ელზა პაპოშვილი
29.01.2021

ბოიკოტში მყოფი ოპოზიციის რიგები თანდათან თხელდება. თუ „პატრიოტების“ წევრების შესვლას სხვადასხვა გამართლებას უძებნიდნენ, ალეკო ელისაშვილის დღევანდელი ნაბიჯი ოპოზიციის ერთიან ფრონტს უკვე აშკარად არღვევს. ახლა საკითხი ასე დგას, მიჰყვებიან თუ არა ელისაშვილ-იოსელიანს სხვა ოპოზიციონერები. 

თამთა ჩაჩანიძე
29.01.2021

მას შემდეგ, რაც „მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პატიმრობიდან გათავისუფლებას გამოეხმაურა, საზოგადოების ნაწილს დარჩა შთაბეჭდილება, რომ იგი სავარაუდოდ პარლამენტში შევა. „რეზონანსთან" კი ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში კარტოგრაფების გათავისუფლება უფრო მეტად აღიქმება, როგორც ხელისუფლების მიერ ოპოზიციის პარლამენტში შესვლისთვის გაკეთებული ჟესტი.

თამთა ჩაჩანიძე
28.01.2021

ოპოზიცია რევოლუციაზე უკვე ღიად საუიბრობს. გიგა ბოკერია საჯაროდ ახსენა ტერმინი „ლეგიტიმური რევოლუცია", რასაც მმართველი პარტიიდან მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. „ოცნებაში" დარწმუნებულნი არიან, რომ ოპოზიციას მასების მობილიზების რესურსი არა აქვს და ასეთი რიტორიკას უფრო სასაცილოდ მიიჩნევენ, ვიდრე რეალურ საფრთხედ.

ია აბულაშვილი
28.01.2021

რა გეგმით იმოქმედებს ოპოზიცია საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ? ეს კითხვა ბევრს აწუხებს ქვეყანაში - განსაკუთრებით ოპოზიციის მხარდამჭერებს. მათი სამომავლო გეგმა შეიძლება იყოს ის, რომ შექმნან ალტერნატიული პარლამენტი, სადაც აირჩევენ თავმჯდომარეს, მერე შეიძლება მთავრობაც შექმნან და დაიწყებენ ბრძოლას ახალი არჩევნებისთვის, აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი იგორ კვესელავა.

ელზა პაპოშვილი
28.01.2021

თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. მათ 20-20 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ.

აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. ბრალდების მხარის არგუმენტი იყო ის, რომ საგამოძიებო ქმედებები ყველა მიმართულებით ამოწურულია და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე  ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა აღარ არსებობს.

თამთა ჩაჩანიძე
28.01.2021

თუ ქვეყანამ უახლოესი ერთი კვირის მანძილზე კორონავირუსის ისეთი სურათი შეინარჩუნა, როგორიც დღესაა, შესაძლოა შეზღუდვები შედარებით ადრე მოიხსნას, ეს ეხება თბილისს ქუთაისს და რუსთავს - ამ და სხვა თემებზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

თამთა ჩაჩანიძე
27.01.2021

როგორ უნდა შეირჩეს ის სფეროები, რომლებზეც ეტაპობრივად შეზღუდვები მოიხსნება და თან ეპიდსიტუაცია მნიშვნელოვნად არ გაუარესდება - სპეციალისტები მთავრობას იმ ოქროს შუალედს სთავაზობენ, რომლითაც რისკების გაზრდის გარეშე ქვეყანა თანდათანობით გაიხსნება. ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე კი ხელისუფლებას შეზღუდვების მოხსნის დაჩქარების რეკომენდაციას აძლევს.

ელზა პაპოშვილი
27.01.2021

ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის მანდატების გაუქმების პროცედურა ფორმელურად უკვე დაიწყო. ამის ფონზე, როგორც აღმოჩნდა, თავად ოპოზიციონერ დეპუტატთა ნაწილი უკვე აღარ არის ისეთი კატეგორიული მათი განცხადებების დაუყოვნებლივ დაკმაყოფილების მოთხოვნაში, რაზეც პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ სიით გასული არმაზ ახვლედიანის განცხადებაც მიუთითებს.

თამთა ჩაჩანიძე
27.01.2021

ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების საკითხის გადაწყვეტამდე ხუთი დღით ადრე, ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებში ტონის შერბილება შეიმჩნევა. „ევროპული საქართველოს" სიის მეოთხე ნომერი არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ ოპოზიციამ რეალობა უნდა გაიაზროს მასთან შესაბამისი მოთხოვნები დააყენოს.

ია აბულაშვილი
27.01.2021

2 თებერვალს ოპოზიციური  პარტიის სადეპუტატო  უფლებამოსილების შეწყვეტაზე შესაძლოა თავისუფალი კენჭისყრა გაიმართოს და პარლამენტის წევრებმა გადაწყვეტილება ინდივიუალურად მიიღონ. თუმცა, როგორც ხატია დეკანოძემ „რეზონანსს“ განუცხადა, თუკი ეს საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდა, „ნაცმოძრაობაში“ გადაწყვეტილი აქვთ საპარლამენტო მანდატების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მომართოს.

თამთა ჩაჩანიძე
27.01.2021

ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების გაუქმების თაობაზე მმართველი გუნდში პოზიცია საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის. „ოცნებაში" აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება გუნდური პრინციპით იქნას მიღებული. უმრავლეობის დეპუტატი ლადო კახაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ამაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი მსჯელობს, თუმცა იგი მომხრეა, რომ ოპოზიცია პარლამენტში იყოს.

თამთა ჩაჩანიძე
26.01.2021

არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტი" კოვიდშეზღუდვებთან დაკავშირებით კოლექტიურ სარჩელზე მუშაობს - „საქართველოს ხალხი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ", რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანენ. ამისათვის სამშაბათს სახელმწიფო კანცელარიასთან გამართულ აქციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ეწინააღმდეგება თუ არა მოქმედი შეზღუდვები კონსტიტუციას და რა პერსპექტივა აქვს ამ სარჩელს?


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×