხი გასცა საპატრიარქომ დაავადებათა კონტროლის თხოვნას, რომელიც თვლის რომ ამ პროცესში სასულიერო პირების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, რადგან საზოგადოების ნდობა მათ მიმართ მაღალია.

ელზა პაპოშვილი
16.03.2021

უახლოეს დღეებში ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი უახლოეს დღეებში ხელისუფლებას და ოპოზიციის წარმომადგენლებს ახალ შეთავაზებას გაუკეთებს, სადაც, სავარაუდოდ, არ იქნება გათვალისწინებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ან პლებისციტი. ამაზე მინიშნებები სამშაბათს ბრიუსელში გაკეთდა და ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ნამდვილი ცივი შხაპია ოპოზიციისათვის.

თამთა ჩაჩანიძე
16.03.2021

„ქართული ოცნება" ოპოზიციას მოლაპარაკებების პროცესში დესტრუქციული ნაბიჯების გადადგმაში ადანაშაულებს, კერძოდ იმაში, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეთანხმება რამდენჯერმე დაარღვიეს და საჯარო განცხადებებში დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებების დეტალები გაახმოვანეს. კონკრეტულად რომელ განცხადებებს გულისხმობს მმართველი გუნდი შეთანხმების დარღვევად?

ია აბულაშვილი
16.03.2021

გიორგი ვაშაძისა და გიორგი გახარიას შესაძლო თანამშრომლობასა  და მომავალ არჩევნებში მათ გაერთიანებას პოლიტიოლოგი რამაზ საყვრელიძე ნაკლებ სავარაუდოდ მიიჩნევს. მისი აზრით, ეს გაერთიანება გახარიასთვის პლიუსის მომტანი ვერ იქნება, განსხვავებით ვაშაძისაგან, რომელიც „გახარიას რეიტინგს შეჰყვება“.

ქრისტინე კაპანაძე
16.03.2021

 ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ისევ თბილისშია, მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათს ბრიუსელში უნდა დაბრუნებულიყო. ამის მიზეზად კი თავად დანიელსონი ამბობს, რომ სანამ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება არ მიიღწევა, ის ქვეყანაში დარჩება და მოლაპარაკებებს გააგრძელებს.

თამთა ჩაჩანიძე
16.03.2021

მომღერალი გია გაჩეჩილაძე, იგივე „უცნობი", 9 აპრილს პარლამენტის წინ მდუმარე აქციის გამართვას აპირებს, სადაც, მისი თქმით, ის მოქალაქეები შეიკრიბებიან, რომლებიც ოპოზიციის მოთხოვნებს არ იზიარებენ. ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის თქმით, თუ გაჩეჩილაძეს პოლიტიკაში დაბრუნება სურს, ასეთი აქცია ამისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება არ არის.

თამთა ჩაჩანიძე
15.03.2021

აღმოჩნდა თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები იმაზე რთული, ვიდრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს ეგონა - რატომ გაახანგრძლივა ვიზიტი და ეყოფა თუ არა ეს დრო მხარეების მორიგებისთვის.

ქრისტინე კაპანაძე
15.03.2021

 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ყველა აცრილ ადამიანს გადაეცემა დამადასტურებელი აცრის ორენოვანი ცნობა შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ხელმოწერით. პარალელურად, მსოფლიოში მიმდინარეობს საუბარი კოვიდ-პასპორტის პროტოტიპის შექმნის შესახებ, რომლითაც ვაქცინირებულ ადამიანს სხვადახვა ქვეყანაში გაადგილება შეეძლება.

ელზა პაპოშვილი
15.03.2021

“ასეთი დაინტერესება დასავლეთიდან საქართველოს მიმართ ჯერ არ ყოფილა. ჩვენ თუ ამას ვერ გამოვიყენებთ, არა აქვს მნიშვნელობა ვინაა მართალი და ვინ მტყუანი, ორივე მხარე, როგორც ხელისუფლება ასევე ოპოზიცია პასუხისმგებლები იქნებიან იმ შედეგებზე, რაც შეიძლება ჩვენს ქვეყანაში განვითარდეს. 

ია აბულაშვილი
15.03.2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც საქართველოს დელეგაციასთან ერთად მონაწილეობას იღებს ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომაში, ვიზიტი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან შეხვედრით დაიწყო, რის შემდეგაც ევროპულ საბჭოში გაფართოებული ფორმატის შეხვედრაში ჩაერთო.

თამთა ჩაჩანიძე
15.03.2021

საქართველოში მედპერსონალის ვაქცინაციის პროცესი უკვე დაიწყო - რისკჯგუფის ცნობილმა სახეებმა პირდაპირ ეთერში „ასტრაზენეკათი" აცრა გაიკეთეს და აცხადებენ, რომ თავს გადასარევად გრძნობენ და რომ ამაში საშიში არაფერია.

ელზა პაპოშვილი
14.03.2021

საქართველოში 5-თვიანი პოლიტკური კრიზისის შემდეგ, პირველად ჩნდება შანსი, რომ ევროკავშირის შუამავლობის შემდეგ,  ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგეს. ევროპული მედიაციის მესამე დღეს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც  წითელ ხაზებს აუქმებს და გაჩნდა მოლოდინი, რომ კომპრომისზე წასული მხარეები მორიგდებიან. 


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×