თამთა ჩაჩანიძე
13.03.2021

ჯანდაცის სამინისტროს მიერ დაანონსებული 22 მარტის ნაცვლად, საქართველომ „კოვაქს" პლატფორმისგან ვაქცინების პირველი პარტია 9 დღით ადრე მიიღო. „ასტრაზენეკას" 43 200 დოზა თბილისში შაბათს ჩამოვიდა და ორშაბათიდან ქვეყანაში ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლების ტოტალური ვაქცინაცია იწყება.

ელზა პაპოშვილი
12.03.2021

ბოლო დღეებში ოპოზიციამ, რომელსაც დიდი იმედი აქვს დასავლეთის მხარდაჭერაზე, საერთაშირისო ფრონტზე რამდენიმე მნიშვნელოვანი მარცხი იწვნია, თანაც იმ მხრიდან, საიდანაც ამას არ ელოდა. ჯერ აირაიმ გამოაქვეყნა არჩევნების ანგარიში, სადაც მის სამართლიანობაში ეჭვი არ შეაქვს, მერე კი მეთიურ ბრაიზამ, რომელსაც ძნელია ვინმემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ გულგრილობა დასწამოს, მოუწოდა, აიღეთ თქვენი მანდატები და შედით პარლამენტშიო. ამას ემატება ის გარემოება, რომ ევროკავშირის დესპანი, კრისტიან დანიელსონი მოლაპარაკებებს ოპოზიციურ პარტიებთან ცალ-ცალკე მართავს, რამაც ბოიკოტის მჭიდროდ შეკრულ კედელში შეიძლება ბზარი გააჩინოს.

ია აბულაშვილი
12.03.2021

პოლიტოლოგი ედიშერ გევენტაძე დარწმუნებულია, რომ ევროპული საბჭოს მედიატორობით დაწყებული დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის წარმატებით დასრულდება და უახლოეს დღეებში ოპოზიციონერები ერთმანეთს დაასწრებენ პარლამენტში შესვლას.

თამთა ჩაჩანიძე
12.03.2021

ანალაიტიკოსი გია აბაშიძე ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილს და მის გარემოცვას უკრაინაში სერიოზული პრობლემები შეექმნათ, რის შედეგადაც ექს-პრეზიდენტმა შესაძლოა უკრაინაში დაკავებული ამჟამინდელი თანამდებობა დაკარგოს და ამიტომ ახლა ცდილობს, „საქათველოზე გადოემრთოს".

ია აბულაშვილი
12.03.2021

თუ მოლაპარაკებები ჩაიშალა, თავად ევროპელმა მედიატორებმა ღიად და მკაფიოდ უნდა მოუწოდონ ოპოზიციას, რომ შევიდნენ პარლამენეტში, აცხადებს მიმდინარე პოლიტიკური პროცესის კომენტირებისას ცნობილი ქართველი მეცნიერი, აკადმიკოსი თემურ ნანეიშვილი. მისი აზრით, ოპოზიციური სპექტრის ქმედებებში ფსიქიატრიული აშლილობა - ობსესურ-კომპულსორული სინდრომი - შეინიშნება, რისი გამოხატულებაცაა ვადამდელ არჩევნებზე ჩაციკლვა.

ელზა პაპოშვილი
12.03.2021

ჩვენი მხრიდან არის შეშფოთება რომ ქვეყანა ჩიხშია, ვროკავშირისთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია, ესაა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის განცხადება, რომელიც უკვე საქართველოში იმყოფება და შეხვედრებს მართავს. ის საქართველოში სამი დღე დარჩება და შეეცდება, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მედიატორის როლი შეასრულოს. 

თამთა ჩაჩანიძე
12.03.2021

სკანდალურ ჩანაწერებზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი კომენტარი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, მისი თქმით ეს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაგეგმილი პროვოკაციის მცდელობაა, რომელიც დასაგმობია, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან.

ელზა პაპოშვილი
11.03.2021

ხუთშაბათს მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ცნობები, თითქოს პოლიცია ოპოზიციური ტელეკომპანია „პირველის“ ოფისში შეჭრას აპირებდა. თუმცა როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, პროკურატურა ტელევიზიას ეთერში გასული სკანდალური ჩანაწერების გადაცემას სთხოვდა, მათი სინამდვილის დასადგენად, უარის შემთხვევაში კი არავითარ ნაბიჯებს არ გეგმავდა. თუმცა ტელეკომპანიაში პროკურატურისა და სასამართლოს ოფიციალური განცხადებების არ სჯერათ და აპირებენ მთავრობას უცხოელებთან უჩივლონ. „ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ ეს ხელოვნურად ატეხილი ქარტეხილი რეალობაში მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზების ჩახერგვას, რაზეც აგრერიგად ზრუნავს ევროკავშირი.

თამთა ჩაჩანიძე
11.03.2021

ამ ფაილების წარდგენა შეიძლება საერთოდ „ტვ პირველის" გარეთაც მოხდეს, პროკურატურის ტელევიზიის შენობაში არანაირი შეღწევა არ იქნება, ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან" ისაუბრა. დასძენს, რომ პროკურატურაში „უბრალოდ იმ ფაილების წარდგენა მოითხოვეს, რის საფუძველზეც ამ ჩანაწერის გაშვება მოხდა".

ია აბულაშვილი
11.03.2021

ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანხმდება, რომ მათ შორის მოლაპარკების პროცესის დაწყება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის ჩართულოებით ზრდის შანსს, რომ შეთანხმება შედგეს და კრიზისი განიმუხტოს. პრემიერ ირაკლი ღარიბაშივლის განცხადებით, მმართველი გუნდი მთლიანად იზარებს ევროპული საბჭოს რეკომენდაციებს, რომ მხარეებმა რაც შეიძლება მოკლე დროში გამონახონ საერთო ენა. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ევროპელი მედიატორი კონკრეტული მონახაზებით ჩამოვა, რომელიც მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.

ელზა პაპოშვილი
11.03.2021

როგორი იქნება საქართველოში პოლიტიკური ვითარება და შეძლებს თუა რა ხელისუფლება და ოპოზიცია ევროსაბჭოს  პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან ერთად შეთანხმების მიღწევას?! „რეზონანსთან“ ინტერვიუში ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ დიდი ალბათობით ნიკა მელიას გათავისუფლებაზე და პლებისციტზე ორივე მხარე შეთანხმდება. გამორიცხავს, რომ ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნებს დასთანხმდეს, რადგან ეს არჩევნების ლეგიტიმაციას კითხვის ქვეშ დააყენებს. ასევე ოპოზიცია ხალხის ქუჩაში გამოყვანას ვერ ახერხებს და ხელისუფლებაზე ზეწოლის ეს დიდი  ბერკეტი არა აქვს. 

თამთა ჩაჩანიძე
11.03.2021

შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციის მოლაპარაკებებში პირად მედიატორად დანიშნა, თბილისს დღეს ეწვევა. ვინ არის დანიელსონი და გახდება თუ არა შვედი დიპლომატი პოლიტიკურ კრიზისში გარდამტეხი ფაქტორი, ამ საკითხებზე „რეზონანსთან" ექსპერტებმა ისაუბრეს.


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×