ელზა პაპოშვილი
01.05.2021

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საფლავებზე გასვლა 2-დან 4 მაისის ჩათვლით აკრძალული იქნება და ეს აკრძალვა არ ითვალისწინებს გამონაკლისებს გეოგრაფიული ლოკაციის ან ადმინისტრაციული ერთეულის მიხედვით. ექსპერტების ნაწილის აზრით, ამ შეზღუდვას არანაირი აზრი არ აქვს, რადგანაც, მოსახლეობა საფლავებზე ტრადიციული აღდგომის შემდგომი ორშაბათის ნაცვლად, ოთხშაბათს, 5 მაისს დაიწყებს გასვლას. მათივე შეფასებით, ამ და სხვა შეზღუდვებთან ერთად ერთქვირიანი უქმეების გამოცხადება პრაქტიკულად მცირე ლოქდაუნს ნიშნავს.

ია აბულაშვილი
01.05.2021

ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიების დასკვნის გათვალისწინება არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციასაც მოუწევს... მთავარი კი ისაა, მოესწრება თუ არა საარჩევნო კოდექსისა და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა წელს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებამდე - ასე აფასებს დღეს გამოქვეყნებულ დასკვნას „რეზონანსთან“ საუბრისას კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი.

თამთა ჩაჩანიძე
01.05.2021

გიორგის განცხადებაზე საუბარი ჩემთვის უხერხულია, პარტნიორი იყო. მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ სანამ ჩვენი ყველას კოლეგა ოპოზიციონერი ნიკა მელია ციხეშია, კარგი იქნება ყველა პოლიტიკოსმა ცოტა თავი შეიკავოს - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას პარტია „კანონი და სამართალის" ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი ყოფილი თანამებრძოლისა და „სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადება ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით.

თამთა ჩაჩანიძე
30.04.2021

როგორ წარმოუდგენია გიორგი ვაშაძეს ბიძინა ივანიშვილის დამარცხება მთავარი ოპოზიციური ძალის, „ნაციონალური მოძრაობის" გარეშე? - ასეთი პასუხი გასცეს „ნაციონალურმა მოძრაობაში" სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ თუ ადგილობრივ არჩევნებში ყველა ოპოზიციური პარტია მხარს „ნაცმოძრაობის" კანდიდატს დაუჭერს, ეს მარცხის ფორმულა იქნება.

ია აბულაშვილი
30.04.2021

პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი შეცდომად მიიჩნევს, თუ ოპოზიცია თბილისის მერის არჩევნებზე ნიკა მელიას კანდიდატურას მხარს დაუჭერს. მისი თქმით, ნიკა მელია სანიმუშო ლიდერი არ არის და „ზონდერკამანდირზე" დაფუძნებული კონცეფცია აქვს. ზონდერკამანდირისთვის კი პოლიტოლოგს თბილისი არ ემეტება.

თამთა ჩაჩანიძე
30.04.2021

ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით ჯერჯერობით ვითარება ისეა, რომ „ქართული ოცნების" კანდიდატს დაუჭერენ მხარს და არა ოპოზიციურ კანდიდატს. მართალია, ოპოზიციას ჯამურად მხარდაჭერა მეტი აქვს, მაგრამ ეს ფორმულა არ იმუშავებს, ვაშაძე თუ ამას გულისხმობს, ეს სწორი შეფასებაა - განაცხადა ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან" „სტრატეგია აღაშენებელის" ლიდერის გიორგი ვაშაძის გამოსვლის შეფასებისას.

ია აბულაშვილი
30.04.2021

გახარია, კალაძე და ვაშაძე თუ გაერთიანდებიან, მართლაც ძლიერი მესმე ძალა იქნება და ეს ძალა 100%-ით ყველას მოუგებს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ გაერთიანდნენ გახარია და კალაძე და შეიქმნას ძლიერი დუეტი, მაგრამ ჯერ კალაძემ უნდა მოახერხოს მშვიდობიანი განქორწინება „ოცნებასთან", აღნიშნა „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგმა იგორ კვესელავამ.

ელზა პაპოშვილი
29.04.2021

ამნისტიის ორი კანონპროექტი და ორი ვერსია რომელიც პარლამენტმა უნდა განიხილოს. ოპოზიციისთვის „ქართული ოცნების“ რედაქცია მიუღებელი აღმოჩნდა, რის შემდეგაც პარტიებმა ახალი კანონპროექტი დამოუკიდებლად შეიმუშავეს. ამ  შემთხვევაში ამნისტიის კანონში უნდა გაიწეროს კონკრეტული მუხლები. რომელსაც ის შეეხება. 

ია აბულაშვილი
29.04.2021

ცნობილი ქართველი მეცნიერი, აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ აღარ წავიდეს დათმობებზე ოპოზიციასთან, რადგან მათი მთავარი მიზანია ევროპელების ჩართულობით მიღწეული შეთანხმება ჩაიშალოს. ამის დასტურად კი ასახელებს იმ ახალ-ახალ მოთხოვნებს, რომელსაც ოპოზიცია შეთნხმების შემდეგაც აყენებს. მეცნიერი არ გამორიცხავს, რომ თუ ხელისუფლება ოპოზიციასთან ამ „სულისკვეთებით" გააგრძელებს ურთიერთობას, ქვეყანა ორხელისუფლებიანობის საფრთხის წინაშე დადგება.

თამთა ჩაჩანიძე
29.04.2021

15 მაისის აქცია იქნება ერთჯერადი,სადაც არსებული პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში უკვე შესულია კიდევ უფრო ნაკლები მხარდამჭერი გამოვა - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონასნთან" საუბრობს, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას გამოეხმაურა, რომ დაანონსებული აქცია კვლავ ძალაშია და არ გადადებულა.

ელზა პაპოშვილი
29.04.2021

სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი სრულიად გაშიშვლდა და შარლ მიშელის მიერ შედგენილი მნიშვნელოვანი დოკუმენტი მხოლოდ ერთი კაცის - ნიკა მელიას ირგვლივ დავის საგნად აქციეს, თუკი შარლ მიშელის დოკუმენტზე შეთანხმება ჩაიშლება, ეს იქნება სრული კატასტროფა და წარმოდგენაც არ მინდა, აცხადებს „რეზონანსთან“  ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.

თამთა ჩაჩანიძე
28.04.2021

საქართველოში ვაქცინირებულებს, შესაძლოა არსებულ კოვიდშეზღუდვების პირობებში გარკვეული პრივილეგიები მიენიჭოთ - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საკოორდინაციო საბჭოს მომავალ კვირაში ინიციატივით მიმართავს, რომ იმ პირებს, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზა ექნება გაკეთებული, შეზღუდვების პერიოდში შეღავათები დაუწესდეთ.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×